„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2015 წლის 16 აპრილის N18/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 31/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
მიღების თარიღი 15/03/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/03/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 01/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 010240010.22.037.016077
31/ნ
15/03/2016
ვებგვერდი, 16/03/2016
010240010.22.037.016077
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2015 წლის 16 აპრილის N18/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2015 წლის 16 აპრილის N18/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის

ბრძანება №31/ნ

2016 წლის 15 მარტი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2015 წლის 16 აპრილის №18/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2015 წლის 16 აპრილის №18/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 16.04.2015, 010240010.22.037.016064) და ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის დებულების:

1. პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ცენტრს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ბეჭედი, ლოგო და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.“;

2. მე-3 მუხლის „ვ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ2 - ვ8“ ქვეპუნქტები:

„ვ2) ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა სწავლების საჭიროებათა შესახებ ინფორმაციის მოძიება და სისტემატიზაცია;

ვ3) ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა უწყვეტი სწავლების სისტემის სასწავლო პროგრამ(ებ)ის სპეციალური სტანდარტების მომზადება;

ვ4) ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა უწყვეტი სწავლების სისტემაში ჩართული დონორი ორგანიზაციებისა და მუნიციპალიტეტების ურთიერთობის კოორდინაციისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა;

ვ5) მუნიციპალიტეტების მეთოდოლოგიური დახმარება ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა სწავლების საჭიროებათა დადგენაში;

ვ6) ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა უწყვეტი სწავლების სისტემის სასწავლო პროგრამ(ებ)ის რეესტრის წარმოება;

ვ7) ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა უწყვეტი სწავლების სისტემის სასწავლო პროგრამ(ებ)ის შესაბამისობის დადგენა ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა უწყვეტი სწავლების სისტემის სასწავლო პროგრამ(ებ)ის სპეციალურ სტანდარტებთან;

ვ8) ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა უწყვეტი სწავლების სისტემის სასწავლო პროგრამ(ებ)ის მიწოდების ხარისხის შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა;“;

3. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:

„ზ1) უფლებამოსილია განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით ან/და განსაკუთრებული სირთულის ან/და მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის ცენტრის თანამშრომელთათვის დაადგინოს სახელფასო დანამატი (არაუმეტეს შესაბამისი საბიუჯეტო წლის ბოლომდე). სახელფასო დანამატის ოდენობა განსაზღვრება მინისტრთან შეთანხმებით;“;

ბ) „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი:

„ი1) ამტკიცებს ცენტრის ლოგოს;“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრინოდარ ჯავახიშვილი