დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2/48 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო |
| მიღების თარიღი | 07/03/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/03/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს
გენერალური დირექტორის
ბრძანება № 2/48
2016 წლის 7 მარტი
ქ. თბილისი
კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე
საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 51-ე, 52-ე, 53-ე მუხლების, ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული 2015 წლის 30 ოქტომბრის №02 ადმინისტრაციული ხელშეკრულების პირველი მუხლის „ა“ პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. მიენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი ამ ბრძანების დანართში მითითებულ ობიექტებს.
2. დაევალოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს ამ ბრძანების დანართში მითითებული ობიექტების მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში (მისამართი: ქ. თბილისი, სანაპიროს ქუჩა №4).
გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე
დანართი №1
| № | ფოტო | სახელწოდება
| ადგილმდებარეობა | სახეობა | თარიღი |
|
|
|
სარეკისმღვიმე-გამოქვაბულე ბისკომპლექსი |
საჩხერისმუნიციპალიტეტისაჩხერე-ჭიათურისმთავარიგზა დანართი №2-ით დადგენილ საზღვრებში |
არქიტექტურული /არქეოლოგიური/ საინჟინრო |
ახ.წ. –I-III, VI, VIII-X სს. განვითარებული შუა საუკუნეები |
|
|
|
სარეკისორმაგიმღვიმე | საჩხერისმუნიციპალიტეტი,საჩხერე-ჭიათურისმთავარიგზა. სოფ.სარეკის ასახვევთან, გზისპირას, 3მ-ში. მდ. ყვირილასმარჯვენასანაპირო. ამ ბრძანების დანართი №3-ით დადგენილ საზღვრებში
|
არქეოლოგიური |
ძველი ქვის ხანა (შუა პალეოლითი 120-40000 წწ.; ზედა პალეოლითი40-10 000 წწ) შუა საუკუნეები |
დანართი №2
სარეკისმღვიმე-გამოქვაბულებისკომპლექსი - ძეგლის საზღვარი
GPSკოორდინატები: გრძედი: 42°19'19.94"С; განედი: 43°21'40.15"В
დანართი №3
სარეკისორმაგიმღვიმე - ძეგლის საზღვარი
GPS კოორდინატები: განედი: 43 22.026 გრძედი: 42 19.417
უკან დაბრუნება 

დოკუმენტის კომენტარები