საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეზობელ ქვეყნებსა და რეგიონის სხვა ქვეყნებთან ვაჭრობის განვითარების სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ნომერი 1-1/139
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 09/03/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/03/2016
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 010240070.22.024.016430
1-1/139
09/03/2016
ვებგვერდი, 14/03/2016
010240070.22.024.016430
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეზობელ ქვეყნებსა და რეგიონის სხვა ქვეყნებთან ვაჭრობის განვითარების სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/139

2016 წლის 9 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეზობელ ქვეყნებსა და რეგიონის სხვა ქვეყნებთან ვაჭრობის განვითარების სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

  „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2016  წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ო” ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეზობელ ქვეყნებსა  და რეგიონის სხვა ქვეყნებთან ვაჭრობის განვითარების სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები”.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 1 მარტიდან.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიდიმიტრი ქუმსიშვილი

საქართველოს  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეზობელ ქვეყნებსა  და რეგიონის სხვა ქვეყნებთან ვაჭრობის განვითარების სამსახურის მოხელეთა  დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

1. მეზობელ ქვეყნებსა  და რეგიონის სხვა ქვეყნებთან ვაჭრობის განვითარების სამსახურის  უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი განათლება  საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ან ეკონომიკური სპეციალობით;

ბ) საგარეო ვაჭრობის ან საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სფეროში მუშაობის არანაკლებ 4-წლიანი გამოცდილება. სასურველია ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;

გ) ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილების, საქართველოს მიერ გაფორმებული ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ეკონომიკური შეთანხმებების, საერთაშორისო სამართლის პრინციპების, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის სტრუქტურის, ფუნქციებისა და სამართლებრივი ბაზის, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის ზოგადი ცოდნა;

დ) ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;

ე) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების  კარგი ცოდნა - MS office Word, Excel, Power Point.

2. მეზობელ ქვეყნებსა და რეგიონის სხვა ქვეყნებთან ვაჭრობის განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი განათლება  საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ან ეკონომიკური სპეციალობით;

ბ) სასურველია საგარეო ვაჭრობის ან საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სფეროში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;