„ ფაქტობრივ მდგომარეობათა ამსახველი ცნობებისა და ინფორმაციის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 თებერვლის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ ფაქტობრივ მდგომარეობათა ამსახველი ცნობებისა და ინფორმაციის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 თებერვლის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 23
დოკუმენტის მიმღები ბოლნისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/03/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/03/2016
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 25/05/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.158.016294
23
07/03/2016
ვებგვერდი, 14/03/2016
010250050.35.158.016294
„ ფაქტობრივ მდგომარეობათა ამსახველი ცნობებისა და ინფორმაციის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 თებერვლის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №23

2016 წლის 7 მარტი

ქ. ბოლნისი

 

„ ფაქტობრივ მდგომარეობათა ამსახველი ცნობებისა და ინფორმაციის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 თებერვლის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 და 24-ე მუხლების შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
„ ფაქტობრივ მდგომარეობათა ამსახველი ცნობებისა და ინფორმაციის გაცემის წესის დამტკიცების  შესახებ” ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 თებერვლის №6 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 05/02/2015, 010250050.35.158.016278) დამტკიცებულ  დანართი №1-ში შევიდეს  შემდეგი  ცვლილება:

1. დადგენილებით   დამტკიცებული   დანართი №1-ის  პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს   შემდეგი   რედაქციით:

„მუხლი 1. რეგულირების   სფერო

1. ეს წესი განსაზღვრავს  საქართველოს   კანონმდებლობით,  „ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2014 წლის 20 ოქტომბრის №39 დადგენილებითა და „ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის  დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №16  დადგენილებით გათვალისწინებული გამგებლის წარმომადგენლის მიერ დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე  პირის  კონკრეტულ  მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრებისა  და  საქონლის  ადგილწარმოშობის   ფაქტის  დადასტურების,  აგრეთვე  ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მიერ ფაქტობრივ  მდგომარეობათა  ამსახველი ინფორმაციის  გაცემის  წესს და აწესრიგებს  აღნიშნულ  საქმიანობასთან  დაკავშირებულ  საკითხებს.

2. ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის მიერ დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, პირის კონკრეტულ მისამართზე  ფაქტობრივი ცხოვრებისა და  საქონლის   ადგილწარმოშობის    ფაქტის  დადასტურების  მიზნით ცნობები,  აგრეთვე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მიერ ფაქტობრივ   მდგომარეობათა   ამსახველი  ინფორმაცია  გაიცემა  ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის გამგებლის წარმომადგენლებთან კოორდინაციის  განყოფილების (შემდეგში „განყოფილება“) მიერ მოკვლეული  ინფორმაციისა  და     შესაბამისი   დოკუმენტის ფაქტობრივ   მდგომარეობათა  ამსახველი  აქტების  ან/და  ნოტარიუსის ან/და ადმინისტრაციული  ორგანოების  მიერ  გაცემული  დოკუმენტების   საფუძველზე.

3. განყოფილების საჯარო მოსამსახურის  მიერ  ფაქტობრივ   მდგომარეობათა   ამსახველი   აქტის    შედგენა   ხორციელდება   ამ   წესის  შესაბამისად.“.

2. დადგენილებით   დამტკიცებული   დანართი №1-ის   მე-3  მუხლი ჩამოყალიბდეს   შემდეგი   რედაქციით:

„მუხლი 3. ფაქტობრივ   მდგომარეობათა   ამსახველი   აქტები

1.განყოფილების საჯარო მოსამსახურე  შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის  გამგებლის წარმომადგენლის თანდასწრებით,  ამოწმებს ფაქტობრივ მდგომარეობას, თუ იგი უშუალოდ ესწრებოდა ფაქტის დადგომას, ან უშუალოდ აღიქვამს დამდგარ ფაქტს. იგი ვალდებულია ზუსტად აღწეროს  ის  ფაქტი, რომლის დადგომის  ან  არსებობის  ნამდვილობასაც  ამოწმებს.

2. ფაქტობრივი  მდგომარეობის  დადგენის მიზნით, განყოფილების  საჯარო მოსამსახურე  შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის გამგებლის წარმომადგენლის თანდასწრებით, უფლებამოსილია შეადგინოს   აქტი, რომელიც შედგენილი უნდა იქნეს მოწმეთა თანდასწრებით (არანაკლებ 2 მოწმისა).

3. განყოფილების საჯარო მოსამსახურე:

ა)  ოქმის  შედგენისას  ეყრდნობა   მოწმეთა  ჩვენებას;

ბ) ამოწმებს მოწმეთა ვინაობას, ფაქტობრივი მდგომარეობის  ნამდვილობას  შესაძლებლობის  ფარგლებში;

გ) ადგენს აქტის შედგენის მონაწილე (განმცხადებელი, მოწმე) ფიზიკური პირის პირადობას მის მიერ წარდგენილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მეშვეობით. პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტად მიიჩნევა მოქალაქის პასპორტი  და   პირადობის მოწმობა;

დ) თუ ეჭვი ეპარება წარდგენილი დოკუმენტის წარმდგენისადმი კუთვნილებაში, ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ეჭვს იწვევს,  ვალდებულია უარი თქვას აქტის შედგენაზე;

ე) ვალდებულია აქტის შედგენისას მონაწილეებს განუმარტოს აქტის შინაარსი და მისი სამართლებრივი შედეგები. განმარტება შეიძლება ატარებდეს ზეპირ ხასიათს და იგი შეიძლება არ აისახოს აქტში, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ვ) უფლებამოსილია გამოითხოვოს და მიიღოს აუცილებელი ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოებიდან, ფიზიკური თუ იურიდიული პირებისგან.

4. აქტში ასახული უნდა იყოს როგორც განმცხადებლის, ასევე მოწმეთა საიდენტიფიკაციო მონაცემები (პირადი ნომერი, საცხოვრებელი ადგილი).

5. განყოფილების  საჯარო მოსამსახურეს არ ეკისრება  პასუხისმგებლობა   მოწმეთა   მიერ   ცრუ  დამოწმების  ფაქტის   დადგენის   შემთხვევაში.

3. დადგენილებით   დამტკიცებული   დანართი №1-ის   მე-6  მუხლი ჩამოყალიბდეს   შემდეგი   რედაქციით:

„მუხლი 6.  ფაქტობრივ   მდგომარეობათა   ამსახველი   აქტებისა   და   გამგებლის წარმომადგენლის    მიერ   გაცემული   ცნობების  ენა

1.აქტი და ცნობა უნდა შედგეს სახელმწიფო ენაზე, ხოლო აქტის მონაწილის მიერ სახელმწიფო ენის არცოდნისას,  განყოფილების საჯარო  მოსამსახურე  აქტის  შედგენას ახორციელებს  თარჯიმნის  მონაწილეობით.

2. თარჯიმანი უნდა აირჩიოს აქტის მონაწილემ.

3. თარჯიმნის მიმართ ვრცელდება  მოწმისთვის  ამ  წესით  დადგენილი  მოთხოვნები.“.

4. დადგენილებით   დამტკიცებული   დანართი №1-ის   მე-7  მუხლი ჩამოყალიბდეს   შემდეგი   რედაქციით:

„მუხლი 7. აქტზე  ხელის  მოწერის   წესი

აქტის ტექსტს ხელი უნდა მოაწეროს ყველა მონაწილემ (მხარე, მოწმე, თარჯიმანი) გამგებლის წარმომადგენლისა და განყოფილების საჯარო მოსამსახურის  თანდასწრებით. ხელმოწერა უნდა შეიცავდეს სახელს და გვარს და უნდა დაიწეროს სრულად და გარკვევით. აქტს ბოლოს  ხელს  აწერს  გამგებლის  წარმომადგენელი  და  განყოფილების   საჯარო  მოსამსახურე.“

მუხლი 2
დადგენილებას მიეცეს უკუძალა და   ამოქმედდეს   2016 წლის 1 მარტიდან.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი