საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 179
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/06/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 19, 15/07/2004
ძალაში შესვლის თარიღი 15/11/2004
სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.001.489
  • Word
179
24/06/2004
სსმ, 19, 15/07/2004
040.000.000.05.001.001.489
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

���� მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 28-ე მუხლის:

ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�3. კავშირის (ასოციაციის) და ფონდის ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაციას მისი ადგილმდებარეობის მიხედვით ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანო.�;

ბ) მე-10 და მე-11 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�10. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელმა ტერიტორიულმა ორგანომ გადაწყვეტილება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაციის შესახებ უნდა მიიღოს განცხადების შეტანიდან 15 დღეში. თუ ამ ვადაში გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაცია განხორციელებულად ჩაითვლება.

11. გადაწყვეტილება ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ უნდა იყოს დასაბუთებული; მასში მითითებული უნდა იყოს ის ორგანო, რომელშიც შეიძლება ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრება, მისი მისამართი და საჩივრის (ან სარჩელის) წარდგენის ვადა.�.

2. 31-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�1. კავშირის და ფონდის რეგისტრაციას ახორციელებს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანო.�;

ბ) მე-3 და მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�3. რეგისტრაციისათვის აუცილებელია ყველა დამფუძნებლისა და გამგეობის ყველა წევრის მიერ ხელმოწერილი განცხადება და წესდება, რომლებიც წარედგინება იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელ ტერიტორიულ ორგანოს კავშირის ან ფონდის ადგილმდებარეობის მიხედვით.

4. იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელმა ტერიტორიულმა ორგანომ გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ უნდა მიიღოს განცხადების შეტანიდან 15 დღეში. თუ ამ ვადაში გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, რეგისტრაცია განხორციელებულად ჩაითვლება.�.

3. 34-ე და 35-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

��� ��მუხლი 34. ცვლილებების რეგისტრაცია

ცვლილებები, რომლებიც რეგისტრაციას საჭიროებს, გამგეობამ დაუყოვნებლივ, სანოტარო წესით დამოწმებული ფორმით უნდა წარუდგინოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელ ტერიტორიულ ორგანოს. ისინი შეიტანება რეესტრში და ქვეყნდება.

��� მუხლი 35. სახელმწიფო კონტროლი კავშირისა და ფონდის საქმიანობაზე

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელმა ტერიტორიულმა ორგანომ უნდა გააუქმოს რეგისტრაცია, თუ კავშირი ან ფონდი არსებითად გადავიდა სამეწარმეო საქმიანობაზე, ან თუ წესდებით გათვალისწინებული მიზნების განხორციელება შეუძლებელი ხდება.�.

�4. 39-ე მუხლის:

ა) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�4. ქონების მიღებაზე უფლებამოსილი პირები შეიძლება განისაზღვრონ წესდებით. იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანო დარჩენილ ქონებას შესაბამისად გადასცემს ერთ ან რამდენიმე კავშირს ან ფონდს, რომლებიც იმავე ან მსგავს მიზნებს ემსახურებიან, როგორსაც ლიკვიდირებული კავშირი ან ფონდი. თუ ასეთი ორგანიზაციები არ არსებობს, მაშინ შეიძლება მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება ამ ქონების საქველმოქმედო ორგანიზაციისათვის ან სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ.�;

ბ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�6. ლიკვიდაციას ახორციელებს გამგეობა. განსაკუთრებული გარემოების არსებობისას იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელ ტერიტორიულ ორგანოს შეუძლია სხვა ლიკვიდატორების დანიშვნა. ლიკვიდატორები პასუხს აგებენ, როგორც გამგეობის წევრები.�.

5. 1106-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

��� ��მუხლი 1106. ქორწინების ცნება

ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია, რომელიც რეგისტრირებულია იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელ ტერიტორიულ ორგანოში.�.

6. 1110-ე � 1114-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

��� ��მუხლი 1110. დაქორწინების გაფორმება

1. დაქორწინება ფორმდება იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოს მიერ, დაქორწინების მსურველი პირების განცხადების საფუძველზე.

2. დაქორწინების მსურველი პირების განცხადებას ძალა აქვს შეტანიდან 2 თვის განმავლობაში. ქორწინების რეგისტრაცია ხორციელდება განმცხადებელთა მიერ მითითებულ დროს. განმცხადებლებს უფლება აქვთ შეცვალონ განცხადებაში მითითებული დაქორწინების დრო.

3. განცხადების შეტანის დღეს ქორწინების რეგისტრაციაზე უარის თქმა შესაძლებელია იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოში წარდგენილ ქორწინების რეგისტრაციის განცხადებათა სიმრავლის გამო.

4. დაქორწინების მსურველი პირების მოთხოვნით იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიული ორგანო ვალდებულია განსაკუთრებული გარემოების არსებობისას, როგორიცაა ბავშვის დაბადება, ერთ-ერთი მხარის სიცოცხლისათვის რეალური საფრთხე და სხვა მსგავსი გარემოებები, მოახდინოს ქორწინების რეგისტრაცია განცხადების შეტანის დღესვე.

��� მუხლი 1111. ქორწინების რეგისტრაცია

ქორწინების რეგისტრაცია ხდება იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელ ტერიტორიულ ორგანოში დასაქორწინებელ პირთა მიერ არჩეული ადგილის მიხედვით.

��� მუხლი 1112. დაქორწინების შესახებ განცხადების შეტანა

დაქორწინების მსურველ პირებს პირადად შეაქვთ განცხადება იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელ ტერიტორიულ ორგანოში. განცხადებაში მათ უნდა დაადასტურონ, რომ მათთვის არ არსებობს ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებები, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 1120-ე მუხლით, ცნობილია ერთმანეთის ოჯახური მდგომარეობა, იციან, მერამდენეა თითოეული მათგანისათვის ეს ქორწინება, აგრეთვე აღნიშნონ, ჰყავთ თუ არა შვილები.

��� მუხლი 1113. იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოს მოვალეობანი

1. იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანო, რომელიც მიიღებს დასაქორწინებელ პირთა განცხადებას, ვალდებულია გააცნოს მათ ქორწინების რეგისტრაციის პირობები და წესი, განუმარტოს მეუღლეთა და მშობელთა უფლება-მოვალეობანი, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსით, აგრეთვე გააფრთხილოს ისინი, რომ პასუხს აგებენ დაქორწინების დამაბრკოლებელ გარემოებათა დაფარვისათვის.

2. იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელმა ტერიტორიულმა ორგანომ უნდა დაადგინოს, რომ დასაქორწინებელ პირთათვის არ არსებობს ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებები და მათთვის ცნობილია ერთმანეთის ჯანმრთელობა და ოჯახური მდგომარეობა.

��� მუხლი 1114. ქორწინების რეგისტრაცია იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოს ადგილსამყოფლის გარეთ

დასაქორწინებელ პირთა თხოვნით, თუ საპატიო მიზეზები არსებობს, ქორწინების რეგისტრაცია შეიძლება მოხდეს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოს ადგილსამყოფლის გარეთ.�.

7. 1117-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

��� ��მუხლი 1117. მოწმეთა მონაწილეობა ქორწინების რეგისტრაციაში

ქორწინების რეგისტრაცია შეიძლება განხორციელდეს 2 ან მეტი სრულწლოვანი მოწმის თანდასწრებით.�.

8. 1119-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

��� ��მუხლი 1119. ქორწინების რეგისტრაციაზე უარის გასაჩივრება

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოს უარი ქორწინების რეგისტრაციაზე შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.�.

9. 1123-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�1. განქორწინება ხდება სასამართლო წესით, ხოლო ამ კოდექსის 1124-ე და 1125-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში � იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელ ტერიტორიულ ორგანოში.�.

10. 1124-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�1. იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელ ტერიტორიულ ორგანოში ერთ-ერთი მეუღლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით განქორწინება დაიშვება იმ მეუღლეთა ურთიერთთანხმობით, რომელთაც არა ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები და შეაქვთ ერთობლივი განცხადება განქორწინების შესახებ.�;

ბ) მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�3. განქორწინება შეიძლება მოხდეს ერთ-ერთი მეუღლის დაუსწრებლად, თუ მას საპატიო მიზეზით არ შეუძლია გამოცხადდეს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელ ტერიტორიულ ორგანოში და თუ მისი სახელით წარმოდგენილია სათანადოდ დამოწმებული განცხადება განქორწინებაზე მისი თანხმობის დასადასტურებლად.

4. განქორწინება ხდება მეუღლეთა მიერ განქორწინების შესახებ განცხადების შეტანის დღიდან ერთი თვის ვადაში, გარდა 1110-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

5. ქორწინება შეწყვეტილად ითვლება იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელ ტერიტორიულ ორგანოში განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან.�.

11. 1125-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

��� ��მუხლი 1125. განქორწინება ერთ-ერთი მეუღლის განცხადებით

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელ ტერიტორიულ ორგანოში ერთ-ერთი მეუღლის განცხადებით განქორწინება ხდება იმ პირთან, რომელიც:

ა) კანონით დადგენილი წესით აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად;

ბ) სულით ავადმყოფობის ან ჭკუასუსტობის გამო ცნობილია ქმედუუნაროდ;

გ) სასამართლოს მიერ მსჯავრდებულია დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით არანაკლებ სამი წლისა.�.

12. 1132-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

��� ��მუხლი 1132. განქორწინების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება

1. განქორწინების შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება აღსრულდება ერთ-ერთი ან ორივე მეუღლის მოთხოვნით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან არა უგვიანეს 3 წლისა, იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელ ტერიტორიულ ორგანოში რეგისტრაციის საშუალებით.

2. ქორწინება შეწყვეტილად ითვლება იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელ ტერიტორიულ ორგანოში განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან.�.

13. 1134-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

��� ��მუხლი 1134. განცხადება ქორწინებამდელი გვარის დაბრუნების შესახებ

მეუღლემ, რომელსაც სურს დაიბრუნოს ქორწინებამდელი გვარი, ამის შესახებ უნდა განაცხადოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელ ტერიტორიულ ორგანოში განქორწინების რეგისტრაციის დროს. მეუღლისათვის ქორწინებამდელი გვარის მიკუთვნების შესახებ იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანო აკეთებს შესაბამის ჩანაწერს.�.

14. 1135-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�1. თუ გამოჩნდება კანონით დადგენილი წესით გარდაცვლილად გამოცხადებული ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებული მეუღლე, რომელთანაც ქორწინება შეწყვეტილი იყო ამ საფუძველზე, და გაუქმდება სასამართლოს გადაწყვეტილება მისი გარდაცვლილად გამოცხადების ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების შესახებ, იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელმა ტერიტორიულმა ორგანომ ქორწინება შეიძლება აღადგინოს მეუღლეთა ერთობლივი განცხადებით, ხოლო თუ ისინი სასამართლო წესით იყვნენ განქორწინებულნი, სასამართლო მათი განცხადებით აუქმებს გადაწყვეტილებას განქორწინების შესახებ.�.

15. 1137-ე � 1139-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

��� ��მუხლი 1137. განქორწინების რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით

განქორწინების რეგისტრაცია ხდება იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელ ტერიტორიულ ორგანოში ორივე ან ერთ-ერთი მეუღლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

��� მუხლი 1138. განქორწინების რეგისტრაცია

1. სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე განქორწინების რეგისტრაციას ახდენს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანო ორივე ან ერთ-ერთი მეუღლის განცხადებით.

2. ერთ-ერთი მეუღლის განცხადებით განქორწინების რეგისტრაციის შემთხვევაში იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანო ამის შესახებ აცნობებს მეორე მეუღლეს, თუ ცნობილია მისი და იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოს მისამართი, რომელმაც მოახდინა ქორწინების რეგისტრაცია.

��� მუხლი 1139. მსჯავრდადებულ მეუღლესთან განქორწინების წესი

1. მეუღლე, რომელსაც განქორწინება სურს ამ კოდექსის 1125-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლებით, ვალდებულია იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელ ტერიტორიულ ორგანოს წარუდგინოს სათანადო წესით დამოწმებული, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების პირი მეორე მეუღლის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების ან ქმედუუნაროდ ცნობის შესახებ, ანდა სასამართლოს განაჩენის პირი ან განაჩენის ამონაწერი იმის შესახებ, რომ მეორე მეუღლეს შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა არანაკლებ სამი წლისა.

2. შეტანილი განცხადების შესახებ იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანო აუწყებს პატიმრობაში მყოფ მეუღლეს ან ქმედუუნარო მეუღლის მეურვეს. უწყებაში უნდა განისაზღვროს პასუხის შეტყობინების ვადა იმის თაობაზე, არის თუ არა დავა ბავშვების შესახებ, მეუღლეთა საერთო თანასაკუთრების გაყოფაზე ან იმ შრომისუუნარო მეუღლის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდევინებაზე, რომელიც დახმარებას საჭიროებს. პასუხის შეტყობინების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.

3. თუ მიღებულია ცნობა იმის შესახებ, რომ დავა არ არსებობს, ან მითითებულ ვადაში პასუხი არ იქნა მიღებული, იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანო ახდენს განქორწინების რეგისტრაციას.�.

16. 1145-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�2. ფიქციური ქორწინების ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის აღძვრის უფლება აქვს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელ ტერიტორიულ ორგანოს, ხოლო თუ ერთ-ერთი მეუღლე დაქორწინდა ისე, რომ მიზნად არ ისახავდა ოჯახის შექმნას, ასეთი სარჩელის აღძვრა მეორე მეუღლესაც შეუძლია.�.

17. 1151-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

��� ��მუხლი 1151. ქორწინების რეგისტრაციის მნიშვნელობა

მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელ ტერიტორიულ ორგანოში რეგისტრირებული ქორწინება.�.

18. 1190-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�1. შვილის წარმოშობა ერთმანეთთან დაუქორწინებელი მშობლებისაგან დგინდება იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელ ტერიტორიულ ორგანოში მშობლების მიერ ერთობლივი განცხადების შეტანით.�.

19. 1217-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

��� ��მუხლი 1217. სასამართლოს განჩინება შვილის შესანახი სახსრების გადახდევინების შესახებ

თუ მოპასუხე იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელ ტერიტორიულ ორგანოში ბავშვის მშობლად არის ჩაწერილი ამ კოდექსის 1191-ე და 1192-ე მუხლების მიხედვით, სასამართლოს შეუძლია საქმის არსებითად განხილვამდე გამოიტანოს განჩინება შვილის შესანახი სახსრების გადახდევინების შესახებ.�.

20. 1244-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�1. შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილების რეგისტრაცია ხდება იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელ ტერიტორიულ ორგანოში გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით.

2. სასამართლო ვალდებულია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში აცნობოს თავისი გადაწყვეტილება იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელ ტერიტორიულ ორგანოს.�.

21. 1271-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�2. სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება შვილად აყვანის გაუქმების ან ბათილად ცნობის თაობაზე, ვალდებულია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების პირი 1 კვირის ვადაში გაუგზავნოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელ ტერიტორიულ ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანისა და შვილად აყვანის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.�.

��� მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის პირველი � მე-4 პუნქტებისა, ამოქმედდეს 2004 წლის 15 ნოემბრიდან.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი � მე-4 პუნქტები ამოქმედდეს 2005 წლის 1 მარტიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 24 ივნისი.

№179-რს