დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 45 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 07/03/2016 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/03/2016 |
ძალაში შესვლის თარიღი | 24/03/2016 |
სარეგისტრაციო კოდი | 230210000.22.033.016858 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით (ვებგვერდი, 31/07/2012, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.016424) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) საერთაშორისო საავიაციო ან საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებლად განკუთვნილი საწვავის ან/და საპოხი საშუალებების ან ასეთი რეისების განხორციელებისას მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო საქონლის იმპორტისას;“.
2. 104-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 104. ინფორმაცია და დოკუმენტები საერთაშორისო საავიაციო ან საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებელი საწვავის ან/და საპოხი საშუალებების, ან ასეთი რეისების განხორციელებისას მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო საქონლის იმპორტისას 1. საერთაშორისო საავიაციო ან საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებელი საწვავის ან/და საპოხი საშუალებების, ან ასეთი რეისების განხორციელებისას მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო საქონლის იმპორტისას, საგადასახადო ორგანოს საბაჟო დეკლარაციასთან ერთად წარედგინება არანაკლებ იმპორტის გადასახდელების თანხის შესაბამისი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა უნდა შეადგენდეს სულ ცოტა 60 კალენდარულ დღეს გარანტიის წარდგენიდან. 2. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, მოითხოვოს გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულების შესრულება ამ ინსტრუქციის 35-ე მუხლის შესაბამისად. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქონლის ბორტზე ფაქტობრივად მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტები ინახება დეკლარანტთან და მოთხოვნისამებრ წარედგინება საგადასახადო ორგანოს. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქონლის აღრიცხვისა და საბაჟო კონტროლის განხორციელების მიზნით, გამოიყენება ანგარიშგების ფორმები „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის №IV-08 და №IV-09 დანართების შესაბამისად, ხოლო საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მიწოდებული საწვავის ან/და საპოხი საშუალებების შემთხვევაში, აგრეთვე ამ მუხლის მე-6 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია. 5. დეკლარანტი ვალდებულია, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების ფორმები გაფორმების საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარანტიის ვადის ამოწურვამდე. 6. საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე საწვავის ან/და საპოხი საშუალებების მიწოდების შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი და მე-3–მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულთან ერთად, დეკლარანტი ვალდებულია: ა) ასეთი საქონლის ბორტზე მიწოდების განზრახვის თაობაზე ინფორმაცია (რომელიც უნდა შეიცავდეს მონაცემებს გემის მიერ მოთხოვნილი საწვავის ან/და საპოხი საშუალებების შესახებ) მიწოდების ოპერაციის დაწყებამდე მიაწოდოს საგადასახადო ორგანოს გადასახადის გადამხდელის პირადი გვერდის მეშვეობით. ამასთან, აღნიშნული ინფორმაციის დაზუსტება შესაძლებელია საქონლის მიწოდების ოპერაციის განხორციელებამდე; ბ) ბორტზე მიწოდების თითოეული ოპერაციის განხორციელებისას, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში ელექტრონულად (გადასახადის გადამხდელის პირადი გვერდის მეშვეობით) ასახოს შემდეგი ინფორმაცია: ბ.ა) საქონლის მიმწოდებლის დასახელება და საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი; ბ.ბ) საქონლის მყიდველის დასახელება და საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ბ.გ) მიწოდებული საქონლის დასახელება, რაოდენობა (ლ/კგ); ბ.დ) გემის დასახელება და IMO ნომერი; ბ.ე) რეისის ნომერი; ბ.ვ) საქონლის მიწოდების თარიღი; გ) ბორტზე მიწოდების თითოეულ ოპერაციაზე, შესაბამისი სურვეირული მომსახურების გამწევი პირის მიერ გაფორმებული აქტის მონაცემების გათვალისწინებით შეავსოს „საწვავის ან/და საპოხი საშუალებების მიღება-ჩაბარების აქტი“ ამ ინსტრუქციის №XXIII-01 დანართის შესაბამისად და დაუყოვნებლივ მიაწოდოს საგადასახადო ორგანოს ელექტრონულად (გადასახადის გადამხდელის პირადი გვერდის მეშვეობით). 7. საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე საწვავის ან/და საპოხი საშუალებების მიწოდების ოპერაციაში მცურავი გემის (ბუნკირების გემი) გამოყენების შემთხვევაში, ბუნკირების გემი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: ა) მინიჭებული ჰქონდეს საგადასახადო ორგანოში ნავთობის დისტილატების სტაციონარული ობიექტის შვიდნიშნა სარეგისტრაციო ნომერი; ბ) გააჩნდეს დადგენილი წესით დაკალიბრებული რეზერვუარი; გ) აღჭურვილი იყოს რეზერვუარში განთავსებული, მიღებული და გაცემული ნავთობპროდუქტის რაოდენობის განმსაზღვრელი მეტროლოგიურად დამოწმებული მოწყობილობებით (მრიცხველი, რომლითაც იზომება რეზერვუარში შესული ან რეზერვუარიდან გაცემული ნავთობპროდუქტი, აგრეთვე რეზერვუარში არსებული ნავთობპროდუქტის მზომი ხელსაწყო); დ) შესაძლებელი იყოს ნავთობპროდუქტის რაოდენობის განმსაზღვრელი მრიცხველის დალუქვა საგადასახადო ორგანოს მიერ; ე) მრიცხველის სიზუსტის დამოწმება განხორციელდეს ყოველწლიურად. 8. საწვავის ან/და საპოხი საშუალებების საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მიწოდების ან ბუნკირების გემში ჩასხმის თითოეულ ოპერაციაზე მიწოდებული საქონლის რაოდენობა იზომება შესაბამისი სურვეირული მომსახურების გამწევი პირის მიერ, სათანადო აქტის გაფორმებით.“.
3. 104-ე მუხლის შემდეგ დაემატოს დანართი №XXIII-01 თანდართული რედაქციით.
|
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. |
|
დოკუმენტის კომენტარები