დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ხობის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 12 |
დოკუმენტის მიმღები | ხობის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 07/03/2016 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/03/2016 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.106.016195 |
|
„ხობის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 69-ე და მე-80 მუხლების, „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 25 თებერვლის №293 დადგენილების, „საქართველოში ფეხბურთის განვითარების (2016-2020წწ.) სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 თებერვლის №107 დადგენილების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
„ხობის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის №30 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/01/2015, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.106.016179) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
ა)
518.5 ათასი ლარით იზრდება ბიუჯეტის შემოსავლები, კერძოდ: შემოსავალი მუხლიდან „გრანტები“ (საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი); |
ბ)
448,3 ათასი ლარით მცირდება ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯები, კერძოდ: 432,4 ათასი ლარით ქვეპროგრამის ,,ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი ,,კოლხეთის" ხელშეწყობის ღონისძიებები“ (პროგრამული კოდი 05 01 02) ასიგნება, ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი ,,კოლხეთის" სუბსიდია, 15,9 ათასი ლარით ქვეპროგრამის ,,ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობა“ (პროგრამული კოდი 05 01 04) ასიგნება, ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი ,,კოლხეთის" სუბსიდია; |
გ)
ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებებით მხარჯავი დაწესებულებებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტით გამოყოფილ ასიგნებებში ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებს შორის განხორციელებულია შემდეგი გადანაწილებები: |
გ.ა)
„ხობის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 8 თებერვლის №01-33-02 ბრძანების შესაბამისად, მგლის 6 და ტურის 10 ინდივიდის ბუნებიდან ამოღების ღონისძიებების დაფინანსების მიზნით, შემცირდა ხობის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი (პროგრამული კოდი 01 03) 2,48 ათასი ლარით და 2,48 ათასი ლარი მიიმართა პროგრამის ,,მოსახლეობის სოციალური და საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობა“ (პროგრამული კოდი 06 06) ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,სხვა დანარჩენ საქონელსა და მომსახურებაზე გაწეული დანარჩენი ხარჯი“ ასიგნებაზე. |
გ.ბ)
„ხობის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთისათვის“ დამტკიცებული ასიგნებების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებს შორის გადანაწილების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 9 თებერვლის №01-37-02 ბრძანების შესაბამისად, ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ ,,კოლხეთისათვის“ ხობის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით დამტკიცებულ ასიგნებებში 4600,0 ლარით შემცირდა ,,საქონელი და მომსახურების“ ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,სხვა დანარჩენ საქონელსა და მომსახურებაზე გაწეული დანარჩენი ხარჯი“ ასიგნება და 4565,0 ლარით გადიდდა ,,საქონელი და მომსახურების“ ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურება“ ასიგნება, 35,0 ლარით გადიდდა ,,საქონელი და მომსახურების“ ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,სხვა დანარჩენ საქონელსა და მომსახურებაზე გაწეული დანარჩენი ხარჯი“ ასიგნება; |
გ.გ)
„ხობის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 10 თებერვლის №01-39-02 ბრძანების შესაბამისად, ქ. ხობში ცოტნე დადიანის ქუჩაზე საგადასახადო შენობის ფასადის, მიმდებარე ტერიტორიის, ბილბორდის, წარწერების, სკვერისა და დეკორატიული ღობის სარემონტო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის დაფინანსების მიზნით, შემცირდა ხობის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი (პროგრამული კოდი 01 03) 1,0 ათასი ლარით და 1,0 ათასი ლარი მიიმართა ქვეპროგრამის ,,მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქტივების რეაბილიტაცია“ (პროგრამული კოდი 03 02 03) ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,სხვა დანარჩენ საქონელსა და მომსახურებაზე გაწეული დანარჩენი ხარჯი“ ასიგნებაზე. |
გ.დ)
„ხობის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 10 თებერვლის №01-40-02 ბრძანების შესაბამისად, ქ. ხობში კულტურის სახლის წინ მდებარე სკვერის სარემონტო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის დაფინანსების მიზნით, შემცირდა ხობის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი (პროგრამული კოდი 01 03) 0,17 ათასი ლარით და 0,17 ათასი ლარი მიიმართა ქვეპროგრამის ,,მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქტივების რეაბილიტაცია“ (პროგრამული კოდი 03 02 03) ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,სხვა დანარჩენ საქონელსა და მომსახურებაზე გაწეული დანარჩენი ხარჯი“ ასიგნებაზე. |
გ.ე)
„ხობის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 10 თებერვლის №01-41-02 ბრძანების შესაბამისად, ქ. ხობში ცოტნე დადიანის ქუჩა №185-ში მდებარე ადმინისტრაციული შენობის შესასვლელი კარების სარემონტო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის დაფინანსების მიზნით, შემცირდა ხობის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი (პროგრამული კოდი 01 03) 0,1 ათასი ლარით და 0,1 ათასი ლარი მიიმართა ქვეპროგრამის ,,მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქტივების რეაბილიტაცია“ (პროგრამული კოდი 03 02 03) ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,, შენობა-ნაგებობების მიმდინარე რემონტის ხარჯი“ ასიგნებაზე. |
გ.ვ)
„ხობის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 10 თებერვლის №01-42-02 ბრძანების შესაბამისად, ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულის შენობის სარეაბილიტაციო და ეზოს შემოკავების სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის დაფინანსების მიზნით, შემცირდა ხობის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი (პროგრამული კოდი 01 03) 1,6 ათასი ლარით და 1,6 ათასი ლარი მიიმართა ქვეპროგრამის ,,მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქტივების რეაბილიტაცია“ (პროგრამული კოდი 03 02 03) ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,არაფინანსური აქტივების ზრდა“ ასიგნებაზე. |
გ.ზ)
„ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის ხობის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებს შორის გადანაწილების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 15 თებერვლის №01-49-02 ბრძანების შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის 2016 წლის ადგილობრივ ბიუჯეტით დამტკიცებულ ასიგნებებში 294,0 ლარით შემცირდა ,,ტრანსპორტის, ტექნიკისა და იარაღის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის ხარჯების“ ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,საწვავ/საპოხი მასალების შეძენის ხარჯი“ ასიგნება, 100,0 ლარით შემცირდა ,,ტრანსპორტის, ტექნიკისა და იარაღის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის ხარჯები“-ს ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,ექსპლოატაციის, მოვლა-შენახვის და სათადარიგო ნაწილების შეძენის ხარჯი“ ასიგნება და 394,0 ლარით გადიდდა ,,საქონელი და მომსახურების“ ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,სხვა დანარჩენ საქონელსა და მომსახურებაზე გაწეული დანარჩენი ხარჯი“ ასიგნება. |
გ.თ)
„ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის ხობის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებს შორის გადანაწილების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 24 თებერვლის №01-60-02 ბრძანების შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის 2016 წლის ადგილობრივ ბიუჯეტით დამტკიცებულ ასიგნებებში 1,0 ათასი ლარით შემცირდა ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,შრომის ანაზღაურება“ ასიგნება და 1,0 ათასი ლარით გადიდდა ,,სოციალური უზრუნველყოფა“-ს ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,სოციალური დახმარება“ ასიგნება. |
გ.ი)
„ხობის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანებისათვის“ დამტკიცებული ასიგნებების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებს შორის გადანაწილების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 26 თებერვლის №01-66-02 ბრძანების შესაბამისად, ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანებისათვის“ 2016 წლის ადგილობრივ ბიუჯეტით დამტკიცებულ ასიგნებებში 5,83 ათასი ლარით შემცირდა ,,საქონელი და მომსახურების“ ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,რბილი ინვენტარი“ ასიგნება და 5,83 ათასი ლარით გადიდდა ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,შრომის ანაზღაურება“ ასიგნება. |
გ.კ)
„ხობის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 26 თებერვლის №01-67-02 ბრძანების შესაბამისად, საჯიჯაოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჯაპიშაქარში არსებული ცხაურის სარემონტო სამუშაოების დაფინანსების მიზნით, შემცირდა ხობის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი (პროგრამული კოდი 01 03) 1,5 ათასი ლარით და 1,5 ათასი ლარი მიიმართა ქვეპროგრამის ,,გზების მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა“ (პროგრამული კოდი 03 01 01) ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,სხვა დანარჩენ საქონელსა და მომსახურებაზე გაწეული დანარჩენი ხარჯი“ ასიგნებაზე. |
გ.ლ)
„ხობის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 26 თებერვლის №01-68-02 ბრძანების შესაბამისად, ბიის ადმინისტრაციულ ერთეულში წყალმომარაგების ქსელის მეწყრული პროცესებით დაზიანებული მონაკვეთის სარემონტო სამუშაოების დაფინანსების მიზნით, შემცირდა ხობის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი (პროგრამული კოდი 01 03) 1,4 ათასი ლარით და 1,4 ათასი ლარი მიიმართა ქვეპროგრამის ,,წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია“ (პროგრამული კოდი 03 02 02) ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,სხვა დანარჩენ საქონელსა და მომსახურებაზე გაწეული დანარჩენი ხარჯი“ ასიგნებაზე. |
გ.მ)
„ხობის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 4 მარტის №01-75-02 ბრძანების შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისთვის“ დამტკიცებულ საკუთარი შემოსულობების ასიგნებებში 490,0 ლარით შემცირდა ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,შრომის ანაზღაურება“ ასიგნება, 105,0 ლარით შემცირდა ,,საქონელი და მომსახურების“ ,,ოფისის ხარჯების“ ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,კავშირგაბმულობის ხარჯი“ ასიგნება და 595,0 ლარი მიიმართა ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,სხვა კრედიტორული დავალიანებები“ ასიგნებაზე. |
დ)
გამოთავისუფლებული 448,3 ათასი ლარი და შემოსულობების ზრდით მიღებული ასიგნებები 518,5 ათასი ლარი (ცენტრალური ბიუჯეტი), სულ 966,8 ათასი ლარი მიიმართება შემდეგ ღონისძიებათა დასაფინანსებლად: |
დ.ა)
პრიორიტეტის ,,კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები“ (პროგრამული კოდი 01 00) ასიგნებებზე 448,3 ათასი ლარი, კერძოდ: |
დ.ა.ა)
448,3 ათასი ლარი ქვეპროგრამის ,,ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელშეწყობა“ (პროგრამული კოდი 05 01 05) ასიგნებებზე, აქედან: 448,3 ათასი ლარი - მუხლის ,,გრანტები“ ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,გრანტები სხვა დონის სახელმწიფო ერთეულებს“ ასიგნებაზე, ა(ა)იპ ,,ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის“ გრანტი; |
დ.ბ)
პრიორიტეტის ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაციის (პროგრამული კოდი 03 00) ასიგნებებზე 518,5 ათასი ლარი, კერძოდ: |
დ.ბ.ა)
518,5 ათასი ლარი პროგრამის ,,სარწყავი არხებისა და ნაპირსამაგრი ჯებირების მშენებლობა-რეაბილიტაცია“ (პროგრამული კოდი 03 04) ასიგნებებზე, აქედან: 518,5 ათასი ლარი - ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,არაფინანსური აქტივების ზრდა“ ასიგნება. |
მუხლი 2 |
ამ დადგენილების პირველი მუხლის გათვალისწინებით, დადგენილების დანართი (ხობის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი) ჩამოყალიბდეს თანდართული სახით. |
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
ხობის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი
|
თავი I
ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მაჩვენებლები |
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 3.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 9163.3 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები გადასახადებიდან 3450.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 5288.7 ათასი ლარით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 424.6 ათასი ლარით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 6522.8 ათასი ლარით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება, მათ შორის: |
ა)
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 3604.7 ათასი ლარით, თანდართული რედაქციით:
|
ბ)
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 421.9 ათასი ლარით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული ფორმით:
|
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო -542.3 ათასი ლარით. |
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
1.
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ზრდა 0 -ით. |
2.
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 743.3 -ით. |
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
1.
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ზრდა 0-ით. |
2.
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების კლება 201.0 ათასი ლარით. |
მუხლი 13.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 80.0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილებების შესაბამისად. |
მუხლი 14.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერი 220.0 ათასი ლარი მიიმართოს: |
ა)
,,საზოგადოებრივი ჯამრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 94.9 ათასი ლარი; |
ბ)
,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და ,,სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 120.1 ათასი ლარი; |
გ)
,,სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ და ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 5,0 ათასი ლარი. |
მუხლი 15.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
თავი II
ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 16.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
1.
თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება (პროგრამული კოდი 02 00)
თავდაცვისუნარიანობის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტში ხორციელდება სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის, წვევამდელთა სამედიცინო შემოწმებისა და ტრანსპორტირების ღონისძიებები. |
ა)
ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 03)
პროგრამით ხორციელდება მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა, წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. |
2.
ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00)
მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება ქალაქში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების, ასფალტის საფარიანი გზების მოვლა–შენახვა, ტროტუარების რეაბილიტაცია, ქალაქის სკვერებისა და პარკების, ქუჩებისა და მოედნების დასუფთავების ღონისძიებები, გარე განათების მოვლა-შენახვა. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. |
ა)
საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (გზები და ხიდები) (პროგრამული კოდი 03 01); |
ა.ა)
გზების მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01 01)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული ცენტრალური გზების მდგომარეობის შენარჩუნება და შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია. პერსპექტივაში ამ მიმართულებით გაგრძელდება ასიგნებების გამოყოფა. |
ა.ბ)
ხიდების, ხიდ-ბოგირების მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01 02)
ხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული ხიდ-ბოგირების მდგდომარეობის ექსპლოატაცია-რეაბილიტაცია. სათანადო რესურსების შემთხვევაში ამ კუთხით ასიგნებები კვლავ გამოიყოფა. |
ბ)
კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 02); |
ბ.ა)
გარე განათება (პროგრამული კოდი 03 02 01)
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია, შპს ,,ხობი დასუფთავება და განათება“ უზრუნველყოფს გარე განათების მოვლა-შენახვის ღონისძიებების განხორციელებას; |
ბ.ბ)
წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 02)
მომავალ წლებში გათვალისწინებული იქნება სოფლების წყალმომარაგების პრობლემების მნიშვნელოვანწილად გადაჭრა. |
ბ.გ)
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქტივების რეაბილიტაცია და ახლის მშენებლობა (პროგრამული კოდი 03 02 03)
პერსპექტივაში კვლავ გრძელდება საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია. |
ბ.დ)
სანიაღვრე არხების მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 04)
რეგიონის ჭარბნალექიანობიდან გამომდინარე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სანიაღვრე არხების მოწყობა-რეაბილიტაციის საკითხებს. |
ბ.ე)
დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 05)
შპს ,,ხობი დასუფთავება და განათება“ უზრუნველყოფს ქალაქის სკვერებისა და პარკების მოვლა-შენახვისა და დასუფთავების ღონისძიებების განხორციელებას, გააჩნია შესაბამისი ტექნიკა, 2016 წლისათვის გამოყოფილია სულ 321.5 ათასი ლარის ასიგნება. |
გ)
სარწყავი არხებისა და ნაპირსამაგრი ჯებირების მშენებლობა-რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 04)
მუნიციპალიტეტისათვის ამ მეტად პრობლემური საკითხის გადაწყვეტაში საჭირო იქნება ცენტრალური ბიუჯეტიდან სათანადო სახსრების გამოყოფა. |
დ)
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა (პროგრამული კოდი 03 05)
პროექტი ხორციელდება სოფლის მოსახლეობის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ მიმართულებებზე, გამოკვეთილია გზები, სანიაღვრე არხები და წყალმომარაგების სისტემები. |
3.
განათლება (პროგრამული კოდი 04 00)
ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრი"-ს მეშვეობით მუნიციპალიტეტი ახორციელებს სკოლისგარეშე მუშაობის ორგანიზებას მომავალ თაობასთან, ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის პროფესიული სწავლების ცენტრი"–ს მეშვეობით ხორციელდება ახალგაზრდობის პროფორიენტაციის პროგრამა. დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი არის სკოლამდელი განათლება, რაც თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებას განეკუთვნება და შესაბამისად ერთ–ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. |
ა)
სკოლამდელი განათლების დაფინანსება (პროგრამული კოდი 04 01)
მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანება“, რომელიც აერთიანებს 29 საბავშვო ბაღს, სადაც განათლებას იღებს 1092-მდე ბავშვი. ხორციელდება ღონისძიებები საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსებაზე, მათ რეაბილიტაციაზე და მატერიალურ–ტექნიკური ბაზის განახლებაზე. |
ბ)
მოსწავლე–ახალგაზრდობის კლასგარეშე და სკოლის გარეშე მუშაობის ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 04 03)
ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის" მეშვეობით მუნიციპალიტეტი ახორციელებს სკოლისგარეშე მუშაობის ორგანიზებას მომავალ თაობასთან, ხორციელდება სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესების და მასობრივი მუშაობის საინფორმაციო მეთოდური უზრუნველყოფა, სხვადასხვა სახის სასწავლო, შემეცნებითი, სახელოვნებო კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობა, ტურების, ფესტივალების მოწყობა და ნიჭიერ მოზარდთა გამოვლენა. ინტელექტუალური, სახელოვნებო, სასპორტო და სხვა მიმართულებებით ჩამოყალიბებული სექციებისა და ჯგუფების მუშაობის უზრუნველყოფა. |
გ)
პროფესიული სწავლება (პროგრამული კოდი 04 04)
ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის პროფესიული სწავლების ცენტრის" ლიკვიდაციის პროცესი. |
4.
კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 00)
მუნიციპალიტეტი ამ პროგრამის მეშვეობით ახდენს სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, ახორციელებს კულტურულ, სპორტულ და სხვა ღონისძიებებს, მათ შორის, სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობ და სანახაობრივ ღონისძიებებს. ხელს უწყობს საზოგადოებაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას, წარმატებული სპოტსმენების წახალისებას, ნიჭიერ ბავშვებს და ახალგაზრდებს მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლენაში. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებების დაფინანსება. იზრდება ჩატარებული კულტურული ღონისძიებების რაოდენობა და ახალგაზრდობის ჩართულობა კულტურულ ღონისძიებებში. პროგრამის ფარგლებში ხორციელდება ისტორიული ძეგლების მონიტორინგი, საჭირო შემთხვევაში არქეოლოგიური კუთხით სადაზვერვო სამუშაოების წარმოებისათვის. |
ა)
სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება: |
ა.ა)
სპორტული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 01 01)
ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტის მასშტაბით სპორტის სხვადასხვა სახეობებში ტურნირების ჩატარება, სპორტში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა, სპორტის სახეობების პოპულარიზაცია და განვითარების ხელშეწყობა. |
ა.ბ)
ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ ,,კოლხეთის" ხელშეწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 01 02)
ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ ,,კოლხეთის“ სუბსიდირება, უზრუნველყოფს სპორტის უმნიშვნელოვანესი სახეობის ფეხბურთის პოპულარიზაციას და გუნდის მომზადებას საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობისათვის. |
ა.გ)
სტადიონების მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვის ხარჯები (პროგრამული კოდი 05 01 03)
ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება ქალაქსა და სოფლებში არსებული მარტივი ტიპის მოედნების ექპლოატაცია და რეაბილიტაცია. |
ა.დ)
ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01 04)
ქვეპროგრამის ფარგლებში ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სადაც 11 ასაკობრივ ჯგუფში გაერთიანებულია 216 ბავშვი, რომლებიც მონაწილეობას იღებენ სამეგრელოს, იმერეთისა და გურიის რეგიონების ტურნირებში, ხდება ამ ტურნირების დაფინანსება. |
ა.ე)
ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01 05)
ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ ,,კოლხეთის“, ბავშვთა ფეხბურთისა და სპორტული ღონისძიებებისათვის გრანტის გაცემა. |
ბ)
კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02)
მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში ხორციელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის, სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. |
ბ.ა)
კულტურის ცენტრი (პროგრამული კოდი 05 02 01)
ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი“, რომელიც აერთიანებს 13 ბიბლიოთეკას, 3 მუზეუმს, 7 სასოფლო კლუბსა და 3 კულტურის სახლს. ცენტრი ხელს უწყობს ქართული ფოლკლორის განვითარებას, ატარებს სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებს და უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის შემოქმედებითი კოლექტივების მონაწილეობას სხვადასხვა ღონისძიებებში და ხალხური შემოქმედების ნაწარმოებების გამოფენას. |
ბ.ბ)
ძეგლთა დაცვის ხარჯები (პროგრამული კოდი 05 02 02)
ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება ისტორიული ძეგლების მონიტორინგი, საჭირო შემთხვევაში არქეოლოგიური კუთხით სადაზვერვო სამუშაოების წარმოებისათვის, წარმოებს გამოფენების ორგანიზება. |
ბ.გ)
კულტურული მემკვიდრეობის ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 03)
ქვეპროგრამის ფარგლებში ტარდება ხობის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის მონაწილეობით ადგილობრივი ფოლკლორის, ხალხური ტრადიციების გამოვლენისა და პოპულარიზაციის მიზნით კონკურსები, გათვალისწინებულია მოეწყოს მეგრული ფოლკლორისა და რეწვის საღამო. სსიპ ,,ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს“ გამოეყო გრანტი 12,0 ათასი ლარი, რითაც იქმნება სალოტბარო სკოლა, ხელი შეეწყობა ქართული სიმღერებისა და საგალობლების შესწავლას და შენარჩუნებას. |
ბ.დ)
ტელე-რადიომაუწყებლობა და საგამომცემლო საქმიანობა (პროგრამული კოდი 05 02 04)
ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი სუბსიდირებას უწევს შ.პ.ს. ,,ხობის მოამბეს“, რითაც ხელი ეწყობა მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდებას მუნიციპალიტეტსა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. |
გ)
ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 03)
პროგრამის ფარგლებში ხორციელდება სხვადასხვა ღონისძიებები, მხარეთმცოდნეობის კუთხით ლაშქრობების მოწყობა, ახალგაზრდული დღეების გამართვა, ექსკურსიების მოწყობა, ახალგაზრდობისათვის სხვადასხვა თემატურ საკითხებზე შეხვედრების მოწყობა, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდობის ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში. |
დ)
რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 04)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ხობის ხარების დედათა მონასტრის ფინანსური მხარდაჭერა. |
5.
მოსახლეობის ჯანმრთელობისა დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00)
მოსახლეობის ჯამრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში ახორციელებს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას, ერთიანი სახერლმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება. |
ა)
საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01)
პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ: გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა და კონტროლის ღონისძიებები (პირველადი ეპიდკვლევის განხორციელება; ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების დაგეგმვა; დაავადებების პირველადი ღონისძიებები; ლაბორატორიული სინჯის აღება). იმუნოპროფილაქტიკის დაგეგმვა, განხორციელება, საინფორმაციო სისტემის უზრუნველყოფა (იმუნოპროფილაქტიკის მონაცემთა რუტინული დამუშავება, ანალიზი, შეფასება, დაზუსტება და ანგარიშგება დადგენილი წესის მიხედვით. ვაქცინათა, სხვა ასაცრელი მასალის და ცივი ჯაჭვის ინვენტარის საჭიროების განსაზღვრა მუნიციპალიტეტისათვის დადგენილი წესის მიხედვით. იმუნოპროფილაქტიკის ლოჯისტიკის უზრუნველყოფა (ვაქცინათა, სხვა ასაცრელი მასალის 1 თვის მარაგის შექმნა მუნიციპალიტეტში); (ვაქცინათა, სხვა ასაცრელი მასალის მიღება, რეგისტრაცია, გაცემა მუნიციპალიტეტის პჯდ დაწესებულებებისათვის დადგენილი წესის მიხედვით; ,,ცივი ჯაჭვის" ფუნქციონირების უზრუნველყოფა). მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადამტანების ფაუნის გავრცელების შესწავლა/დადგენა (წყალსატევების პასპორტიზაცია დადგენილი წესის მიხედვით და გადამტანების არსებობის დადგენა სეზონის განმავლობაში). პრევენციული და კონტროლის ღონისძიებები (წყალსატევებში გამბუზიის გავრცელება ყოველწლიურად და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება, მათ შორის, გადამტანების წინააღმდეგ ბრძოლა). პარაზიტული დაავადებების პირველადი ეპიდკვლევა (მალარიის სკრინინგული კვლევა კერებში და კერის გარშემო; სხვა პარაზიტული და ჰელმინთური დაავადებების სკრინინგული კვლევა. დაავადებების დიაგნოსტიკა, პროფილაქტიკური მკურნალობა (მალარიის დიაგნოსტიკა, პროფილაქტიკური მკურნალობა; სხვა პარაზიტული დაავადებების დიგნოსტიკა, რეკომენდაციების მიწოდება). სანიტარიული ღონისძიებები (საგანმანათლებლო, სააღმზრდელო საგანმანათლებლო-საარმზრდელო დაწესებულებებში სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა, პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარიული ნორმების დაცვის ზედამხედველობა. |
ბ)
ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დამატებითი ამბულატორიული სამედიცინო დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02)
მუნიციპალიტეტი ახდენს იმ მცირერიცხოვანი სულადობის მქონე სოფლების ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებას, რომლებიც დარჩნენ სახელმწიფო პროგრამის გარეშე. ამ მიზნით 2015 წელს გამოიყოფა ყოველწლიურად 29,9 ათასი ლარი. |
გ)
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 03)
პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას, კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას, სტიქიით დაზარალებულთა დახმარებასა და სხვა სოციალურ ღონისძიებებს. |
გ.ა)
ავადმყოფთა სოციალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 03 01)
ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება სოციალურად შეჭირვებული ადამიანებისათვის საოპერაციო ხარჯების ნაწილობრივ დაფინანსება, მუნიციპალიტეტის საკრებულოზე დამტკიცებული წესის შესაბამისად, ასევე სატრანსპორტო ხარჯების დასაფარავად დახმარება ეძლევა დიალეზით დაავადებულებს, ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით. |
გ.ბ)
სარიტუალო მომსახურება (ომის ვეტერანთა და დევნილთა დაკრძალვის ხარჯები) (პროგრამული კოდი 06 03 02)
ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება ომის ვეტერანთა და დევნილთა დაღუპვის შემთხვევაში სარიტუალო მომსახურებისათვის დახმარების გაწევა. |
გ.გ)
ომის ვეტერანთა სოციალური უზრუნველყოფის ხარჯები (9 მაისის ერთჯერადი დახმარება) (პროგრამული კოდი 06 03 03)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია დახმარება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებზე, ასევე ჩერნობილის ტრაგედიის დროს დაზარალებულთა დახმარება. |
გ.დ)
მრავალშვილიანი ოჯახების (4 შვილი და მეტი), დედ-მამით ობოლი ბავშვების და 100 წელს გადაცილებულთა ერთჯერადი დახმარების ხარჯი (პროგრამული კოდი 06 03 04)
ქვეპროგრამის ფარგლებში დახმარება ეწევა 4 და მეტი შვილზე 85 ოჯახს, 100 წელზე უხნესს 7 პიროვნებას, მუნიციპალიტეტის საკრებულოზე დამტკიცებული წესის შესაბამისად. |
გ.ე)
უმწეოთა სასადილო და ხანდაზმულთა ბინაზე მომსახურება (პროგრამული კოდი 06 03 05)
ქვეპროგრამის ფარგლებში ხდება უმწეოთა კვების ხარჯების დაფინანსება და გამოყოფილია 80,0 ათასი ლარი 120 ბენეფიციარის მომსახურებაზე. |
გ.ვ)
ბავშვის შეძენასთან დაკავშირებული ერთჯერადი დახმარების ხარჯი (პროგრამული კოდი 06 03 06)
ქვეპროგრამის ფარგლებში გამოყოფილია სულ 49.0 ათასი ლარი, ერთ ბავშვის შეძენისას გაიცემა ერთჯერადი დახმარება 100 ლარი, ხოლო მესამე და ზევით 300 ლარი. |
გ.ზ)
უმწეო კატეგორიაზე სასმელი წყლის ხარჯის ანაზღაურება (პროგრამული კოდი 06 03 07)
ქვეპროგრამის ფარგლებში 0-57000 სარეიტინგო ქულის მქონეთ ეწევა დახმარება, რაც მოიცავს 130-მდე ოჯახს, რომელთა სულადობა 600-მდეა, გამოყოფილია 6.0 ათასი ლარი. |
დ)
უმწეოთა ერთჯერადი დახმარება (პროგრამული კოდი 06 04)
ქვეპროგრამის ფარგლებში დახმარება ეწევა სოციალურად შეჭირვებულ ადამიანებს ერთჯერადად 50-200 ლარის ფარგლებში, 2016 წელს გამოყოფილია 55.0 ათასი ლარი, განკარგვა ხდება მუნიციპალიტეტის საკრებულოზე დამტკიცებული წესის შესაბამისად. |
ე)
ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 05)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული დახმარება გაიცემა ერთჯერადად, სტიქიური მოვლენებითა და ხანძრით დაზარებული მოსახლეობის სოციალური დაცვისათვის, გასაცემი თანხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 3000 ლარს და გაიცემა ერთჯერადად, მუნიციპალიტეტის საკრებულოზე დამტკიცებული წესის შესაბამისად. |
ვ)
მოსახლეობის სოციალური მდგომარეობისა და საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 06 06)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული დახმარება უკიდურესად ავარიული სახლების შესაკეთებლად გაიცემა ერთჯერადად 500-დან 3000 ლარამდე საკრებულოზე დამტკიცებული წესის შესაბამისად. |
თავი III
ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
მუხლი 17.
ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით:
|
დოკუმენტის კომენტარები