დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროტოკოლის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/136 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 09/03/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/03/2016 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/03/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240070.22.024.016429 |
|
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროტოკოლის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
|
„საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ო” ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროტოკოლის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.“ |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 1 მარტიდან.
|
|
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროტოკოლის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
|
მუხლი 1. პროტოკოლის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა:
1. პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება; ბ) საჯარო სამსახურში შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება; გ) „სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №176 დადგენილებისა და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების ცოდნა; დ) ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა.
2. პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება; ბ) საჯარო სამსახურში შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 4-წლიანი გამოცდილება. სასურველია ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის 2-წლიანი გამოცდილება; გ) ,,სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №176 დადგენილებისა და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების ცოდნა; დ) ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა.
მუხლი 2. პროტოკოლის დეპარტამენტის მოსამსახურეები:
1. პროტოკოლის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება; ბ) საჯარო სამსახურში შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება; გ) ,,სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №176 დადგენილებისა და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების ცოდნა; დ) ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
2. პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება; ბ) საჯარო სამსახურში შესაბამის სფეროში მუშაობის 6-თვიანი გამოცდილება ან საჯარო სამსახურში შესაბამის სფეროში გავლილი სტაჟირება/პრაქტიკა;
გ) ,,სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №176 დადგენილებისა და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების ცოდნა;
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები