დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 20 ოქტომბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 22 |
| დოკუმენტის მიმღები | ბოლნისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 07/03/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/03/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/11/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.158.016295 |
|
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 20 ოქტომბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 20 ოქტომბრის №39 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 24/10//2014, 010260020.35.158.016184) დამტკიცებულ დანართ №1-ში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-3 მუხლის „ე“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ინფორმაციული ტექნოლოგიების და პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების სტრატეგიის შემუშავებას; პროგრამული პროდუქტების მომსახურების უზრუნველყოფას; კომპიუტერული ტექნიკის გამართული ფუნქციონირებას და მონიტორინგის; ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების სფეროში კონტრაქტორების, გარე შემსრულებლების მოძიება და მათთან ურთიერთობების განვითარებას;“. 2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების განყოფილება სამსახურის პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა)პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების შესაძლებლობების ძიება და მათი განხორციელება; ბ) პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების სტრატეგიის შემუშავება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; გ) შიდა ქსელის, კომპიუტერული ტექნიკის გამართული ფუნქციონირების შემოწმება, მონიტორინგი, ანალიზი და არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა; დ) შიდა ქსელის, კომპიუტერული ტექნიკის ფუნქციონირების ხარვეზების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება, კომპიუტერული ტექნიკის რემონტი და ტექნიკური მომსახურება;“ ე) ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სფეროში კონტრაქტორების, გარე შემსრულებლების მოძიება, მათთან ურთიერთობების განვითარება.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები