დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2015 წლის 9 იანვრის №1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 32/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 15/03/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/03/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320010.22.037.016078 |
|
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2015 წლის 9 იანვრის №1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2015 წლის 9 იანვრის №1/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 12.01.2015 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010320010.22.037.016047) და ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების:
1. მე-10 მუხლის: ა) პირველი პუნქტის: ა.ა) „ა.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.დ) „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანება;“; ა.ბ) „ა.დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემტოს შემდეგი შინაარსის „ა.დ1“ ქვეპუნქტი: „ა.დ1) „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანება;“; ა.გ) „ა.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ა.ვ) „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანება;“; ბ) მე-2 პუნქტის: ბ.ა) „ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ბ) „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანება;“; ბ.ბ) „ა.ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ბ1“ ქვეპუნქტი: „ა.ბ1) „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანება;“; ბ.გ) „ა.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.დ) „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანება;“; გ) მე-3 პუნქტის: გ.ა) „ა.ბ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ბ) „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანება;“; გ.ბ) „ა.ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ბ1“ ქვეპუნქტი: „ა.ბ1) „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანება;“; გ.გ) „ა.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.დ) „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანება;“. 2. 24-ე მუხლის „ა.ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ო) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფუძნების, სამეთვალყურეო საბჭოს განსაზღვრისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ოქტომბრის №558 დადგენილება;“. 3. 28-ე მუხლის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა.ა) ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტია; ა.ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“; ა.გ) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“; ა.დ) საქართველოს კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“; ა.ე) საქართველოს კანონი „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“; ა.ვ) „საქართველოს რეგიონული განვითარების 2010-2017 წწ. სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცებისა და საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №172 დადგენილება; ა.ზ) „საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 სექტემბრის №297 დადგენილება; ა.თ) „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის №591 დადგენილება; ა.ი) „მთის განვითარების ეროვნული საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ოქტომბრის №536 დადგენილება; ა.კ) „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილება; ა.ლ) „სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის №308 დადგენილება; ა.მ) „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილება;“; ბ) „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) უმაღლესი განათლება: მიმართულება/დარგი/სპეციალობა: სავალდებულო – ბიზნესის ადმინისტრირება, ეკონომიკა, პოლიტიკის მეცნიერება, სოციოლოგია, სამართალი ან საჯარო მმართველობა; უცხო ენა: სასურველი – ინგლისური, რუსული, გერმანული ან ფრანგული; გ) მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი, მათ შორის, საჯარო სექტორში მუშაობის 3 წლის სტაჟი;“. 4. 29-ე მუხლის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა.ა) ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტია; ა.ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“; ა.გ) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“; ა.დ) საქართველოს კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“; ა.ე) საქართველოს კანონი „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“; ა.ვ) „საქართველოს რეგიონული განვითარების 2010-2017 წწ. სახელმწიფო დამტკიცებისა და საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №172 დადგენილება; ა.ზ) „საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 სექტემბრის №297 დადგენილება; ა.თ) „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის №591 დადგენილება; ა.ი) „მთის განვითარების ეროვნული საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ოქტომბრის №536 დადგენილება; ა.კ) „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილება; ა.ლ) „სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის №308 დადგენილება; ა.მ) „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილება;“; ბ) „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) უმაღლესი განათლება: მიმართულება/დარგი/სპეციალობა: სავალდებულო – ბიზნესის ადმინისტრირება, ეკონომიკა, პოლიტიკის მეცნიერება, სოციოლოგია, სამართალი ან საჯარო მმართველობა; უცხო ენა: სასურველი – ინგლისური, რუსული, გერმანული ან ფრანგული; გ) მუშაობის არანაკლებ 4 წლის სტაჟი, მათ შორის, საჯარო სექტორში მუშაობის 2 წლის სტაჟი;“. 5. 30-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 30. თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონული პოლიტიკის დეპარტამენტის სპეციალისტები 1. თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონული პოლიტიკის დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების პირველი მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტებისა, მოეთხოვება: ა) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა.ა) ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტია; ა.ბ) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“; ა.გ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“; ა.დ) საქართველოს კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“; ა.ე) საქართველოს კანონი „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“; ა.ვ) „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის №591 დადგენილება; ა.ზ) „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილება; ა.თ) „საქართველოს რეგიონული განვითარების 2010-2017 წწ. სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცებისა და საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №172 დადგენილება; ა.ი) „სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის № 308 დადგენილება; ბ) უმაღლესი განათლება: მიმართულება/დარგი/სპეციალობა: სასურველი – ბიზნესის ადმინისტრირება, ეკონომიკა, პოლიტიკის მეცნიერება, სოციოლოგია, სამართალი ან საჯარო მმართველობა; უცხო ენა: სასურველი – ინგლისური ან რუსული; გ) სავალდებულოა მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი, სასურველი – საჯარო სექტორში მუშაობის სტაჟი; დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel და Microsoft Office PowerPoint) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. 2. თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონული პოლიტიკის დეპარტამენტის სპეციალისტს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების პირველი მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტებისა, მოეთხოვება: ა) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა.ა) ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტია; ა.ბ) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“; ა.გ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“; ა.დ) საქართველოს კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“; ბ) უმაღლესი განათლება: მიმართულება/დარგი/სპეციალობა: სასურველი – ბიზნესის ადმინისტრირება, ეკონომიკა, პოლიტიკის მეცნიერება, სოციოლოგია, სამართალი ან საჯარო მმართველობა; უცხო ენა: სასურველი - ინგლისური ან რუსული; გ) სასურველია საჯარო სექტორში მუშაობის სტაჟი; დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word და Microsoft Office PowerPoint) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.“. 6. 35-ე მუხლის: ა) „ა.კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.კ) „მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2 ივნისის №247 დადგენილება;“; ბ) „ა.ნ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ო“ ქვეპუნქტი: „ა.ო) „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №507 დადგენილება;“. 7. 36-ე მუხლის: ა) „ა.ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ი) „მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2 ივნისის №247 დადგენილება;“; ბ) „ა.მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ნ“ ქვეპუნქტი: „ა.ნ) „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №507 დადგენილება;“. 8. 37-ე მუხლის: ა) „ა.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ვ) „მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2 ივნისის №247 დადგენილება;“; ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) უმაღლესი განათლება: მიმართულება/დარგი/სპეციალობა: სასურველი – სამართალი, ინჟინერია, ბიზნესის ადმინისტრირება, ეკონომიკა, სამხედრო მეცნიერება; უცხო ენა: სასურველი – ინგლისური ან რუსული;“. 9. 38-ე მუხლის „ა.ვ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ვ) „მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2 ივნისის №247 დადგენილება;“. 10. 45-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.გ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფუძნების, სამეთვალყურეო საბჭოს განსაზღვრისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ოქტომბრის №558 დადგენილება;“. 11. 46-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.დ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფუძნების, სამეთვალყურეო საბჭოს განსაზღვრისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ოქტომბრის №558 დადგენილება;“. 12. 47-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ე) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფუძნების, სამეთვალყურეო საბჭოს განსაზღვრისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ოქტომბრის №558 დადგენილება;“. 13. 49-ე მუხლის „ა.თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 14. 50-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტის: ა.ა) „ა.ე“ და „ა.ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ე) „ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №364 ბრძანება; ა.ვ) „ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანება;“; ა.ბ) „ა.თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.თ) „საბიუჯეტო ორგანიზაციების ძირითადი აქტივების ფიზიკური ცვეთის ნორმებისა და მათი ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახვის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 31 დეკემბრის №439 ბრძანება;“. ბ) მე-3 პუნქტის „ა.ვ“ და „ა.ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ვ) „ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №364 ბრძანება; ა.ზ) „ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანება;“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები