დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №01 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 10/03/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/03/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 17/11/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.172.016127 |
|
„ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №01 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 1061 მუხლის მე-15 პუნქტის
შესაბამისად ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №01 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 16/07/2014; სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.172.016001) დამტკიცებულ ,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში“ შევიდეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების 128-ე მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. გამოკითხვა ტარდება საკრებულოს განკარგულების საფუძველზე.“; ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 1331 მუხლი; ,,მუხლი 1331 . ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის წარმოდგენის წესი 1. ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი ვალდებულია საკრებულოს განსახილველად წარუდგინოს ექვსი თვის გაწეული საქმიანობის ანგარიში – არაუგვიანეს აგვისტოსა და ერთი წლის გაწეული საქმიანობის ანგარიში – არაუგვიანეს მომდევნო წლის 01 თებერვლისა. 2. ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი გაწეული მუშაობის ანგარიშს წარუდგენს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს. საკრებულოს აპარატი წარმოდგენილ ანგარიშს შეიტანს უახლოესი საკრებულოს ბიუროს დღის წესრიგში შემდგომი პროცედურების განსაზღვრის მიზნით. 3. ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი უფლებამოსილია მოითხოვოს საკრებულოს სხდომის ან საკრებულოს ბიუროს სხდომის ნაწილის ან მთლიანად დახურვა, თუ საკითხი ეხება კომერციულ საიდუმლოებას (ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს კერძო სამართლის იურიდიული პირის კონკურენტუნარიანობას). 4. ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის წარმოდგენილი ანგარიში შეიძლება ჩაითვალოს როგორც: „არასრულყოფილი“ ან „სრულყოფილი“ და შეფასდეს როგორც: „დამაკმაყოფილებელი“ ან „არადამაკმაყოფილებელი“ . 5. საკრებულოს გადაწყვეტილებით კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს შეიძლება მიეცეს რეკომენდაცია/ მითითება/დავალება საქმიანობიდან გამომდინარე და მისი შესრულების კონტროლი დაევალოს შესაბამის კომისიას. 6. კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის ანგარიშის „არადამაკმაყოფილებლად“ შეფასების შემთხვევაში, საკრებულო უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის მერის მიმართოს რეკომენდაციით კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. 7. ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელისადმი მიცემული რეკომენდაცია, მითითება ან დავალება მიზნად უნდა ისახავდეს კერძო სამართლის იურიდიული პირის მუშაობის გაუმჯობესებას და ეფუძნებოდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები