„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №117 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №117 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 130
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 09/03/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/03/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 27/02/2020
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.016634
130
09/03/2016
ვებგვერდი, 09/03/2016
040030000.22.027.016634
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №117 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება  №130

2016 წლის 9 მარტი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის  სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №117 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №117 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 13.07.2012 წ., 040030000.22.027.016329) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 1. მე-7 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

 ბ) მე-2 პუნქტის:

ბ.ა) „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ.ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „თ) ბიომეტრიული დოკუმენტების პერსონალიზაციის ცენტრი (სამსახური);“;

ბ.გ) „ნ“ და „ო“  ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ.დ) „ჩ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჩ) ბუღალტრული აღრიცხვის სამსახური;“;

ბ.ე) „წ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-15 მუხლი ამოღებულ იქნეს.

3. 21-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. სამსახურის უფროსი ამავდროულად არის სააგენტოს მოქალაქეობის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.“.

4. 24-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

5. 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 27. ბიომეტრიული დოკუმენტის პერსონალიზაციის ცენტრი (სამსახური)

1. ბიომეტრიული დოკუმენტების პერსონალიზაციის ცენტრის მიზანია პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების პერსონალიზაციის პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფა.

2. ბიომეტრიული დოკუმენტების პერსონალიზაციის ცენტრის ძირითადი ამოცანაა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების პერსონალიზაცია და დაინტერესებული პირისათვის გადაცემა.

3. ცენტრის ფუნქციებია:

ა) პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის პერსონალიზაცია და დაინტერესებული პირისათვის გადაცემა;

ბ) გაცემულ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე აღნიშვნის „სტუდენტი“ და პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის უკონტაქტო მიკროსქემაზე სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაციის დატანა და პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის დაინტერესებული პირისათვის გადაცემა;

გ) საქართველოს მოქალაქის პასპორტის, საქართველოში სტატუსის მქონე  მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის სამგზავრო დოკუმენტის პერსონალიზაცია და დაინტერესებული პირისათვის გადაცემა;

დ) ბიომეტრიული მონაცემების შემცველი სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის პერსონალიზაცია და დაინტერესებული პირისათვის გადაცემა;

ე) ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის პერსონალიზაცია;

ვ) უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობის პერსონალიზაცია;

ზ)  სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის შენობის გარეთ მომსახურება (ადგილზე მომსახურება).“.

6. 28-ე მუხლის მე-3 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) პრობლემებისა და შესაძლებლობების თაობაზე მონაცემთა ხარისხის მართვის სამსახურისა და შიდა აუდიტის სამსახურის ანგარიშების პერიოდული გაცნობა;“. 

7. 31-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 31. მარკეტინგული კომუნიკაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

1. სამსახურის მიზანია ბრენდის განვითარებისა და სააგენტოს ცნობადობის ამაღლებით საზოგადოებაში სააგენტოს სათანადო პოზიციონირება, სააგენტოს პროდუქტებისა და მომსახურებების გაყიდვების მაქსიმიზაცია.

2. სამსახურის ძირითადი ამოცანებია:

ა) სააგენტოს ბრენდის მახასიათებლების განვითარება;

ბ) სააგენტოს თანამშრომლებთან, მომხმარებლებთან და პარტნიორებთან ბრენდის  სწორი არხებითა და საჭირო ინტენსივობით კომუნიკაცია;

გ) სააგენტოს საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება და მაღალი ცნობადობის მიღწევა;

დ) კორპორატიულ მომხმარებელთა ქსელისა და საცალო გაყიდვების არხების განვითარება და გაფართოება;

ე) არსებულ  კორპორატიულ მომხმარებლებთან გაყიდვების მაქსიმიზაცია;

ვ) კორპორატიულ მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების განვითარება;

ზ) ჯვარედინი გაყიდვების განვითარება;

თ) საცალო გაყიდვების წახალისება.

3. სამსახურის ფუნქციებია:

ა) ბრენდის განვითარების მეთოდოლოგიის ჩამოყალიბება;

ბ) ბრენდის მახასიათებლების განვითარების მიზნით კვლევითი სამუშაოების დაგეგმვა და ორგანიზება;

გ) ბრენდის მახასიათებლების განვითარების მიზნით იდეების გენერირება/მოგროვება, მათი ანალიზი და განხორციელების ორგანიზება;

დ) სააგენტოს საქმიანობის შესახებ ინფორმირებისა და ბრენდის განვითარების მიზნით სხვადასხვა ორგანიზაციებთან და კონტრაქტორებთან ურთიერთობების წარმართვა და კოორდინაცია;

ე) მარკეტინგული კომუნიკაციის კვარტალური ან წლიური გეგმის მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;

ვ) ბრენდის მახასიათებლების შესახებ თანამშრომელთა ინფორმირებისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელების ორგანიზება;

ზ) მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელების ორგანიზება;

თ) სააგენტოს ბრენდისთვის საზიანო ფაქტებსა და მოვლენებზე სათანადო რეაგირება;

ი) საზოგადოებას ურთიერთობისთვის საჭიროებების სისტემატური განსაზღვრა და განხორციელების ორგანიზება, საინფორმაციო კამპანიის დაგეგმვა და განხორციელება;

კ) სააგენტოს შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ანალიზი;

ლ) სააგენტოს საქმიანობის პროტოკოლური უზრუნველყოფა;

მ) სააგენტოში საზღვარგარეთის ქვეყნებისა  და საზღვარგარეთ  სააგენტოს დელეგაციების/წარმომადგენლების ვიზიტების ორგანიზაციული მხარდაჭერა;

ნ)  გაყიდვების მეთოდოლოგიის ჩამოყალიბება და განვითარება;

ო) გაყიდვების არხების შექმნის შესაძლებლობების კვლევა, ანალიზი და შესაბამისი წინადადებების ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;

პ) გაყიდვების გეგმის შემუშავება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;

ჟ) კორპორატიული მომხმარებლების კმაყოფილებისა და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარების მიზნით ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება;

რ) პოტენციური კორპორატიული მომხმარებლების მოძიება და მათთვის შეთავაზებების  ორგანიზება;

ს) გაყიდვების შედეგების ანალიზი და ინფორმაციის ხელმძღვანელობისთვის მიწოდება.“.

8. 32-ე და  33-ე მუხლები ამოღებულ იქნეს;     

9. 45-ე მუხლის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 45. ბუღალტრული აღრიცხვის სამსახური

1. ბუღალტრული აღრიცხვის სამსახურის მიზანია სააგენტოს სამეურნეო ოპერაციების აღრიცხვა.

2. ბუღალტრული აღრიცხვის სამსახურის ძირითადი ამოცანებია:

ა) სააგენტოს მიერ წარმოებული სამეურნეო ოპერაციების ფორმის შინაარსთან შესაბამისობაში აღრიცხვა, დადგენილი წესებით დოკუმენტირება და შენახვა;

ბ) კანონმდებლობით დადგენილი ანგარიშების ფორმების წარმოება და დადგენილ ვადებში შესაბამის უწყებებში  წარდგენა.

3. ბუღალტრული აღრიცხვის სამსახურის ფუნქციებია:

ა) პირველადი დოკუმენტების კანონმდებლობის შესაბამისად წარმოება;

ბ) ბუღალტრული ოპერაციების პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით აღრიცხვა;

გ) სააგენტოს ფინანსური მდგომარეობის შესახებ ანგარიშების მომზადება, ხელმძღვანელობისთვის და სხვა უფლებამოსილი უწყებებისთვის წარდგენა;

დ) სააგენტოს ახალი ტიპის ტრანზაქციებისათვის აღრიცხვის წესებისა და მიდგომების ჩამოყალიბება;

ე) ფინანსური ინფორმაციის/დოკუმენტების შენახვისა და დაცვისათვის საჭირო სამუშაოების ორგანიზება;

ვ) უფლებამოსილების ფარგლებში სხვადასხვა უწყებებთან ურთიერთობების კოორდინაცია და მართვა;

ზ) ნაღდი და უნაღდო ფულადი ოპერაციების/ტრანზაქციების დროული წარმოება შესაბამისი დოკუმენტების საფუძველზე;

თ) სააგენტოს თანამშრომელთა ხელფასების, პრემიებისა და სხვა განაცემების გაცემის ორგანიზება;

ი) სააგენტოს სალაროს მეურნეობის გაძღოლა კანონმდებლობის შესაბამისად;

კ) მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ხარჯვის მონიტორინგი;

ლ) სააგენტოს მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარების ორგანიზება.“.

10. 48-ე მუხლის ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი