„ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 სექტემბრის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 სექტემბრის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/03/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/03/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 20/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.171.016114
9
07/03/2016
ვებგვერდი, 14/03/2016
010260020.35.171.016114
„ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 სექტემბრის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9

2016 წლის 7 მარტი

ქ. ოზურგეთი

 

„ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 სექტემბრის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,გ.ბ.“  ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის,  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 20-ე მუხლის 4-ე პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014  წლის 1 სექტემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში (ვებგვერდი, 09/09/2014, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.171.016013) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები, კერძოდ:

1.  დებულების მე-4 მუხლის ,,ბ“ და ,,დ“ პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა)  ,,ბ) ახდენს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წინაშე არსებული  რისკების მართვის ხარისხის  შეფასებას;

ბ) ,,დ) შიდა აუდიტის წლიურ და სტრატეგიულ გეგმებს, აგრეთვე მათში განსახორციელებელ ცვლილებებს ამზადებს შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი და ამტკიცებს დაწესებულების ხელმძღვანელი;".

2.  დებულების მე-4 მუხლის ,,ე“ პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. დებულების მე-6 მუხლის ,,ბ“ და  ,,გ“  პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) ,,ბ)  შიდა აუდიტის განხორციელებამდე შიდა აუდიტის ობიექტს წარუდგინოს აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმა.

ბ) ,გ)  შიდა აუდიტის განხორციელების შედეგად  შიდა აუდიტის სამსახური ადგენს შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტს, რომელიც ასახავს  შიდა აუდიტის შედეგებს, შიდა აუდიტის განხორციელების პროცესსა და მიგნებებს, მათ ანალიზს და მათ საფუძველზე შემუშავებულ რეკომენდაციებს.

შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტი გონივრული ვადის მითითებით ეგზავნება შიდა აუდიტის ობიექტს ანგარიშში ასახულ საკითხებთან დაკავშირებით, საკუთარი მოსაზრების და რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმის წარდგენის მიზნით.

შიდა აუდიტის ობიექტის მიერ  გონივრული ვადის გაშვების შემთხვევაში შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტი ჩაითვლება საბოლოოდ, ხოლო მასში ასახული მიგნებები და რეკომენდაციები – შეთანხმებულად.

თუ შიდა აუდიტის ობიექტი არ ეთანხმება შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტში ასახულ მიგნებებს ან/და რეკომენდაციებს, იგი საპასუხო წერილში მიუთითებს არგუმენტაციას ან/და მოსაზრებებს თავისი პოზიციის გასამყარებლად.

შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტთან დაკავშირებით წარდგენილი შიდა აუდიტის ობიექტის მოსაზრება აისახება საბოლოო შიდა აუდიტორულ ანგარიშში.

4. დებულების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი   ფუნქციები განისაზღვრება  ,,სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად  და  მერიის  დებულების   8-ე  მუხლით,  სამსახურის  უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის   არყოფნის შემთხვევაში, მერის  ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა კობალაძე