,,აბაშის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან მუნციპალური სოციალური პროგრამებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები აბაშის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 09/03/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/03/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 27/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.110.016243
9
09/03/2016
ვებგვერდი, 15/03/2016
010250000.35.110.016243
,,აბაშის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან მუნციპალური სოციალური პროგრამებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აბაშის მუნიციპალიტეტი
 
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9

2016 წლის 9 მარტი

აბაშა

,,აბაშის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან მუნციპალური სოციალური პროგრამებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,აბაშის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან მუნიციპალური სოციალური პროგრამებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 იანვრის №2 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 28/01/2016, სარეგისტრაციო კოდი: 0102500 00.35.110.016236) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული  ,,აბაშის  მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან  მუნიციპალური სოციალური პროგრამა  და  გაცემის  წესის“:

ა) მე-13 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამედიცინო მომსახურების პროგრამით ბენეფიციარებს დახმარება გაეწევათ წელიწადში ერთჯერ, ერთგვარ სამედიცინო მომსახურებაზე (მაგ.: მაღალ ტექნოლოგიური გამოკვლევა, გამოკვლევა, ქირურგიული მკურნალობა, ხხივური თერაპია და სხვა), გარდა 0-დან 5 წლის ასაკამდე ბავშვებისა, გადაუდებელი სტაციონარული სამედიცინო მომსახურების შემთხვევაში.“;

) მე-20 მუხლის მე-8 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ქვეპუნქტი:

„ბ) 0-დან 5 წლის ასაკამდე ბავშვებისათვის გადაუდებელი სტაციონარული სამედიცინო მომსახურება დაუფინანსებელ წილში განისაზღვროს:

ბ.ა) 50-დან 700 ლარამდე ღირებულების შემთხვევაში - 100%-ით;

ბ.ბ) 701-ლარიდან ზემოთ ღირებულების შემთხვევაში - 80%-ით, მაგრამ არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარისა.“;

) 25- მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საგარანტიო წერილის გამოყენების ვადა განისაზღვროს გაცემიდან 3 (სამი) თვის განმავლობაში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ქურდოვანიძე