დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 7 დეკემბრის №41 დადგენილებაში „ერედვის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | ერედვის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 07/03/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/03/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.147.016134 |
|
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 7 დეკემბრის №41 დადგენილებაში „ერედვის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 7 დეკემბრის №41 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, ვებგვერდი, 11/12/2015 წ., 190020020.35.147.016123) „ერედვის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) დადგენილების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. განისაზღვროს ერედვის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
ბ) დადგენილების 102 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 102. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული სპეციალური ტრანსფერი სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული სპეციალური ტრანსფერი 1 250.0 ათასი ლარი მიიმართოს: 1. საფეხბურთო კლუბ ცხინვალის ლიახვის ფუნქციონირებისთვის – 406,5 ათასი ლარი. 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია – 50,0 ათასი ლარი, მ.შ: 2.1 დევნილთა კოტეჯებში დაზიანებული იატაკების შეკეთება – 50,0 ათასი ლარი. 3. ა(ა)იპ – ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი (ს/ნ: 405135786) – 793,5 ათასი ლარი. (საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 თებერვლის №107 დადგენილება).“; გ) დადგენილების მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 11. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2016 წლის პრიორიტეტები და პროგრამები 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) ერედვის მუნიციპალიტეტის ეკონომიური განვითარების აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მათავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, კერძოდ, დევნილი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობებისთვის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. 2.1 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება: დევნილთა კოტეჯებში დაზიანებული იატაკების შეკეთება, დევნილთა ჩასახლებებში დაზიანებული საცხოვრებელი ბინების შეკეთება, ააიპ წყალმომარაგების რეაბილიტაციისა და მომსახურების სააგენტოს ფუნქციონირება, სოფ. ხურვალეთის დევნილთა ჩასახლებაში ჰიგიენის სახლის რეკონსტრუქცია საბავშვო ბაღის მოსაწყობად. 2.2 კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება: საგურამოს და კარალეთის დევნილთა ჩასახლებებში სკვერის მოწყობა, პროექტების, ხარჯთაღრიცხვების, კვლევითი სამუშაოების და ექსპერტიზის მომსახურების დაფინანსება, სამშენებლო მასალების შეძენა ბერბუკის დევნილთა ჩასახლებისთვის. დ) დადგენილების მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 3. კულტურა, რელიგია ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლენა. 3.1 სპორტის განვითარების ხელშეწყობა 3.1.1 ერედვის მუნიციპალიტეტის სპორტ სკოლა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. 2016 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები. ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით დაგეგმილია სპორტის სახეობათა პოპულარიზაცია მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში, მუნიციპალიტეტის სპორტსმენთა მონაწილეობის მიღება რეგიონალურ, სახელობით, რესპუბლიკურ, საერთაშორისო ტურნირებზე, მოწინავე სპორტსმენების ოსტატობის ამაღლების და ფიზიკური მოზადებისათვის სასწავლო-საწრთვნელი და გამაჯანსაღებელი შეკრებების მოწყობა. 2016 წლის განმავლობაში 300 სპორტსმენი გაივლის სპორტულ მომზადებას. 3.1.2 საფეხბურთო კლუბი ცხინვალის ლიახვი (პროგრამული კოდი 05 02) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქართველ და ოს ბავშვთა და მოზარდთა მაქსიმალური რაოდენობის ჩაბმა სპორტულ ცხოვრებაში, ინტელექტუალური და სპორტული დონის ამაღლება აღსაზრდელებში, პერსპექტიული სპორტსმენებს მზადება სათამაშო სპორტული ღონისძიებების მომზადება და ჩატარება. 3.2 კულტურის განვითარების ხელშეწყობა მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. 3.2.2 კულტურის სახლის და ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 04 01) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობისათვის კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოწყობა. სხვადასხვა დღესასწაულებისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზება. აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში არსებული შემოქმედებითი კოლექტივების გამოვლენასა და მათ შემდგომ განვითარებას.კულტურის სახლში მოქმედებს ქორეოგრაფიული წრეები. ე) დადგენილების მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 12. ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2016 წლის ასიგნებები
.“. | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები