„საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 113
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 04/06/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 15, 23/06/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 16/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 010.190.040.05.001.001.483
  • Word
113
04/06/2004
სსმ, 15, 23/06/2004
010.190.040.05.001.001.483
„საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

               მუხლი 1. „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04. 1998, გვ.201) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 25. საპენსიო უზრუნველყოფა და გარანტიები

1. პარლამენტის ყოფილ წევრს ენიშნება პენსია და მიეცემა კომპენსაცია კანონით დადგენილი წესით.

2. პარლამენტის ყოფილი წევრის პენსიის ოდენობა იცვლება მოქმედი პარლამენტის წევრის ხელფასის (თანამდებობრივი განაკვეთის) ოდენობის ცვლილების შესაბამისად.

3. პარლამენტის წევრის, აგრეთვე ყოფილი პარლამენტის წევრის შრომისუნარიანობის დაქვეითების შემთხვევაში (ასევე იმ პირის, რომლის შრომისუნარიანობა დაქვეითდა პარლამენტის წევრად არჩევამდე) საპენსიო ასაკის მიღწევამდე პენსიის გაანგარიშება ხდება პენსიის დანიშვნის მომენტისათვის პარლამენტის წევრის ხელფასის (თანამდებობრივი განაკვეთის) სრული ოდენობიდან.“.

2. 26-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პარლამენტის წევრის დაღუპვის (გარდაცვალების) შემთხვევაში მის არასრულწლოვან შვილს (შვილებს) და კმაყოფაზე მყოფ ან შრომისუუნარო მეუღლეს ენიშნება პენსია დანიშვნის მომენტისათვის პარლამენტის წევრის ხელფასის (თანამდებობრივი განაკვეთის) სრული ოდენობით, თითოეულს თანაბარი პროპორციით.“.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 4 ივნისი.

№113-Iს