დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/135 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 07/03/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/03/2016 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/03/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240070.22.024.016424 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (10/03/2016 - 05/08/2016)
|
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
|
„საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ო” ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები”. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 1 მარტიდან.
|
|
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს
საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები |
მუხლი 1. საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
ა) უმაღლესი განათლება საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ან ეკონომიკური სპეციალობით; ბ) საგარეო ვაჭრობის ან საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სფეროში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება; გ) ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საექსპორტო კონტროლს დაქვემდებარებული ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის საკითხთა გადაწყვეტის ზოგიერთ ღონისძიებებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 22 სექტემბრის №408 ბრძანებულების, ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილების, საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპების, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის სტრუქტურების, ფუნქციებისა და სამართლებრივი ბაზის, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის ზოგადი ცოდნა; დ) ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა, სასურველია ფრანგული და გერმანული ენების ცოდნა.
2. საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ან ეკონომიკური სპეციალობით; ბ) საგარეო ვაჭრობის ან საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სფეროში მუშაობის არანაკლებ 4-წლიანი გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება; გ) ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საექსპორტო კონტროლს დაქვემდებარებული ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის საკითხთა გადაწყვეტის ზოგიერთ ღონისძიებებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 22 სექტემბრის №408 ბრძანებულების, ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილების, საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპების, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის სტრუქტურების, ფუნქციებისა და სამართლებრივი ბაზის, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის ზოგადი ცოდნა; დ) ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა, სასურველია ფრანგული და გერმანული ენების ცოდნა. მუხლი 2. სავაჭრო მოლაპარაკებებისა და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განხორციელების კოორდინაციის სამმართველო
ა) უმაღლესი განათლება საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების, საერთაშორისო ურთიერთობების, სახელმწიფო მართვის, ბიზნესის მართვის ან ეკონომისტის სპეციალობით; ბ) საგარეო ვაჭრობის ან საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სფეროში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება. სასურველია ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის 6-თვიანი გამოცდილება; გ) ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის, საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპების, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ძირითადი და დამხმარე შეთანხმებების და გადაწყვეტილებების, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის ზოგადი ცოდნა; დ)სავაჭრო შეთანხმებების ძირითადი პრინციპების ცოდნა, მათ შორის, საქართველოს მიერ გაფორმებული სავაჭრო შეთანხმებების ცონდა; ე) ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა, სასურველია ფრანგული და გერმანული ენების ცოდნა; ვ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა – MS office Word, Excel, Power Point; ზ) მოლაპარაკებების უნარ-ჩვევების ფლობა.
ა) უმაღლესი განათლება საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების, საერთაშორისო ურთიერთობების, სახელმწიფო მართვის, ბიზნესის მართვის ან ეკონომისტის სპეციალობით; ბ) სასურველია საგარეო ვაჭრობის ან საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სფეროში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება; გ) ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის, საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპების, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ძირითადი და დამხმარე შეთანხმებების და გადაწყვეტილებების, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის ზოგადი ცოდნა; დ) სავაჭრო შეთანხმებების ძირითადი პრინციპების ცოდნა, მათ შორის, საქართველოს მიერ გაფორმებული სავაჭრო შეთანხმებების ცონდა; ე) ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა, სასურველია ფრანგული და გერმანული ენების ცოდნა; ვ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა – MS office Word, Excel, Power Point; ზ) მოლაპარაკებების უნარ-ჩვევების ფლობა.
მუხლი 3. ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ურთიერთობისა და პოლიტიკის სამმართველო 1. ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ურთიერთობისა და პოლიტიკის სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების, ვაჭრობის ან ეკონომიკური სპეციალობით; ბ) საგარეო ვაჭრობის ან საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სფეროში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება. სასურველია ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 6-თვიანი გამოცდილება; გ) ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 28-ე თავის, ,,საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილების, საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპების, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ძირითადი და დამხმარე შეთანხმებებისა და გადაწყვეტილებების, დსთ-ის მრავალმხრივი ეკონომიკური ხასიათის შეთანხმებებისა და დსთ-ის ქვეყნებთან საქართველოს მიერ გაფორმებული ორმხრივი შეთანხმებების ცოდნა; დ) ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა; ე) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. 2. ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ურთიერთობისა და პოლიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების, ვაჭრობის ან ეკონომიკური სპეციალობით; ბ) სასურველია საგარეო ვაჭრობის ან საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სფეროში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება; გ) ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილების, დსთ-ის ქვეყნებთან საქართველოს მიერ გაფორმებული ორმხრივი საერთაშორისო შეთანხმებების, საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპების, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის სტრუქტურის, ფუნქციებისა და სამართლებრივი ბაზისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის ზოგადი ცოდნა; დ) ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა, სასურველია ფრანგული და გერმანული ენების ცოდნა; ე) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები