„სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები სამტრედიის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/03/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/03/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 08/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.120.016199
8
07/03/2016
ვებგვერდი, 14/03/2016
010250050.35.120.016199
„სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სამტრედიის მუნიციპალიტეტი
 

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8

2016 წლის 7 მარტი

ქ. სამტრედია

 

 

,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
1. საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ პუნქტის  „გ.ბ“ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის №25 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებპორტალი, 29.09.2014წ., სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.120.016126) შეტანილ იქნეს ცვლილება.

 2. ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის №25 დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ”

3. ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის №25 დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1

დამტკიცდეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულება (დანართი №1).

4. ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის №25 დადგენილებით დამტკიცებული სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულება".

 5. ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის №25 დადგენილებით დამტკიცებული სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების პირველი მუხლის სათაური და ამ მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 1. გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური

1. გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას; წინადადებების შემუშავებას სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მართვის სფეროში; წინადადებების შემუშავებას მუნიციპალური მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების და კულტურის სხვა დაწესებულებების მართვის სფეროში; წინადადებების შემუშავებას მუნიციპალური სპორტული დაწესებულებების მართვის სფეროში."

6. ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის №25 დადგენილებით დამტკიცებული სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების:

ა) მე-3 მუხლის ა ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას;";

ბ) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ი1 ქვეპუნქტი:

„ი1) მატერიალური  და  არამატერიალური  მემკვიდრეობის,  ყოველ   ისტორიულ ეპოქაში  შექმნილი  კულტურული  და  შემოქმედებითი  მოღვაწეობის  ნიმუშების, ფოლკლორის,   ისტორიული  მოღვაწეობის  ნიმუშების, ისტორიულ-არქეოლოგიურ, ეთნოგრაფიულ.  რელიგიურ,  ესთეტიკურ,  მხატვრულ  და  სხვა  ღირებულებათა  აღრიცხვა, დაცვა, შენარჩუნება და პოპულარიზაცია. მნიშვნელოვანია ხელოვნების  დარგების  პოპულარიზაცია, ხელოვნების  მენეჯმენტის,  კულტურული ტურიზმის  განვითარების  უზრუნველყოფა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და ამ მიზნით მისი სისტემატური შემოწმება;  ძეგლებისა  და  ძეგლის  ნიშნის მქონე ობიექტების გამოვლენა. კულტურული მემკვიდრეობის ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა. შესაბამის  სახელმწიფო ორგანოებთან ერთად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ხელყოფის აღკვეთა;";

გ) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ი2 ქვეპუნქტი:

,,ი2) სამსახური ზედამხედველობას უწევს განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სფეროში სამტრედიის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ მათ  მოვალეობათა  შესრულებას."

7. ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის №25 დადგენილებით დამტკიცებული სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. სამსახურის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის და ტურიზმის მიმართულების ფუნქციები

სამსახური განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის და ტურიზმის მიმართულებით დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) განათლების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;

ბ) განათლების მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;

გ) სააღმზრდელო დაწესებულებების მართვას;

დ) კულტურის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;

ე) კულტურის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;

ვ) ძეგლთა დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;

ზ) ძეგლთა დაცვის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;

თ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური მუზეუმების, კულტურის სახლების, თეატრების, სახელოვნებო სკოლების და კულტურის სხვა დაწესებულებების მართვას;

ი) მატერიალური  და  არამატერიალური  მემკვიდრეობის,  ყოველ   ისტორიულ ეპოქაში  შექმნილი  კულტურული  და  შემოქმედებითი  მოღვაწეობის  ნიმუშების, ფოლკლორის,   ისტორიული  მოღვაწეობის  ნიმუშების, ისტორიულ–არქეოლოგიურ, ეთნოგრაფიულ.  რელიგიურ,  ესთეტიკურ,  მხატვრულ  და  სხვა  ღირებულებათა  აღრიცხვა, დაცვა, შენარჩუნება და პოპულარიზაციას. მნიშვნელოვანია ხელოვნების  დარგების  პოპულარიზაცია, ხელოვნების  მენეჯმენტის,  კულტურული ტურიზმის  განვითარების  უზრუნველყოფას. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და ამ მიზნით მისი სისტემატური შემოწმებას;  ძეგლებისა  და  ძეგლის  ნიშნის მქონე ობიექტების გამოვლენას. კულტურული მემკვიდრეობის ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნას. შესაბამის  სახელმწიფო ორგანოებთან ერთად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ხელყოფის აღკვეთას;";

კ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ ჯამბურია