,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 6 ივნისის №44 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 6 ივნისის №44 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 09
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 15/03/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016355
09
15/03/2016
ვებგვერდი, 16/03/2016
120340000.22.026.016355
,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 6 ივნისის №44 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №09

2016 წლის 15 მარტი

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 6 ივნისის №44 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 6 ივნისის №44 ბრძანებაში (ვებგვერდი, 120340000.22.026.016266, 09/06/2014) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

1. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის „ზ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ტექნიკისა და შეიარაღების აღრიცხვისა და ექსპლუატაციის სამმართველო;”.

2. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-7  და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ტექნიკისა და შეიარაღების აღრიცხვისა და ექსპლუატაციის სამმართველო  გენერალური  შტაბის J-4/8 დეპარტამენტის დაგეგმვის და/ან შესაბამისი მოთხოვნების საფუძველზე, ახორციელებს საქართველოს შეიარაღებული ძალების სარაკეტო-საარტილერიო, ჯავშანსატანკო, საავტომობილო, საჰაერო, საზღვაო, საინჟინრო-ქიმიური, სამხედრო-ტექნიკური, კავშირგაბმულობისა და სხვა მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფას, მათი მიღების, განთავსების და შენახვის ორგანიზებას, ექსპლუატაციის კონტროლს აღრიცხვასა და განაწილებას.

,,8. ტექნიკისა და შეიარაღების აღრიცხვისა და ექსპლუატაციის სამმართველოს ერთეულებია:

ა) სატრანსპორტო და ჯავშანსატანკო ტექნიკის აღრიცხვისა და ექსპლუატაციის განყოფილება, რომელიც J-4/8  დეპარტამენტის დაგეგმვის და/ან შესაბამისი მოთხოვნის  საფუძველზე ახორციელებს შეიარაღებული ძალების სატრანსპორტო საშუალებებით, ჯავშანტექნიკითა და მარაგ ნაწილებით დაკომპლექტების უზრუნველყოფას,  ტექნიკისა და სხვა სახის მატერიალური ფასეულობების  მიღება-განთავსების და შენახვის ორგანიზებას,  მათი ექსპლუატაციის კონტროლს, აღრიცხვას და განაწილებას;

ბ) შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების აღრიცხვისა და ექსპლუატაციის განყოფილება, რომელიც J-4/8  დეპარტამენტის  დაგეგმვის და/ან შესაბამისი მოთხოვნის  საფუძველზე ახორციელებს შეიარაღებული ძალების სარაკეტო-საარტილერიო სისტემებით, საბრძოლო მასალებით, სპეციალური შეიარაღებითა და დანადგარებით დაკომპლექტებას და მარაგების შექმნას. უზრუნველყოფს შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების მიღების, განთავსებისა და შენახვის ორგანიზებას, მათი ექსპლუატაციის კონტროლს, აღრიცხვას და განაწილებას;

გ) კავშირგაბმულობისა და რადიოლოკაციური სისტემების აღრიცხვის და ექსპლუატაციის  განყოფილება, რომელიც J-4/8  დეპარტამენტის და გენერალური შტაბის J-6  კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის დაგეგმვის და/ან შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე ახორციელებს კავშირგაბმულობის საშუალებების, სანავიგაციო სისტემების, ორგტექნიკისა და მარაგ ნაწილების მიღების,  განთავსებისა და შენახვის ორგანიზებას, მათი ექსპლუატაციის კონტროლს, აღრიცხვას და განაწილებას;

დ) მცურავი საშუალებებისა და საფრენი აპარატების აღრიცხვის განყოფილება, რომელიც J-4/8 დეპარტამენტის  დაგეგმვის და/ან შესაბამისი მოთხოვნის  საფუძველზე, ახორციელებს საქართველოს შეიარაღებული ძალების მცურავი საშუალებებით, საფრენი აპარატებითა და მარაგ ნაწილებით დაკომპლექტების უზრუნველყოფას, მატერიალური ფასეულობების მიღების, შენახვა-განთავსების ორგანიზებას, აღრიცხვასა და  განაწილებას;
 
ე) სამხედრო-ტექნიკური და საინჟინრო-ქიმიური შეიარაღების აღრიცხვის განყოფილება, რომელიც J-4/8 დეპარტამენტის დაგეგმვის და/ან შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე უზრუნველყოფს საქართველოს შეიარაღებული ძალების დაკომპლექტებას სამხედრო ტექნიკური ქონებით, საინჟინრო-ქიმიური შეიარაღების საშუალებებით, საბრძოლო მასალებით (მათ შორის რადიაციული გამოსხივების წყაროებით, ქიმიური მომწამლავი ნივთიერებებით) და მარაგ ნაწილებით. აგრეთვე, აწარმოებს მათი მიღების, შენახვა-განთავსების ორგანიზებას, აღრიცხვასა და განაწილებას. ასევე, კანონმდებლობის შესაბამისად, თანამშრომლობს სათანადო ორგანიზაციებთან სამხედრო სფეროში გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების ღონისძიებების ორგანიზებაში.”.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თავდაცვის მინისტრითინათინ ხიდაშელი