„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №406 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №406 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 110
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/03/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.019175
110
07/03/2016
ვებგვერდი, 10/03/2016
040030000.10.003.019175
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №406 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №110

2016 წლის 7 მარტი

   ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №406 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იური­დიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსა­ხუ­რის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის  2013  წლის  31 დეკემბრის №406 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, 040030000.10.003.01.017569) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში:

1. მე-2 მუხლის:

ა)  „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საერთაშორისო ანალოგებთან თავსებადი სტატისტიკური სტანდარტებისა და მეთოდოლოგიის შემუშავებისა და დანერგვის გზით სტატისტიკური მონაცემების ხარისხის უზრუნველყოფა;

დ) სტატისტიკური კლასიფიკაციების სისტემის ფორმირება და აქტუალიზება. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სტატისტიკური კლასიფიკატორებისა და სტანდარტების შემუშავება და საქსტატის საბჭოსთვის დასამტკიცებლად წარდგენა, თუ კანონმდებლობის შესაბამისად მათი შემუშავება და დამტკიცება სხვა ორგანოს ან თანამდებობის პირის უფლებამოსილებას არ განეკუთვნება;“;

ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ოფიციალური სტატისტიკის წარმოების მიზნით შეგროვებულ სტატისტიკურ და პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალობის უზრუნველყოფა, თუ ისინი იძლევა დაკვირვების ერთეულის იდენტიფიცირების საშუალებას, ან, თუ მათი მეშვეობით შესაძლებელია ამგვარი მონაცემების დადგენა.“.

2. მე-3 მუხლის:   

ა) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა და სასამართლოსათვის წარდგენა;“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე)  საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის მომზადება;“.

3. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.  საქსტატს ხელმძღვანელობს აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც იმავდროულად არის საქსტატის საბჭოსა და საქსტატის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე, თუ საქსტატის საბჭოს მიერ სხვა გადაწყვეტილება არ არის მიღებული.“.

4. მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის:

 ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მოსახლეობის საყოველთაო აღწერის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მეთოდოლოგიის შემუშავება და მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;“;

ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„ი) საქსტატის თანამშრომელთა თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება;“;

გ) „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის   ი1, ი2 და ი3 ქვეპუნქტები:

„ი1)   საქსტატის შინაგანაწესისა და  სტრუქტურული ერთეულების დებულებების დამტკიცება;

2) მოადგილეებს შორის საკურატორო სფეროების განაწილება;

3) კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში უფლებამოსილების დელეგირება საქსტატის თანამშრომელზე;“;

დ) „კ − მ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) საქსტატის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის საქსტატის საბჭოსათვის დასამტკიცებლად წარდგენა;

ლ) საქსტატის საბჭოს მიერ დამტკიცებული საქსტატის  საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენა;

მ) საქსტატის საბჭოს მიერ დამტკიცებული საქსტატის  საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის საჯაროობის უზრუნველყოფა;“;

ე) „ნ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. მე-5 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საბჭოს დანარჩენი ხუთი წევრი არ უნდა იყოს საჯარო მოსამსახურე. არსებულ ხუთ ვაკანტურ თანამდებობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ღია კონკურსის შედეგად შერჩეულ რვა კანდიდატურას, ხოლო თუ ვაკანტური თანამდებობა ხუთზე ნაკლებია − არსებული ვაკანტური თანამდებობების ჯამურ რაოდენობაზე არანაკლებ ერთით მეტ კანდიდატურას.“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ამ დებულების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საბჭოს წევრების უფლებამოსილების ვადაა ოთხი წელი.“;

გ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9. საქსტატის საბჭოს წევრთა საქმიანობა არ ანაზღაურდება.“.

6. მე-6 მუხლის:

ა) „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სტატისტიკური საქმიანობისას გამოსაყენებელი სტატისტიკური კლასიფიკატორების პროექტების, სტანდარტებისა და მეთოდოლოგიის განხილვა, რეკომენდაციების მომზადება და დამტკიცება, თუ კანონმდებლობის შესაბამისად, მათი დამტკიცება სხვა ორგანოს ან თანამდებობის პირის უფლებამოსილებას არ განეკუთვნება, ან საერთაშორისო სტანდარტებისა და მეთოდოლოგიის აღიარება;

დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის თაობაზე  გადაწყვეტილების მიღება;“;

ბ) „ვ“  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მიერ წარდგენილი საქსტატის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის განხილვა და დამტკიცება;“.

7.  III თავის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის თავი III1:

„თავი III1

საქსტატის საკონსულტაციო ორგანო

მუხლი 61. საქსტატის მრჩეველთა საბჭო

1. საქსტატთან ფუნქციონირებს მრჩეველთა საბჭო.

2. მრჩეველთა საბჭოს წევრებს აღმასრულებელი დირექტორის უფლებამოსილების ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს  აღმასრულებელი დირექტორი.

3. მრჩეველთა საბჭო შედგება არანაკლებ 8  წევრისაგან.

4. საქსტატის საბჭოს გადაწყვეტილებით, საქსტატის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ შეიძლება აირჩეს საქსტატის საბჭოს ის წევრი, რომელიც არ არის საჯარო მოსამსახურე.

5. მრჩეველთა საბჭოს წევრობისათვის სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები, საქმიანობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურები განისაზღვრება მრჩეველთა საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს აღმასრულებელი დირექტორი.

6. მრჩეველთა საბჭოს წევრთა საქმიანობა არ ანაზღაურდება.

 მუხლი 62. საქსტატის მრჩეველთა საბჭოს ფუნქციები

1. მრჩეველთა საბჭოს ფუნქციებია:

ა) საქსტატისათვის სტატისტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა და  კომპეტენციის ფარგლებში რეკომენდაციების წარდგენა;

ბ) სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის პროექტის ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება;

გ) სტატისტიკური საქმიანობისას გამოსაყენებელი სტატისტიკური სტანდარტებისა და მეთოდოლოგიის მეცნიერული ანალიზი და საქსტატის საბჭოსათვის რეკომენდაციების მომზადება;

დ) სტატისტიკურ საქმიანობაში თანამედროვე მეთოდების განხილვა, აგრეთვე სტატისტიკური  მეთოდოლოგიის სრულყოფასთან დაკავშირებით საქსტატის საბჭოს კონსულტირება და წინადადებების წარდგენა;

ე) „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საბჭოს დებულებით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა.

2. მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილებას აქვს სარეკომენდაციო ხასიათი.“.

8.  მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 7.  საქსტატის სტრუქტურა

1. საქსტატი თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს სტრუქტურული ერთეულების − სამმართველოებისა და ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით.

2. საქსტატის სამმართველოებია:

ა) აღმასრულებელი დირექტორის აპარატი (სამმართველო); 

ბ) ადმინისტრაციული სამმართველო;

გ) შიდა აუდიტის სამმართველო;

დ) ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველო;

ე) ეროვნული ანგარიშების სამმართველო;

ვ) ბიზნესსტატისტიკის სამმართველო;

ზ) ფასების სტატისტიკის სამმართველო;

თ) სოციალური სტატისტიკის სამმართველო;

ი)  სოფლის მეურნეობისა და გარემოს სტატისტიკის სამმართველო;

კ) მოსახლეობის აღწერისა და დემოგრაფიული სტატისტიკის სამმართველო;

ლ)  საგარეო ვაჭრობისა და უცხოური ინვესტიციების სტატისტიკის სამმართველო.

3.  საქსტატის ტერიტორიული ორგანოებია:

ა) სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თბილისის სტატისტიკის ბიურო;

ბ) სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თელავის სამმართველო;

გ) სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გორის სამმართველო;

დ) სტატისტიკის ეროვნული სამსახურის რუსთავის სამმართველო;

ე) სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბორჯომის სამმართველო;

ვ) სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ქუთაისის სამმართველო;

ზ) სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ფოთის სამმართველო;

თ) სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბათუმის სამმართველო.

4. საქსტატის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი.

5. საქსტატის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი უშუალოდ ექვემდებარება საქსტატის აღმასრულებელ დირექტორს და კურატორ მოადგილეს.

6. საქსტატის სტრუქტურული ერთეულის  ხელმძღვანელი:

ა) ანაწილებს მოვალეობებს დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლებს შორის და აკონტროლებს მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

ბ) აღმასრულებელ დირექტორს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის მუშაობის ორგანიზებისა და თანამშრომელთა წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების თაობაზე;

გ) პასუხისმგებელია თავის სტრუქტურულ ერთეულში შემავალი საკითხების გადაწყვეტასა და ორგანიზებაზე;

დ) კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს განცხადებებს, საჩივრებს, სხვა კორესპონდენციას;

ე) ასრულებს აღმასრულებელი დირექტორის ან კურატორი მოადგილის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს.“.

9. მე-8 მუხლი ამოღებულ იქნეს.

10. მე-9 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მეორე პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის  „ვ1“ ქვეპუნქტი:

„ვ1) საქსტატის სისტემაში არსებულ შესაბამის დოკუმენტებზე საიდუმლოების რეჟიმის დაცვა;“;

გ) მესამე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქსტატის საქმიანობის ფარგლებში საქსტატის თანამშრომელთა მიერ შესრულებული სამუშაოს კონტროლი და შესაბამისი დასკვნების ან/და რეკომენდაციების მომზადება;“;

დ) მესამე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის  „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი.“;

ე) მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

გ) ენერგეტიკული ბალანსის წარმოება.“;

ვ)  მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. მოსახლეობის აღწერისა და დემოგრაფიული სტატისტიკის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) მოსახლეობის საყოველთაო აღწერის, აგრეთვე აღწერათაშორის პერიოდში შერჩევითი სოციალურ-დემოგრაფიული გამოკვლევების დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება;

ბ) მოსახლეობის ბუნებრივი და მექანიკური მოძრაობის ამსახველ პირველად მონაცემთა შეგროვება, დამუშავება და ანალიზი;

გ) დემოგრაფიულ სფეროს მიკუთვნებული სხვა სტატისტიკური გამოკვლევების დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება.“;

ზ) მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის  მე-12 და მე-13 პუნქტები:

„12. საქსტატის ტერიტორიული ორგანოების ძირითადი ფუნქციებია:

ა) სოციალური, დემოგრაფიული, ეკონომიკური და ბუნებრივი გარემოს მდგომარეობის ამსახველი მონაცემების შეგროვება, დამუშავება და შენახვა;

ბ) შეგროვებული კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის უზრუნველყოფა;

გ) სტატისტიკური მონაცემთა ბაზებისა და ინფორმაციული ბანკების ფორმირება;

დ) სტატისტიკური დაკვირვების ფორმების გაგზავნის უზრუნველყოფა საქსტატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის, უწყებრივი არქივისათვის მათი შემდგომი ჩაბარების მიზნით;

ე) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

13. საქსტატის ტერიტორიული ორგანოების სამოქმედო არეალი განისაზღვრება საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის ბრძანებით.“.

11. მე-10 მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება, გარდა პირველი მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 
მუხლი 3
დადგენილების პირველი მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2018 წლის პირველი იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი