„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2015 წლის 16 აპრილის N18/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 31/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
მიღების თარიღი 15/03/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/03/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 01/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 010240010.22.037.016077
31/ნ
15/03/2016
ვებგვერდი, 16/03/2016
010240010.22.037.016077
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2015 წლის 16 აპრილის N18/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2015 წლის 16 აპრილის N18/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის

ბრძანება №31/ნ

2016 წლის 15 მარტი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2015 წლის 16 აპრილის №18/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2015 წლის 16 აპრილის №18/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 16.04.2015, 010240010.22.037.016064) და ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის დებულების:

1. პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ცენტრს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ბეჭედი, ლოგო და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.“;

2. მე-3 მუხლის „ვ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ2 - ვ8“ ქვეპუნქტები:

„ვ2) ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა სწავლების საჭიროებათა შესახებ ინფორმაციის მოძიება და სისტემატიზაცია;

3) ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა უწყვეტი სწავლების სისტემის სასწავლო პროგრამ(ებ)ის სპეციალური სტანდარტების მომზადება;

4) ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა უწყვეტი სწავლების სისტემაში ჩართული დონორი ორგანიზაციებისა და მუნიციპალიტეტების ურთიერთობის კოორდინაციისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა;

5) მუნიციპალიტეტების მეთოდოლოგიური დახმარება ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა სწავლების საჭიროებათა დადგენაში;

6) ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა უწყვეტი სწავლების სისტემის სასწავლო პროგრამ(ებ)ის რეესტრის წარმოება;

7) ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა უწყვეტი სწავლების სისტემის სასწავლო პროგრამ(ებ)ის შესაბამისობის დადგენა ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა უწყვეტი სწავლების სისტემის სასწავლო პროგრამ(ებ)ის სპეციალურ სტანდარტებთან;

8) ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა უწყვეტი სწავლების სისტემის სასწავლო პროგრამ(ებ)ის მიწოდების ხარისხის შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა;“;

3. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:

„ზ1) უფლებამოსილია განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით ან/და განსაკუთრებული სირთულის ან/და მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის ცენტრის თანამშრომელთათვის დაადგინოს სახელფასო დანამატი (არაუმეტეს შესაბამისი საბიუჯეტო წლის ბოლომდე). სახელფასო დანამატის ოდენობა განსაზღვრება მინისტრთან შეთანხმებით;“;

ბ) „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი:

„ი1) ამტკიცებს ცენტრის ლოგოს;“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრინოდარ ჯავახიშვილი