საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აზია-აფრიკის რეგიონსა და სხვა ქვეყნებთან ვაჭრობის განვითარების სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ნომერი 1-1/133
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 07/03/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/03/2016
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 010240070.22.024.016425
1-1/133
07/03/2016
ვებგვერდი, 10/03/2016
010240070.22.024.016425
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აზია-აფრიკის რეგიონსა და სხვა ქვეყნებთან ვაჭრობის განვითარების სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/133

2016 წლის 7 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აზია-აფრიკის რეგიონსა და სხვა ქვეყნებთან ვაჭრობის განვითარების სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

„საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2016  წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ო” ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,

ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აზია-აფრიკის რეგიონსა და სხვა ქვეყნებთან ვაჭრობის განვითარების სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები”.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 1 მარტიდან.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიდიმიტრი ქუმსიშვილი

საქართველოს  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს

აზია-აფრიკის რეგიონსა და სხვა ქვეყნებთან ვაჭრობის განვითარების სამსახურის მოხელეთა  დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

1. აზია-აფრიკის რეგიონსა და სხვა ქვეყნებთან ვაჭრობის განვითარების სამსახურის უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი განათლება  საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ან ეკონომიკური სპეციალობით;

ბ) საგარეო ვაჭრობის ან საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სფეროში მუშაობის არანაკლებ 4-წლიანი გამოცდილება, სასურველია ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ  1-წლიანი გამოცდილება;

გ) ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილების, საქართველოს მიერ გაფორმებული ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ეკონომიკური შეთანხმებების, საერთაშორისო სამართლის პრინციპების, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის სტრუქტურის, ფუნქციებისა და სამართლებრივი ბაზის, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის ზოგადი ცოდნა;

დ) ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;

ე) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების  კარგი ცოდნა -MS office Word, Excel, Power Point

2. აზია-აფრიკის რეგიონსა და სხვა ქვეყნებთან ვაჭრობის განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი განათლება  საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ან ეკონომიკური სპეციალობით;

ბ) სასურველია საგარეო ვაჭრობის ან საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სფეროში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;

გ) ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის,   ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილების, საქართველოს მიერ გაფორმებული ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ეკონომიკური შეთანხმებების, საერთაშორისო სამართლის პრინციპების, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის სტრუქტურის, ფუნქციებისა და სამართლებრივი ბაზის, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის ზოგადი ცოდნა;

დ) ინგლისური და  რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;

ე) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების  კარგი ცოდნა – MS office Word, Excel, Power Point.