დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 111 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/03/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/03/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.10.003.019176 |
|
„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში (სსმ, №168, 24/12/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილებით დამტკიცებული №2 დანართის (დებულება სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. სტაციონარულ დაწესებულებაში, „რეანიმაციული“ სერვისის წარმოების შემთხვევაში, რეანიმაციული საწოლების რაოდენობა არ უნდა იყოს სტაციონარული დაწესებულების საწოლების საერთო რაოდენობის 1/3-ზე მეტი.“. 2. დადგენილების №21 დანართით განსაზღვრული ცხრილის (სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობები): ა) საერთო სანებართვო პირობების: ა.ა) მე-20 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 201 პუნქტი:
ა.ბ) 23-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა.გ) 25-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა.დ) 27-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ბ) დამატებითი სანებართვო პირობების: ბ.ა) IV ნაწილის (ნეონატოლოგიური მომსახურების შემთხვევაში სტაციონარს დამატებით უნდა გააჩნდეს) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ბ.ბ) VII ნაწილის (ქირურგიული პროფილის მომსახურების შემთხვევაში სტაციონარს დამატებით უნდა გააჩნდეს) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ბ.გ) VIII (სამეანო-გინეკოლოგიური პროფილის მომსახურების შემთხვევაში სტაციონარს დამატებით უნდა გააჩნდეს) და VIII1 (სამეანო მომსახურების შემთხვევაში, სამეანო-გინეკოლოგიური პროფილის მომსახურების პირობებთან (ამ დანართის VIII ნაწილი) ერთად, დამატებით მოეთხოვებათ) ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ბ.დ) IX ნაწილის (რეანიმაციული მომსახურების შემთხვევაში სტაციონარს დამატებით უნდა გააჩნდეს) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
შესაბამისი ნებართვის მქონე სტაციონარულმა დაწესებულებებმა, ამ დადგენილების ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში, უზრუნველყონ ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ ცვლილებებთან შესაბამისობა ან ნებართვის გამცემს, სსიპ –
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს, 2016 წლის პირველ მაისამდე წარუდგინონ ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ ახალ ვალდებულებებთან შესაბამისობაში მოყვანის გეგმა-გრაფიკი, რომელიც უნდა მოიცავდეს გონივრულ ვადაში (მაგრამ არაუგვიანეს 2016 წლის 31 დეკემბრისა) შესაბამისი სპეციალისტებითა და აღჭურვილობით დაკმაყოფილების პირობებს.
|
| მუხლი 3 |
სტაციონარული დაწესებულების ნებართვის მაძიებელი ვალდებულია, უზრუნველყოს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული პირობების შესრულება დადგენილების ამოქმედებისთანავე.
|
| მუხლი 4 |
დადგენილება, გარდა პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. დადგენილების პირველი მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები