დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 8 |
დოკუმენტის მიმღები | ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 04/03/2016 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/03/2016 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.105.016249 |
|
,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №47 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 6/01/2016, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.105.016245) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული სახით. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტი
|
თავი I
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის მაჩვენებელი |
მუხლი 1 |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2 |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახადები და ნაშთის ცვლილება
განისაზღვროს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 3 |
|
მუხლი 4 |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები
განისაზღვროს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 2,380.0 ათ. ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 5 |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები
განისაზღვროს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 17,611.9 ათ. ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 6 |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები
განისაზღვროს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 1,667.8 ათ. ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 7 |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები
განისაზღვროს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 16,422.8 ათ. ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 8 |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება
განისაზღვროს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივები მათ შორის: განისაზღვროს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 7,909.2 ათ. ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
თავი II
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 9 |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები, მათი აღწერის მოსალოდნელი შედეგებისა და შეფასების ინდიკატორები.
2016-2019 წლებში მუნიციპალიტეტში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვით არებას, მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნას, მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებას, ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვას, სკოლამდელი განათლების სრულყოფას და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებას. კულტურისა და სპორტის განვითარება. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ძირითადი პრიორიტეტებია:
2016 წლის და შემდგომი წლების პრიორიტეტები და პროგრამები:
ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროგრამას წარმოადგენს თავდაცვის საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა მუნიციპალიტეტში, თავდაცვისუნარიანობის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტში ხორციელდება სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის, წვევამდელთა სამედიცინო შემოწმებისა და ტრანსპორტირების ღონისძიებები. 1.1. 259.7 ათასი ლარი – ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 01) პროგრამა ახორციელებს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებას, სამხედრო სავალდებულო და სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევას, მათ სამედიცინო შემოწმებას და გაწვევის ტრანსპორტირებას. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: სამხედრო აღრიცხვის სრულყოფილი კოორდინაცია-უზრუნველყოფა. სამედიცინო შემოწმების შედეგებით ჯანმრთელი ახალგაზრდების სრულად გაწვევის უზრუნველყოფა. შედეგების შეფასების ინდიკატორები: სამხედრო სამსახურში გაწვეული ახალგაზრდობის რაოდენობრივი მაჩვენებელი.
მუნიციპალიტეტის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისათვის მნიშვნელოვანია მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება. აღნიშნული პროგრამა ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პროგრამის ფარგლებში ხორციელდება გზების, ხიდების ინფრასტრუქტურის, მშენებლობა, რეაბილიტაცია, კეთილმოწყობის, გამწვანების, დასუფთავების, განათების, სამუშაოები. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა. 2.1. 4,347.1 ათასი ლარი – საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (გზები და ხიდები - პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული გზების მდგომარეობის შენარჩუნება და შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია. 2.1.1 4,142.2 ათასი ლარი – გზების მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული გზების მდგომარეობის შენარჩუნება, სასოფლო გზების რეაბილიტაცია. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიმავალი გზების რეაბილიტაციასა და მოწყობის საკითხი მუნიციპალიტეტისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. საკუთარი სახსრებით განხორციელდება ზუგდიდის შიდა გზების ორმულის შეკეთების სამუშაოები. მიკროპროექტების განხორციელება, ასევე გათვალისწინებულია საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციების მომზადება რეგიონალური განვითარების ფონდიდან გამოსაყოფი პროექტების განსახორციელებლად. აღნიშნული სამუშაოების შესრულება მნიშვნელოვან ეფექტს მოიტანს. მოსახლეობას მიეცემა ნორმალური გადაადგილების საშუალება. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
2.1.2. 204.9 ათასი ლარი – ხიდ-ბოგირების მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01 02) ხიდების მშენებლობა-რეაბილიტაციისათვის გათვალისწინებულია პროგრამის ფარგლებში განხორციელდეს მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული ხიდ-ბოგირების მდგომარეობის შენარჩუნება და შეკეთება-რეაბილიტაცია. მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ წლებში როგორც ,,სოფლის მხადაჭერის პროგრამით“ ასევე ადგილობრივი ბიუჯეტით და სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით რიგი ხიდისა და ბოგირების რეაბილიტაცია განხორციელდა.
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
2.2 1,926.8 ათასი ლარი – კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა - რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 0302) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარე განათების ქსელის გაფართოება, წყალსადენის ქსელის გაფართოება, გამწვანების სამუშაოები. სოფლებში არსებული სკვერებისა და პარკების მოვლა, ახალი ხეების დარგვა და გამწვანების ზოლებში ყვავილებისა და სხვა დეკორატიული მცენარეების განაშენიანება. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
2.2.1. 85.0 ათასი ლარი – გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 030201) დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია, მოვლა-შენახვა, ახალი ქსელების მოწყობა და მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდა. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილება დღეღამის განმავლობაში, სოფლების ინფრასტრუქტურის იერსახის გაუმჯობესება. შედეგების შეფასების ინდიკატორები:
2.2.2. 1,350.0 ათასი ლარი – დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 030202) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავებისა და ნარჩენების გატანა-განთავსების პროგრამა უმნიშვნელოვანესია ტერიტორიის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მოსახლეობის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს თვალსაზრისით. ყოველდღიური, დასასუფთავებელი ფართი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შეადგენს 15,3 ჰექტარს, ხოლო გასატანი საყოფაცხოვრებო ნარჩენის ყოველდღიური მოცულობა 60 კუბურ მეტრამდე შეადგენს. მოსალოდნელი შუალედური შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
2.3. 180.0 ათასი ლარი – მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის პროგრამა (პროგრამული კოდი 030207) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული სასაფლაოების მოვლა-პატრონობა, შემოკავების სამუშაოები, გადაბერებული ხეების მოჭრა და გადაცემა სოციალური დანიშნულების სარგებლობისათვის შესაბამის სამსახურზე. ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოების მოწყობა და პატრონობა, რაც გულისხმობს სასაფლაოებზე ბალახის, ბუჩქების და ხეების გაკრეჭას; წყალანარინების სისტემის, წყლის ქსელის, გზების შემორაგვას, საფეხურების და სასაფლაოს სხვა სტრუქტურების წესრიგში მოყვანას; მიცვალებულის ნეშტის დაკრძალვისათვის საჭირო მომსახურებას; სასაფლაოების ტერიტორიის (გასასვლელები, ბილიკები, საზოგადოებრივი სარგებლობის და სხვა ადგილები) რეგულარულ დაგვა-დასუფთავებას, მწვანე ნარგავების კარგ მდგომარეობაში მოყვანას და სხვა; სათანადო ადგილზე ნაგავსაყრელების მოწყობას. მოსალოდნელი შუალედური შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
2.3.1. 1,500.0 ათასი ლარი – მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03 03) მუნიციპალიტეტის იერსახის გაუმჯობესებისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება კეთილმოწყობის პროგრამის განხორციელებას, ამ კუთხით პროექტი ითვალისწინებს, სხვადასხვა კეთილმოწყობის სამუშაოებს: წყალშემკრები არხების მოწყობას და არსებულის მოვლა-შენახვას, ტროტუარების, ბორდიურების კეთილმოწყობის, პარკების, გაზონების, სკვერების გამწვანებას და მოვლა-შენახვას, გარე-განათების ქსელის მოვლა პატრონობას, სოფლის ტერიტორიების იერსახის გაუმჯობესებას და სადღესასწაულო დღეებში მორთვას. ქვეპროგრამის ფარგლებში გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული განათების ქსელის გაფართოება ახალი წერტილების მოწყობა.
მოსალოდნელი შუალედური შედეგები: კეთილმოწყობილი ტერიტორიები, დასახლებული უბნების გაუმჯობესებული იერსახე. მოსახლეობის პოზიტიური განწყობა არსებული სფეროს მიმართ.ღამის საათებში მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილება. სოფლის ქუჩებისა და უბნების განათებული იერსახე.
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
წინა წელთან შედარებით განათებული ქუჩებისა და უბნების რაოდენობის გაზრდა, ღამის საათებში დანაშაულის შემცირების მაჩვენებლის შემცირება, განათების ავარიულ მდგომარეობათა შემცირება. 2.4. 60.0 ათასი ლარი – ადგილობრივი ტყეების მოვლა-შენახვის პროგრამა (პროგრამული კოდი 0304) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულია ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის მასივი და სოფლის ცენტრებში და უბნების გასწვრივ არსებული მწვანე ნარგავები. მოსალოდნელი შუალედური შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
2.4.1. 55.0 ათასი ლარი – სანიაღვრე არხების მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 05) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სანიაღვრე არხების მოწყობა, ასევე წყალსაწვეტი არხები და ნაპირსამაგრი ჯებირების მოწყობა. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
2.5. 100.0 ათასი ლარი – მუნიციპალური ტრანსპორტის ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 0308) მუნიციპალური ტრანსპორტის ხელშეწყობა მნიშვნელოვანია, რათა ტრანსპორტის საწვავისა და მარაგ-ნაწილების ფასების ზრდის გამო, მგზავრობის ღირებულება არ გაძვირდეს. პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალური ტრანსპორტის ფინანსური დანახარჯების და შემოსავლების თანაფარდობით მოსალოდნელი ზარალის ნაწილობრივი შევსება. მოსალოდნელი შუალედური შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
პროგრამის მიზანია: მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის დარგის აღორძინება მემცენარეობის და მეცხოველეობის საპილოტე პროგრამების მეშვეობით, შემდგომი წლების მიხედვით პროგრამების გაფართოება და საკუთარი სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდება როგორც ადგილობრივი მომხმარებელზე, ისე გატანა რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ. მომდევნო სამი ხუთი წლის მანძილზე სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელი საწარმოების ამოქმედებისათვის შესაბამისი ბაზის მომზადება. მოსალოდნელი შუალედური შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
პროგრამის მიზანია: მუნიციპალიტეტის სოფლების მიხედვით მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული არსებული შენობა-ნაგებობების მატერალურ-ტექნიკური ბაზის მდგომარეობის მკვეთრი გაუმჯობესება არსებულის რეაბილიტაცია. მოსალოდნელი შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
3. 3,053.4 ათასი ლარი - განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებების ხელშეწყობა, სკოლამდელ დაწესებულებათა ფუნქციონირებაში საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელება, სკოლისგარეშე დაწესებულებათა დაფინანსება და ზოგადი განათლების ხელშეწყობა. მოსალოდნელი შუალედური შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
3.1. 2,300.0 ათასი ლარი – სკოლამდელი აღზრდის განათლების ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 04 01) მომავალი თაობების აღზრდაში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს განსაკუთრებული როლი ეკისრება. ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს ცხოვრების ისეთი პირობები,რომელიც ხელს შეუწყობს მის ფიზიკურ, გონებრივ და ესთეტიკურ განვითარებას.ადრეულ ასაკში სწავლისა და განვითარების უმნიშვნელოვანესი ეტაპი სწორედ საბავშვო ბაღებში ხდება. აქ ეყრება საფუძველი მოზარდის ჯანმრთელობის განმტკიცებასა და მის სკოლამდელ აღზრდას. მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 44 საბავშვო ბაღი, სადაც დაწყებით განათლებას იღებს 1850 ბავშვი. მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯებს, მათ შორის მასწავლებელთა და აღმზრდელთა ხელფასებს, ასევე ბაღების სხვა მიმდინარე ხარჯებს. 2016 წელს იგეგმება პედაგოგების და სხვა პერსონალის სახელფასო განაკვეთების 30%-იანი ზრდა. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: სკოლამდელი აღზრდის სფეროს საბოლოო მიზანია შექმნას ისეთი გარემო,რომ 6 წლის ასაკისათვის ბავშვის განვითარებაში მიღებულ იქნეს შემდეგი შედეგები:
ბავშვი ცნობიერების განვითარებას იწყებს, აქვს დადებითი წარმოდგენა საკუთარ თავზე, შესწევს უნარი დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება, თანატოლებთან ერთად მიიღოს მონაწილეობა, როგორც ინდივიდუალური ასევე ჯგუფურ თამაშებში. განვითარებული აქვს თანაგრძნობის უნარი.
ბავშვი იმდენად არის განვითარებული ფიზიკურად, რომ შეუძლია საკუთარი სხეულის მოძრაობის მართვა, ზუსტი მოძრაობის შესრულება. იცავს უსაფრთხოების მარტივ წესებს, პირად ჰიგიენას და აქვს თავის მოვლის უნარ-ჩვევები.
ბავშვს იმდენად აქვს განვითარებული შემეცნებითი უნარები,რომ მზად არის დაეუფლოს წერა-კითხვას. განვითარებული აქვს ყურადღება და მეხსიერება, არის დაკვირვებული, შეუძლია საქმიანობის პროცესში მარტივი დასკვნის გამოტანა და პრობლემის გადაჭრა.
ბავშვს იმდენად აქვს განვითარებული სამეტყველო უნარები,რომ შეუძლია გასაგებად ჩამოაყალიბოს საკუთარი აზრი და გაიგოს სხვისი ნათქვამი, აქვს მოსმენის კულტურა. გამოხატავს ინტერესს ნაბეჭდი გამოცემების მიმართ, აქვს მათი აღთქმის უნარი. წერილობითი სიმბოლოების მიმართ ამჟღავნებს ინტერესებს და იცის მათი დანიშნულება.
ბავშვი არის ცნობისმოყვარე,აქტიური და ლაღი.სიამოვნებს თამაში და ახალი გამოცდილების მიღება.უვითარდება ინფორმაციის გადამუშავების უნარი. შედეგების შეფასების ინდიკატორები:
3.2. 60.0 ათასი ლარი – საჯარო სკოლების ფინანსური ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 04 02) საჯარო სკოლების ფინანსური ხელშეწყობა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებისათვის და სხვა აუცილებელი სახელმწიფო პროგრამით დაუფინანსებელი ხარჯების გაწევა. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
3.3. 90.0 ათასი ლარი - სოფლის მეურნეობის სპეციალისტთა მომზადების პროგრამა (პროგრამული კოდი 0404) სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის პოპულარიზაცია და თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სიახლეების დანერგვა, პროფესიონალი კადრების, სპეციალისტების მომზადება სოფლის მეურნეობისათვის. სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა. მუნიციპალიტეტში ხეხილის ეროვნული სანერგე მეურნეობიდან თანამედროვე სანერგე მასალის შეძენა და სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობა ადმინისტრაციულ ერთეულებსა და სააღმზრდელო დაწესებულებებში; მოსწავლეთა მომზადება ხეხილის ნერგების გასხვლა-მოყვანის შესწავლის მიზნით; თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისა და მოსახლეობის ინფორმირებულობის მიზნით; დაინტერესებული პირების გაყვანა სხვადასხვა რეგიოენბში აგრარული სექტორის მიღწევების გაცნობის მიზნით; მეფუტკრეობის,როგორც დარგის განვითარებისთვის სპეციალისტთა მომზადება. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
3.4. 5.0 ათასი ლარი - განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდებისა და ბავშვთა ფინანსური ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 0405) განსაკუთრებული ნიჭისა და უნარების მქონე მოზარდთა და ახალგაზრდათა გამოვლენა და მათი ფინანსურ-მატერიალური ხელშეწყობა შესაბამის სფეროში სწავლისა თუ შემოქმედების უზრუნველსაყოფად. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
4. 2,410.6 ათასი ლარი – კულტურა, რელიგია ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კულტურული და სპორტული სფეროს მკვეთრად გაუმჯობესებას. კულტურული და სპორტული ღონისძიებების ჩატარების, კულტურის, დასვენების და სპორტული ობიექტების მოწყობა-რეაბილიტაციის ხარჯებს. 4.1.1. 200.0 ათასი ლარი - მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 05 01 01) სპორტული ობიექტების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, სპორტსმენების წვრთნისა და გადამზადების ხელშეწყობა, სპორტის სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაცია, ვეტერან სპორტსმენთა მიღწევების პოპულარიზაცია. მუნიციპალიტეტში სპორტული ღონისძიებები. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
4.1.2. 550.0 ათასი ლარი - ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 05 01 03) აღნიშნული პროგრამა ააიპ. „ოდიში 1919-ის“ ბაზაზე კოორდინაციას უწევს მუნიციპალიატეტის ტერიტორიაზე უზრუნველყოფს ბავშვთა და მოზარდთა მომზადებას საფეხბურთო გუნდებისათვის, მატჩებში და ტურნირებში მონაწილეობის მისაღებად, ახალგაზრდობაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას. უზრუნველყოფს საფეხბურთო გუნდების მომზადებას, მატჩებში და ტურნირებში მონაწილეობის მიღების ღონსძიებებს ახალგაზრდობაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას, მოსწავლეების (სპორტსმენების), აგრეთვე სელექციის მეშვეობით შერჩეული პერსპექტიული ჭაბუკების მზადების პროცესს და წლიური საწვრთნელი პროცესების ორგანიზებას, როგორც საქართველოს საფეხბურთო ნაკრების, ასევე უმაღლესი ლიგის გუნდებისათვის რეზერვების მომზადება. პროგრამა ხელს უწყობს ახალგაზრდა ფეხბურთელების დაოსტატებას. პროგრამა ითვალისწინებს აგრეთვე ცენტრის მოსწავლეებისათვის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნას და სოციალური პირობების გაუმჯობესებას. მოსალოდნელი საბოლოო შედეგი:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
კულტურულ-შემეცნებითი გასართობი ღონიძიებების ჩატარება, კულტრული ტრადიციების დაცვა-აღდგენა, სახელოვნებო სკოლების, ბიბლიოთეკების, მუსიკალური კოლექტივების ფუნქციონირება და განვითარება მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: მოსახლეობის კულტურულ-შემეცნებითი დონის ამაღლება. მოსწავლე-ახალგაზრდობაში სამუსიკო-სახელოვნებო განათლების უზრუნველყოფა. შედეგების შეფასების ინდიკატორები: ხელოვნების სხვადასხვა დარგის მიხედვით მუსიკალური კოლექტივებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების რაოდენობის ზრდა. 4.2.1. 165.0 ათასი ლარი – ადგილობრივი მუზეუმების ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 050201)
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
4.2.2. 100.0 ათასი ლარი -სახელოვნებო დარგის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 050202) სახელოვნებო პროგრამის განვითარება №2 სამუსიკო სკოლის ბაზაზე. მოზარდებში მუსიკალური უნარ-ჩვევების განვითარება, მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბება, სოლო და კოლექტიური კონცერტების გამართვა, ფესტივალ-კონკურსებში მონაწილეობის მიღება, პედაგოგთა დაოსტატებისათვის მასტერ-კლასების ჩატარება, მუსიკის სხვადასხვა ჟანრის პოპულარიზაციისათვის მხატვრულ-მუსიკალური ღონისძიებების მოწყობა. მუსიკალური ნიჭით გამორჩეულ მოზარდთა გამოვლენა და მათი პროფესიული ზრდა, ფოლკლორული, საესტრადო და კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია. საანგარიშო კონცერტები, სხვადასხვა კონკურს-ფესტივალებზე მიღწეული წარმატებები. მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცება. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
4.2.3. 50.0 ათასი ლარი - კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის პროგრამა (პროგრამული კოდი 050203) კულტურული ძეგლების მოვლა-შენახვის პროგრამა ითვალისწინებს არქეოლოგიური გათხრების და ექსპედიციების სამუშაოების ღონისძიებებს, კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების საძიებო, ექსპედიციის მოწყობას, კულტურული მემკვიდრეობის ცალკეული ნიმუშების რესტავრაცია-რეაბილიტაციას, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების საადაპტაციო სამუშაოების შესრულებას, ექსპოზიცია-გამოფენებს, შემეცნებითი ექსკურსია-ლაშქრობების მოწყობას, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ წიგნი-გზამკვლევის გამოცემას და სხვა ღონისძიებებს. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
4.2.4. 240.0 ათასი ლარი - ცენტრალური საბიბლიოთეკო ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 050204) აღნიშნული პროგრამა ხორციელდება ააიპ. ,,ცენტრალური ბიბლიოთეკის“ ბაზაზე. პროგრამის მიზანია: წიგნის კითხვის ხელმისაწვდომობის გაზრდა. სამეცნიერო-საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზება. შემოქმედებითი საღამოების მოწყობა. თანამედროვე შემოქმედი ავტორების პოპულარიზაცია. საზოგადოების, განსაკუთრებით მოსწავლე-ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლება. წიგნიერების გაზრდა. შემოქმედებითი პოტენციალის ზრდა. ღონისძიებების ინტესივობა და ხარისხი. მკითხველთა რაოდენობის გაზრდა. წიგნის კვირეულის ჩატარება. ფოტოგამოფენების მოწყობა. საბიბლიოთეკო სისტემის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ასევე წიგნადი ფონდის გაუმჯობესება. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
4.2.5. 143.0 ათასი ლარი - კულტურული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 02 05) კულტურული ღონისძიებათა პროგრამით გათვალისწინებულია: საახალწლო -საშობაო, ქალთა და დედის დღისადმი, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, ანიმაციური ფილმების ფესტივალი, მე-12 კლასელების ბოლო ზარის, ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, ზუგდიდქალაქობის, ვლაქერნობის დღესასწაული, გიორგობის, მარიამობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, ლიტერატურულ-შემოქმედებითი საღამოები, შეხვედრები, კონკურსები, ანაკლიის საკურორტო სეზონის გახსნა და სხვა კულტურული ღონისძიებები. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
4.2.6. 12.3 ათასი ლარი - საინფორმაციო-საგამომცემლო საქმიანობა (პროგრამული კოდი 05 02 06) საგანმანათლებლო, ისტორიული, მემუარული, საცნობარო და სხვა სახის საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობა. წიგნების, ბროშურების, საინფორმაციო ბუკლეტების გამოცემა. საზოგადოების დაინტერესებული ნაწილისათვის თემატურად მნიშვნელოვანი მასალების გაცნობის ხელმისაწვდომობის გაზრდა. საზოგადოების მხრიდან წარმოდგენილი მასალების მიმართ ინტერესის ხარისხის განსაზღვრა. მუნიციპალიტეტისათვის საჭირო გამომცემლობათა თანადაფინანსების უზრუნველყოფა. ნორმატიული აქტების გამოქვეყნება საკანონმდებლო მაცნეში. პრესაში მასალების გამოქვეყნება მუნიციპალიტეტისათვის საჭირო საკითხებზე. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
4.2.7. 65.0 ათასი ლარი-თეატრალური ხელოვნების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა ჩხორიის სამოყვარულო თეატრის ბაზაზე (პროგრამული კოდი 050207) სასცენო ხელოვნების პოპულარიზება და განვითარება, საზოგადოებისათვის აქტუალურ თემებზე თეატრალური წარმოდგენების გამართვა, თეატრის სამოყვარულო დონეზე პოპულარიზება, გასტროლებზე გასვლა, კონკურს-ფესტივალებში მონაწილეობა, მსახიობთა ოსტატობის დასახვეწად მასტერ-კლასების ორგანიზება. თეატრალური ხელოვნების განვითარება და პოპულარიზაცია, საზოგადოებრივი ინტერესის გაზრდა თეატრისადმი. მიღწეული წარმატებები, სპექტაკლებისა და მაყურებელთა რაოდენობა. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
4.2.8. 755.0 ათასი ლარი-მუსიკალურ–ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარების პროგრამა ააიპ ,,ოდიშის" ბაზაზე (პროგრამული კოდი 05 02 08) ქართული ფოლკლორული ტრადიციების აღორძინება, უკვე არსებული და ახალი ქორეოგრაფიული და მუსიკალური ანსამბლების ხელშეწყობა, ქორეოგრაფების, ლოტბარებისა და მუსიკოსებისათვის მასტერკლასების მოწყობა, სხვადასხვა სახის ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება, ფესტივალ-კონკურსებში მონაწილეობა, ფოლკლორული ნიმუშების მოძიება და პოპულარიზება.მოზარდთა და ახალგაზრდათა ჩართულობის გაზრდა ქორეოგრაფიულ და მუსიკალურ ანსამბლებში,ფოლკლორის ,როგორც ხელოვნების ერთერთი უძველესი დარგის პოპულარიზაცია,მომავალ თაობაში სასიმღერო და ქორეოგრაფიული ეროვნული ტრადიციების, მემკვიდრეობითობის შენარჩუნება სხვადასხვა კონკურს-ფესტივალებში მიღწეული წარმატებები. ადგილობრივ რესპუბლიკურ და საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობის მიღება.თანამედროვე ახალგაზრდობაში ესთეტიკური დონის ამაღლებისა და სწორი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებისათვის ცენტრი თავის აღსაზრდელებთან ერთად მართავს სხვასხვა სახის ღონისძიებებს. თითოეული ღონისძიება ითვალისწინებს მოსწავლის მეტყველების დახვეწას, სასცენო კულტურის შეძენას. ქართული ხალხური ცეკვების შემსწავლელი წრე,წრის მიზანია მოსწავლეებმა შეისწავლონ სხვადასხვა კუთხის ცეკვები, მოსწავლეები მონაწილეობას ღებულობენ ფესტივალებსა და კონკურსებში, საქართველოში და ქვეყნის გარეთ; სამეჯლისო ცეკვებისა და საესტრადო სიმღერების შემსწავლელი წრე, ასწავლიან მოსწავლეებს ქართულ სიმღერებს,რათა მათ შეძლონ მრავალხმიანობის გამოცნოაბა და შესაბამისად თვითონაც შეასრულონ იგი; საესტრადო საკრავების წრე ხელს უწყობს მოსწავლეთა მუსიკალური დონის ამაღლება, მუსიკისა და სიმღერებისადმი დაინტერესებას, რომ მოსწავლეებმა შეძლონ თვითონ შეასრულონ ინტრუმენტებზე აკორდების შესწავლა და დაკვრა; ხელმარჯვეთა სექცია; კომპიუტერული პროგრამების შემსწავლელი წრე; მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
4.3. 45.3 ათასი ლარი - ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება (პროგრამული კოდი 0503) სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის გატარების ხელშეწყობა, ახალგაზრდების არაფორმალური განათლების ხელშეწყობის პროგრამები, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისათვის პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, ახალგაზრდების საჭიროებებიდან, მისწრაფებებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე მათთვის მცირე პროექტების თანადაფინანსება, ახალგაზრდების აქტიური დასვენებისა და გართობის ხელშეწყობა, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებისათვის მიმართული ღონისძიებები. ახალგაზრდული აქტივობის ზრდა, მაღალი საზოგადოებრივი ჩართულობა, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულიარიზაცია, მოტივაცია განათლებისა და თვითგანათლებისათვის. ახალგაზრდების განათლების ხარისხის განსაზღვრა, მათი საზოგადოებრივი აქტიურობა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მაცხოვრებელ დაუცველი დევნილი ახალგაზრდობისათვის კომპიუტერის, სხვადასხვა პროფესიის შემსწავლელი კურსების თანადაფინანსებას, შემოქმედებითი სემინარების ჩატარების ორგანიზებას და სხვა. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
4.4. 65.0 ათასი ლარი - რელიგიის ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 05 04) პროგრამა ითვალისწინებს რელიგიის პატივისცემას და ხელშეწყობას მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებაში. მოსალოდნელი შედეგები:
5.0. 1,824.0 ათასი ლარი - მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებით და შეღავათით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებისაგან. სოციალური საწარმოების განვითარება, შშმ პირთა უფლებების დაცვა, გენდერული თანასწორება, ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დაცვა, კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა ცხოვრების დონის გაუმჯობესება. მოსალოდნელი შუალედური შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილსაიმედო სანიტარიული ეპიდემოლოგიური ფონდის შექმნა, ეპიდსაწინააღმდეგო პრევენციული ზომების გატარება, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობის დაცვას ინფექციური და გადამდები დაავადებისაგან, ამცირებს ავადობის მაჩვენებელს, გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა და კონტროლი, ეპიდსაწიინაღმდეგო ღონისძიებების დაგეგმვა; იმუნოპროფილაქტიკის დაგეგმვა, საინფორმაციო სისტემის უზრუნველყოფა იმუნოპროფილაქტიკის მონაცემთა რუტინული დამუშავება, ანალიზი, შეფასება, დაზუსტება და ანგარიშგება პარაზიტული დაავადებების პირველადი ეპიდკვლევა, მალარიის სკრინინგული კვლევა. დაავადებების დიაგნოსტიკა, პროფილაქტიკური მკურნალობა, მალარიის დიაგნოსტიკა, სხვა პარაზიტული დაავადებების დიგნოსტიკა, რეკომენდაციების მიწოდება. სანიტარიული ღონისძიებები საგანმანათლებლო, სააღმზრდელო საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა, პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარიული ნორმების დაცვის ზედამხედველობა. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
5.2. 20.0 ათასი ლარი–ჯანდაცვის სხვა ღონისძიებათა პროგრამა (პროგრამული კოდი 0602) წლის განმავლობაში, ზამთრის პერიოდში ვირუსული ინფექციების გავრცელებისას ავადმყოფი მოსახლეობის მკურნალობის დაფინანსება.სხვადასხვა დაავადებათა წინააღმდეგ პროფილაქტიკურ ღონისძიებათა გატარება. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
5.3. 957.0 ათასი ლარი - მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 0603) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. მოსალოდნელი შუალედური შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
5.3.1. 35.0 ათასი ლარი - ომის ვეტერანთა სოციალური დაცვის უზრუნველყოფის პროგრამა (პროგრამული კოდი 060302) ითვალისწინებს ომის ვეტერანთა და მათი ოჯახების ხელშეწყობას, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა ერთჯერად ფულად დახმარებას, ფაშიზმზე გამარჯვების დღის – 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით; ყოველთვიურ ფულად დახმარებას ადგილობრივ ვეტერანებზე და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპული მებრძოლების ოჯახების ფინანსურ მხარდაჭერას, ასევე, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა დღის - 17 ოქტომბრის ღონისძიების ფინანსური მხარდაჭერა, კონკრეტულად:
მოსალოდნელი შუალედური შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
5.3.2. 60.0 ათასი ლარი - ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 060303) ითვალისწინებს მრავალშვილიანი და ახალშობილთა უმწეო ოჯახების, მარტოხელა დედების, დედ-მამით ობოლი ბავშვების და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ერთჯერად დახმარებას, კონკრეტულად:
300-ლარიანი ერთჯერადი ფულადი დახმარება – 5 შვილზე. 400-ლარიანი ერთჯერადი ფულადი დახმარება – 6 შვილზე და ა.შ.
მოსალოდნელი შუალედური შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
5.3.3. 100.0 ათასი ლარი– შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა, რეაბილიტაცია და ამპუტანტ ფეხბურთელთა ხელშეწყობის პროგრამა (კოდი 060304) პროგრამის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ფინანსური მხარდაჭერა, მათი რეაბილიტაცია და რეინტეგრაცია საზოგადოებაში. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე ერთჯერადი დახმარებები. შშმ პირთა უფლებების დაცვის თარიღების აღნიშვნა, კონკრეტულად:
მოსალოდნელი შუალედური შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
5.3.4. 50.1 ათასი ლარი – მარჩენალდაკარგულ და ხანდაზმულ პირთა სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 060305) პროგრამა ითვალისწინებს მარჩენალდაკარგულთა ოჯახების მხარდაჭერას, რომლებსაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის შვილი, კონკრეტულად:
მოსალოდნელი შუალედური შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
5.3.5. 41.9 ათასი ლარი – სადღესასწაულო დღეებში დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 060307) სადღესასწაულო დღეებში (შობა-ახალი წელი და აღდგომა) საზეიმო განწყობის შექმნის მიზნით, მრავალშვილიანი ოჯახების, მარტოხელა დედების, უდედმამო ბავშვების, 100 წელს გადაცილებული პირების და მეორე მსოფლიო ომის მონაწილე პირთა ფინანსური, მატერიალური და მორალური მხარადჭერა. შშმ პირთა უფლებების დაცვის დღის აღსანიშნავი ღონისძიების ფინანსური მხარდაჭერა (14 ივნისი, 3 დეკემბერი), კონკრეტულად:
მოსალოდნელი შუალედური შედეგები:
5.3.6. 80.0 ათასი ლარი – სოფელი ხურჩის მოსახლეობის,უმწეო კატეგორიის სტუდენტთა და დიალიზის პროგრამაზე მყოფ მოქალაქეთა ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების თანადაფინანსება (პროგრამული კოდი 060308) საზღვრისპირა რეგიონის მოსახლეობაზე ზრუნვა და ხელშეწყობა. მგზავრობის საფასურის თანადაფინასება. საზღვრისპირა სოფელ ხურჩის მოსახლეობის ტრანსპორტით მგზავრობის ხარჯების თანადაფინანსება ადგილობრივი ბიუჯეტიდან. ყოველთვიურად ანაზღაურდეს ხარჯები, ს. ხურჩაში გამგებლის წარმომადგენლის და შ.პ.ს მუნიციპალური ტრანსპორტის მიერ წარმოდგენილი და გამგეობის შესაბამისი სამსახურის მიერ დადასტურებული დოკუმენტაციის საფუძველზე. დიალიზის პროგრამაში მყოფი ბენეფიციარების მგაზვრობის ხარჯების დაფინანსება. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მაცხოვრებელი უმწეო კატეგორიის სტუდენტებისათვის (რომლებიც სწავლობენ ადგილობრივ, აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებლებში) ტრანსპორტით მგზავრობის ხარჯების თანადაფინანსების მიზნით, ერთჯერადი 100-ლარიანი დახმარების გაწევა, კონკრეტულად:
მოსალოდნელი შუალედური შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
5.3.7. 90.0 ათასი ლარი – სხვადასხვა მიზეზით უსახლკაროდ დარჩენილთა და დაზარალებულთა ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 060309) ხანძრის, დიდთოვლობის, ქარბუქის, მიწისძვრის, წყალდიდობის, მეწყერის და სხვა სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი და დაზარალებული მოსახლეობისათვის მინიმალური საცხოვრებელი პირობების შექმნა, ყოფითი პირობების გაუმჯობესება, ფინანსური და მორალური თანადგომა. უსახლკაროდ დარჩენილთა ბინის ქირით უზრუნველყოფა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერა, კონკრეტულად:
მოსალოდნელი შუალედური შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
5.3.8. 30.0 ათასი ლარი – დევნილთა მხარდაჭერის პროგრამა (პროგრამული კოდი 060310) დევნილი მოსახლეობის იდენტიფიკაციის, მონაცემთა ბაზის დამუშავების, დევნილთა საყოფაცხოვრებო და კომუნალური პირობების ხელშეწყობის მიზნით გაუთვალისწინებელი სხვა ღონისძიებების ხარჯები. გარდაცვლილი დევნილის ოჯახზე დაკრძალვის ხარჯების ხელშეწყობა, კონკრეტულად:
მოსალოდნელი შუალედური შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
პროგრამის მიზანია: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით. პროგრამა ვრცელდება წელიწადში ერთხელ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ადგილობრივ და დევნილ მოქალაქეებზე (შემდგომში - ბენეფიციარი), რომლებიც არ შედიან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ მოქალაქეთა კატეგორიაში და არ აქვთ სადაზღვევო კომპანიის პოლისი, ასევე იმ მოქალაქეებზე, რომელთაც გააჩნიათ სამედიცინო დაზღვევა, მაგრამ მათთვის საჭირო სამედიცინო მომსახურება არ შედის სადაზღვევო პაკეტში. სამედიცინო მომსახურება და ძვირადღირებული მედიკამენტებით დაფინანსების პროგრამით განსაზღვრულია ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი სამედიცინო მომსახურება წელიწადში ერთხელ შემდეგი დანიშნულების მიხედვით: ა) აბლაცია,სიელმე – ლიმიტი 500 (ხუთასი ) ლარი; ბ) ტომოგრაფია, კორონაროგრაფია – სოციალურად დაუცველთათვის ლიმიტი 500 ლარი, სხვა დანარჩენთათვის – ლიმიტი 250 (ორასორმოცდაათი) ლარი; გ) ძვირადღირებული მედიკამენტები (რომელთა ღირებულება აღემატება 50 ლარს) – სოციალურად დაუცველთათვის ლიმიტი 500 ლარი, სხვა დანარჩენთათვის – ლიმიტი 250 (ორასორმოცდაათი) ლარი; დ) ცერებრალური დამბლითა და აუტიზმით დაავადებულ 18 წლამდე ბავშვთა სარეაბილიტაციო მკურნალობა – ლიმიტი 500 (ხუთასი) ლარი; ე) ქირურგიული ოპერაციის თანადაფინანსება სოციალურად დაუცველთათვის – ლიმიტი 1000 (ათასი) ლარი; ვ) „C” ჰეპატიტის დიაგნოსტიკის თანადაფინანსების ქვეპროგრამა – „C” ჰეპატიტის დიაგნოსტიკა იმ პირებისთვის, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს დაფინანსდეს დიაგნოსტიკის დადგენილი ღირებულების 30%-ით. ყველა სხვა მოსარგებლისთვის – 70 %. მაქს. ლიმიტი – 500 (ხუთასი) ლარი. მოსალოდნელი შუალედური შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
5.4. 55.0 ათასი ლარი – სოციალურად დაუცველი მოსახლეობის გათბობის საშუალებებით მხარდაჭერის პროგრამა (პროგრამული კოდი 0604) პროგრამის მიზანია: სოციალურიად დაუცველი მოსახლეობისათვის გათბობის საშუალებებით მხარდაჭერის განხორციელება, პროექტით გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტში მაცხოვრებელ 2300 ბენეფიციარზე, რომელთაც ოჯახების შეფასების სარეიტინგო ქულა 65-ე ნაკლებია, კონკრეტულად:
მოსალოდნელი შუალედური შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
5.5. 588.0 ათასი ლარი – უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროგრამა (პროგრამული კოდი 0605) პროგრამის მიზანია: უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, კონკრეტულად:
მოსალოდნელი შუალედური შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
5.6. 60,0 ათასი ლარი - სოციალურად დაუცველი ოჯახების და მოწყვლადი ჯგუფების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების მიერ წარმოდგენილი პროექტების თანადაფინანსების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 06) პროგრამის მიზანია: სოციალურად დაუცველი ოჯახების და მოწყვლადი ჯგუფების, შშმ პირთა, მრავალშვილიანი ოჯახების, მარტოხელა მოხუცების , მარტოხელა დედების, დედ-მამით ობოლი ბავშვების, სმენადაქვეითებული და მეტყველებას მოკლებულთა, უსინათლოთა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა, გენდერულ საკითხთა და სოციალური საწარმოების ხელშეწყობის მიზნით წარმოდგენილი პროექტების თანადაფინანსება. წარმოდგენილი პროექტების შერჩევა მოხდეს გამგებლის მიერ დამტკიცებული დებულებისა და კრიტერიუმების შესაბამისად სპეციალური შექმნილი კომისიის მიერ. |
მუხლი 10 |
მარეგულირებელი ნორმები
1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის ასიგნებების დაფინანსება განხორციელდეს ზუგდიდის ბიუჯეტის ერთიანი ანგარიშიდან მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის მეშვეობით; 2. 2016 წლის ბიუჯეტის ასიგნებებთა გადანაწილება წლიური ასიგნების ფარგლებში განხორციელდეს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ საბიუჯეტო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით. შესაბამის საკითხზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ განსაზღვრული წესით; 3. 2016 წლის განმავლობაში ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების მუშაკებზე პრემიები გაიცეს შესაბამისი ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნების ფარგლებში, საკრებულო მიერ დამკიცებული წესის შესაბამისად. 4. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერი - 230,0 ათასი ლარი მიიმართოს მათ შორის: ა) 122,0 ათასი ლარი – საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამების და საფინანსებლად. ბ) 88,0 ათასი ლარი – ,,სამხედრო ვალდებულების და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილების განსახორციელებელ ღონისძიებათა დასაფინანსებლად. გ) 10,0 ათასი ლარი – ,,სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა, ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდაყოფის შესახებ „საქართველოს კანონით“ განსაზღვრულ უფლებამოსილებების ღონისძიებათა დასაფინანსებლად. დ) 10,0 ათასი ლარი – იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა შესახებ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად. |
მუხლი 11 |
სკოლამდელ დაწესებულებათა ქსელში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების ზრდა
სკოლამდელ დაწესებულებათა ქსელში დასაქმებულ მუშაკთა ხელფასი 2016 წლიდან გაიზარდოს 30% პროცენტით. |
მუხლი 12 |
სარეზერვო ფონდი
2016 წლის სარეზერვო ფონდის მოცულობა განისაზღვროს 254,5 ათასი ლარის ოდენობით და მისი ხარჯვა განხორციელდეს გამგებლის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის - ბრძანების საფუძველზე. |
თავი III
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
მუხლი 13 |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
|
დოკუმენტის კომენტარები