დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, ურბანული განვითარების, მშენებლობის სამსახურის რეორგანიზაციის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 8 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 07/03/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/03/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/05/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.171.016113 |
|
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, ურბანული განვითარების, მშენებლობის სამსახურის რეორგანიზაციის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, 22-ე მუხლის მე-6 ნაწილის, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ საქართველოს კანონის 521 მუხლის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის და „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №2 დადგენილებით დამტკიცებული დანართის 38-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, ურბანული განვითარების, მშენებლობის სამსახურის რეორგანიზაცია დასრულდეს არაუგვიანეს 2016 წლის 31 მაისისა.
|
| მუხლი 2 |
რეორგანიზაცია შეეხება ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის შემდეგ სტრუქტურულ ერთეულს:
ა) ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, ურბანული განვითარების, მშენებლობის სამსახურს. |
| მუხლი 3 |
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურა განისაზღვროს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებაში ცვლილებ(ებ)ის შეტანის შესახებ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებ(ებ)ის შესაბამისად.
|
| მუხლი 4 |
დამტკიცდეს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა ნუსხა და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადების ვადები, დანართის შესაბამისად.
|
| მუხლი 5 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და ძალაშია 2016 წლის 31 მაისამდე.
|
|
დანართი
|
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, ურბანული განვითარების, მშენებლობის სამსახურის რეორგანიზაციის გეგმა
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებანი
|
1. რეორგანიზაციის გეგმა (შემდგომში – გეგმა) შედგენილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების მოთხოვნათა შესაბამისად.
2. გეგმა ადგენს სარეორგანიზაციო სტრუქტურებს, რეორგანიზაციის ვადებს, გასატარებელ ღონისძიებათა ჩამონათვალს, რეორგანიზაციის პროცესში მერიის, მისი სამსახურების საქმიანობის რეჟიმს და მის შესრულებაზე პასუხისმგებელ პირს. |
მუხლი 2.
სარეორგანიზაციო სტრუქტურები
|
1. რეორგანიზაცია შეეხება ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, ურბანული განვითარების, მშენებლობის სამსახურს. რეორგანიზაციის შედეგად იგეგმება აღნიშნულ სამსახურში არსებული ინსპექტირებისა და ზედამხედველობის განყოფილების ცალკე სამსახურად გამოყოფა.
|
მუხლი 3.
სარეორგანიზაციო ღონისძიებები და ვადები
|
1. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, ურბანული განვითარების, მშენებლობის სამსახურის რეორგანიზაცია დასრულდეს არაუგვიანეს 2016 წლის 31 მაისისა.
2. რეორგანიზაციის პროცესში ტარდება შემდეგი ღონისძიებები: ა) ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურების დებულებებსა და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხაში შესატანი ცვლილებ(ებ)ის დოკუმენტ(ებ)ის პროექტის მომზადება არაუგვიანეს 2016 წლის 1 მაისამდე; ბ) ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის მოსამსახურეთა გაფრთხილება რეორგანიზაციის შესახებ არაუგვიანეს 2016 წლის 15 მარტისა; გ) ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის და შესაბამისი სამსახურის დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებისა და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის წარდგენის ვადად განისაზღვროს არუგვიანეს 15 მაისი; დ) ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, ურბანული განვითარების, მშენებლობის სამსახურის რეორგანიზაციის შედეგად წარმოშობილი სამსახურის დებულების პროექტი და რეორგანიზაციის შედეგად სხვა სამართლებრივ აქტებში განსახორციელებელი ცვლილებების შეტანის შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებისა და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის წარდგენის ვადად განისაზღვროს არუგვიანეს 2016 წლის 15 მაისი. |
მუხლი 4.
რეორგანიზაციის პროცესში ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მუშაობის რეჟიმი
|
რეორგანიზაციის პროცესში ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, ურბანული განვითარების, მშენებლობის სამსახური მუშაობს მერიისა და სტრუქტურული ერთეულების მოქმედი დებულებებისა და საშტატო ნუსხის შესაბამისად.
|
მუხლი 5.
გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები
|
1. რეორგანიზაციის გეგმის შესრულებას კოორდინაციას უწევს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი, რომელმაც გეგმის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების ვადების დაცვით, საკრებულოს დასამტკიცებლად უნდა წარუდგინოს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტები.
2. გეგმის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულებაზე პასუხისმგებელია მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილება. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები