,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 აგვისტოს N34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 აგვისტოს N34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები ახმეტის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/03/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/03/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 01/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.162.016371
9
07/03/2016
ვებგვერდი, 11/03/2016
010250020.35.162.016371
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 აგვისტოს N34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ახმეტის მუნიციპალიტეტი
 

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება  №9

2016 წლის 7 მარტი

ქ. ახმეტა

 

 

,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 აგვისტოს №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ”  ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 აგვისტოს №34 დადგენილებაში (www.mats№e.gov.ge, 11/08/2014, 010250020.35.162.016251) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1.დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,, ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება; “

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,, ლ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება;“

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,, ო) სამსახურებრივი გადაცდომის ან/და დაწესებულების მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმებისა და აღმოჩენის მიზნით სამსახურებრივი შემოწმების ღონისძიებების განხორციელება, ხოლო დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, გამგებელთან შეთანხმებით, მასალების შესაბამის ორგანოში გადაგზავნა;“

4. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) შიდა აუდიტორული შემოწმების განხორციელებამდე შიდა აუდიტის ობიექტს წარუდგინოს აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმა;“

5. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,გ) შიდა  აუდიტორული  ანგარიშის  პროექტი  გონივრული  ვადის  მითითებით  გაუგზავნოს  შიდა  აუდიტის ობიექტს   ანგარიშში   ასახულ   საკითხებთან   დაკავშირებით   საკუთარი   მოსაზრების   და   რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმის წარმოდგენის მიზნით;“

6. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) შიდა  აუდიტის  წლიური  ანგარიში  მომდევნო  წლის  იანვრის  ბოლომდე  წარუდგინოს   გამგებელს, საკრებულოს და ჰარმონიზაციის ცენტრს;“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ჯუგაშვილი