დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2016 წლის 8 იანვრის Nს-12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | ს-125 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 15/03/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/03/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/03/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320020.33.058.016092 |
|
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2016 წლის 8 იანვრის №ს-12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2016 წლის 8 იანვრის №ს-12 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 14/01/2016; 010320020.33.058.016089) დამტკიცებულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე. დეპარტამენტის უფროსის ადგილზე არყოფნის ან უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს, მასზე დაკისრებულ უფლება-მოვალეობათა განხორციელების დაგეგმვა–კოორდინაციასა და ორგანიზებაში, იღებს გადაწყვეტილებებს მასზე დაწერილ დოკუმენტაციაზე ან/და ანაწილებს მათ შესაბამის განყოფილებებს შორის, ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ან მინისტრის კანონშესაბამის დავალებებს, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.“. 2. მე-6 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი: „მუხლი 61. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები და მათი ფუნქციები 1. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ერთეულებია: ა) შიდა აუდიტის განყოფილება; ბ) ინსპექტირების გაყოფილება. 2. შიდა აუდიტის განყოფილების ფუნქციებია: ა) სამინისტროს წინაშე არსებული რისკების დადგენა და მათი მართვის ხარისხის შეფასება; ბ) სამინისტროს საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; გ) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება; დ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება; ე) შიდა აუდიტის ობიექტის მიერ სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების, სახელმწიფოს ქონებრივი ღირებულების არამატერიალური სიკეთეების ხარჯვის, გამოყენების, მართვისა და დაცვის კანონიერებისა და მიზნობრიობის შესწავლა და ანალიზი; ვ) სახელმწიფო პროგრამების შედგენის, საინვესტიციო, ფინანსური, ადამიანური, მატერიალური და სხვა რესურსების გამოყენებისა და მართვის სფეროში განხორციელებული საქმიანობისა და მიღებული გადაწყვეტილებების ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის ანალიზი და შეფასება; ზ) შიდა აუდიტის ობიექტის (სამინისტროს სტრუქტურული ერთეულები, საქვეუწყებო დაწესებულებები, სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ-ები და ა(ა)იპ-ები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოები) ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების შემოწმება საქართველოს კანონმდებლობასთან და სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით; თ) ინფორმაციული ტექნოლოგიების ადეკვატურობისა და სისტემის უსაფრთხოების დაცულობის შემოწმება და შეფასება სისტემის კონფიდენციალურობის, მთლიანობის და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით; ი) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების, საქვეუწყებო დაწესებულებების, ტერიტორიული ორგანოების (სამინისტროს სტრუქტურული ერთეულები, საქვეუწყებო დაწესებულებები, სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ-ები და ა(ა)იპ-ები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოები) მიერ სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის კონტროლი; კ) სამინისტროს პროგრამების შესრულების მონიტორინგი; ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის უფროსის დავალებებისა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 3. ინსპექტირების განყოფილების ფუნქციებია: ა) სამინისტროს სისტემაში სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმებისა და გამოვლენის მიზნით ინსპექტირების ჩატარება, ინსპექტირების დასკვნის მომზადება და მინისტრისთვის წარდგენა; ბ) სამინისტროს სისტემაში სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების თაობაზე ინფორმაციის შემცველი განცხადებებისა და წერილების შესწავლის შედეგად დასკვნის მომზადება და მინისტრისთვის წარდგენა; გ) სამინისტროს (სამინისტროს სტრუქტურული ერთეულები, საქვეუწყებო დაწესებულებები, სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ-ები და ა(ა)იპ-ები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოები) ფუნქციონირების სამართლებრივი, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების გამოვლენა; დ) სამინისტროს (სამინისტროს სტრუქტურული ერთეულები, საქვეუწყებო დაწესებულებები, სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ-ები და ა(ა)იპ-ები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოები) სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის კონტროლი; ე) სამინისტროს სისტემაში ხარვეზების გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზების დადგენა და პრევენციული ღონისძიებების განხორციელება; ვ) სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვის კონტროლი; ზ) სამინისტროს მოსამსახურეების ინტერესთა კონფლიქტის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება; თ) სამინისტროს სისტემაში სამსახურებრივი ეთიკის ნორმების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება; ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მინისტრისა და დეპარტამენტის უფროსის დავალებებისა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები