დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის №43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 8 |
| დოკუმენტის მიმღები | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 02/03/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/03/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.113.016261 |
|
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის №43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
1.
შევიდეს ცვლილება ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის №43 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/01/2016/წ. სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.113.016250) და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:
გაიზარდოს შემოსავლების ნაწილში ტრანსფერები (კაპ. ტრანსფერი) 1 404 547ლარით საქართველოს მთავრობის 2016 წლის 19 თებერვლის №265 განკარგულებით ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“, ოზურგეთის მუნიციპალიტეტს გამოეყო 1 404 547ლარი. მათ შორის: - პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების განსახორციელებლად - 1 404 547ლარი; შესაბამისად გაიზარდოს: |
ა)
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები არაფინანსური აქტივების ზრდის ნაწილში, სხვა შენობა-ნაგებობები (ორგანიზაციული კოდი 03 03 -61.1.1.11) – 1 404 547ლარით; |
2.
დადგენილების დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
3.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
თავი I
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი
|
მუხლი 1.
ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 2.
ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 3.
ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს ბიუჯეტის შემოსავლები 14234,6 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 4.
ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს ბიუჯეტის გადასახადები 1988,1 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 5.
ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს ბიუჯეტის გრანტები 9823,743 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 6.
განისაზღვროს ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 1018,2 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: |
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 7.
ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს ბიუჯეტის ხარჯები 8858,6ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 8.
ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 6485,8 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
1. განისაზღვროს ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 6925,8 ათასი ლარის ოდენობით. 2.განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 440,0 ათასი ლარის ოდენობით.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 9.
ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროსმუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 10.
ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 170,0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილებების საფუძველზე, რომელიც მოიცავს ინფორმაციას თანხის ოდენობასა და მიზნობრიობის შესახებ. |
მუხლი 11.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
1.
დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი, 174 ათასი ლარი მიიმართოს: |
ა)
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 44,0ათასი ლარი; |
ბ)
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 118,0ათასი ლარი; |
გ)
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 8,0 ათასი ლარი; |
დ)
„სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 4,0 ათასი ლარი; |
2.
„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“-ს 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება.
|
მუხლი 12.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს ამ დადგენილების მე-16 მუხლის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
|
თავი II
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
პრიორიტეტები და პროგრამები/ქვეპროგრამები
განისაზღვროს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ძირითადი პრიორიტეტები (პროგრამული კლასიფიკაციის პირველი დონე), მათ ფარგლებში განსახორციელებელი პროგრამები (მეორე დონე) და ქვეპროგრამები (მესამე დონე) შემდეგი რედაქციით:
|
მუხლი 13.
.ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია |
(პროგრამული კოდი 03 00)
პრიორიტეტის ბიუჯეტი: 3 295 600 ლარი მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა შენახვა და დაფინანსება. 13.1საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მდგომარეობის შენარჩუნება. 2016 წელს დაგეგმილია მუნიციპალიტეტის სოფლებში სავალი ნაწილის მიმდინარე შეკეთების სამუშაოები. კვლავ აქტუალური რჩება მუნიციპალური ტრანსპორტის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა. ავტოპარკი შედგება 6 ერთეული მოძველებული ,,პაზიკის’’-ს ტიპის ავტობუსისგან, რომლებიც სრულყოფილად ვერ უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტში შემავალი 4 დაბისა და 74 სოფლის მოსახლეობის, მათ შორის სოციალურად დაუცველი კატეგორიისა და პედაგოგების მგზავრობის შეღავათიან, სრულფასოვან მომსახურებას. 13.1.1 გზების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 01 01) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ქონების მართვის სამსახური. ქვეპროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და მგზავრთა შეუფერხებელი, კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილება; ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებული შიდა მნიშვნელობის გზების მდგომარეობის შენარჩუნება, სავალი ნაწილის, ტროტუარებისა და მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება და სანიაღვრე არხების გაწმენდა. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: მგზავრთა შეუფერხებელი, კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილება. შედეგების შეფასების ინდიკატორები: · პროგრამის დასრულების შემდგომ რეაბილიტირებული გზების, მათ შორის ისტორიულ და ტურისტულ ობიექტებთან მისასვლელი გზების რაოდენობრივი მაჩვენებელი (გრძივი მეტრი, კვადრატული მეტრი, კუბური მეტრი); · გადაადგილებისათვის საჭირო დროს შემცირება რეაბილიტაციის შემდეგ მოცემულ მონაკვეთზე; 13.1.2 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საწარმო შ.პ.ს. ,,მუნიციპალური ტრანსპორტი'' (პროგრამული კოდი 03 01 02) ქვეპროგრამის განმახორციელებელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შ.პ.ს. ,,მუნიციპალური ტრანსპორტი“ ქვეპროგრამის ფარგლებში 2016 წლის განმავლობაში კვლავ აქტუალური რჩება მუნიციპალური ტრანსპორტის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა, სკოლის მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის უფასო მომსახურების გაწევა. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: · მგზავრთა კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილება; · მუნიციპალიტეტის საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება; · გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობის ზრდა; შედეგების შეფასების ინდიკატორები: · მუნიციპალური ტრანსპორტის მომსახურებით მოსარგებლე მოსახლეობის რაოდენობრივი მაჩვენებლის ზრდა; 13.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარე განათების ქსელის გაფართოება, მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯების შესამცირებლად გარე განათების ქსელში განხორციელდება ფოტონების დამონტაჟება. მუნიციპალიტეტის სოფლებში წყალსადენის შიდა ქსელის რეაბილიტაცია და ინფრასტრუქტურის სამუშაოების ჩატარება. 13.2.1 ა(ა)ი.პ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და არქიტექტურული დაგეგმარების ცენტრი (პროგრამული კოდი 03 02 01) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და არქიტექტურული დაგეგმარების ცენტრი“ მოსალოდნელიშედეგი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების განაშენიანების გენერალური გეგმისა და გეოინფორმაციული მოდელის მომზადება. მიწათსარგებლობის მონაცემთა ბანკის შექმნა. ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტების შემუშავება და შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაციის ოპერატიულად მომზადება. შედეგების შეფასების ინდიკატორები: · შემუშავებული პროექტებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის რაოდენობა; · მიწათსარგებლობის მონაცემთა ბანკის ბაზაში წლის განმავლობაში შეყვანილი მოსახლეობის რაოდენობა; 13.2.2 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობა(პროგრამული კოდი 03 02 02) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ქონების მართვის სამსახური. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვა და მათი ხელშეწყობის პროგრამების შემუშავება ადგილობრივი თვითმმართველობის კომპენტეციას განეკუთვნება. თანადაფინანსების სახით ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებული იქნა 50 000 ლარი. მოსალოდნელი შედეგი: · მუნიციპალიტეტის იმ სოფლებში, სადაც განლაგებულია მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები, მათი იერსახის გალამაზება და მოსახლეობისათვის სასიამოვნო და უსაფრთხო გარემოს შექმნა; · ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წევრებისათვის საცხოვრებელი სახლების სარემონტო, გასამაგრებელი და შიდა კომუნალური პირობების მოწესრიგების სამუშაოების დაფინანსებაში თანამონაწილეობა; შედეგების შეფასების ინდიკატორები: · დარეგისტრირებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების რაოდენობა; · თანადაფინანსებით გარემონტებული საცხოვრებელი სახლების რაოდენობა; · მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით გახარჯული თანხების პროცენტული თანაფარდობა მთლიან თანხასთან; 13.2.3 თვითმმართველი თემი-ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ა(ა)ი.პ. - მუნიციპალური მომსახურების ცენტრი (პროგრამული კოდი 03 02 03) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: თვითმმართველი თემი - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ,,მუნიციპალური მომსახურების ცენტრი“ მუნიციპალიტეტის ერთ–ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა, შესაბამისად ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის სოფლებში, განსაკუთრებით ზღვისპირა საკურორტო ზოლში სანიტარული წესრიგის შენარჩუნება და გაუმჯობესება; ნარჩენების სრული იზოლირება მოსახლეობისა და გარემოსაგან; ღია ნაგავსაყრელის პოლიგონის მოვლა, დამსვენებელთა და ტურისტთა მაქსიმალურად მოზიდვის მიზნით. ჩამოთვლილი მიზნების განსახორციელებლად შეძენილი იქნება ერთი ერთეული პლაჟის დასუფთავებისა და ნარჩენებისაგან გამწმენდი სპეციალური მანქანა. მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა–დასუფთავება და ნარჩენების გატანა. გაგრძელდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და დაბა ურეკის ტერიტორიაზე დიდი და პატარა დამატებითი ურნების დადგმის პროცესი. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი ღონისძიებები: გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია, მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახდის შეუფერხებელი დაფარვა; მაწანწალა ცხოველების დაჭერა და მათი გადაყვანა სპეციალიზირებულ თავშესაფარში, რითაც უზრუნველყოფილი იქნება მათი რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა და შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილება; არსებული სკვერებისა და პარკების მოვლა, ახალი ხეების დარგვა და გამწვანების ზოლებში ყვავილებისა და სხვა დეკორატიული მცენარეების განაშენიანება. მუნიციპალიტეტის სოფლების ადმინისტრაციულ ცენტრებსა და მის შემოგარენში გამწვანების სამუშაოების ჩატარება, ხეების გადაბელვა–ფორმირება, ზეხმელი და ავრიული ხეების მონიშვნა, შემდგომში მოჭრა–დამუშავება და გატანა. მცენარეთა შესყიდვა დარგვის თანმდევი მომსახურებით. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: · განათებული მუნიციპალიტეტი; · მოსახლეობის გაუმჯობესებული სანიტარული პირობები; · მუნიციპალიტეტის იერსახის გალამაზება და მოსახლეობისა და ტურისტებისათვის სასიამოვნო, ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნა; შედეგების შეფასების ინდიკატორები: წლის განმავლობაში დამონტაჟებული ახალი სანათების რაოდენობა; წლის განმავლობაში შეზენილი და მუნიციპალიტეტის სოფლებში დამატებით განთავსებული სანაგვე ბუნკერების რაოდენობა; მუნიციპალიტეტის სოფლებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის ინტენსივობის მაჩვენებელი (მაგალითად, კვირის განმავლობაში რამდენჯერ); მოწესრიგებული და მოვლილი სასაფლაოების რაოდენობა; დასუფთავებული და კეთილმოწყობილი სოფლის ცენტრების რაოდენობა; 13.2.4 ინფრასტრუქტურის სამუშაოები (პროგრამული კოდი 03 02 04) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ქონების მართვის სამსახური. პროგრამა ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის განკარგულებებით, მუნიციპალური განვითარების ფონდის, გრანტებითა და სხვა წყაროებიდან გამოყოფილი თანხებით განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ასევე, მუნიციპალიტეტის მთაგორიანი რელიეფის მქონე სოფლებში რთულ მონაკვეთებზე ბეტონის გზის საფარის მოწყობას. 2016 წელს დასრულდება 2 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა სოფელ ბახვსა და ცხემლისხიდში, სოფელ ჯუმათში დასრულდება წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: · მუნიციპალიტეტის მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა; · მგზავრთაშეუფერხებელი, კომფორტულიდაუსაფრთხოგადაადგილება; · სოფლის მეურნეობის მოსავლის შეუფერხებელი გამოტანა სავარგულებიდან; · სოციალურად დაუცველი, შეჭირვებული მოსახლეობის დახმარება; შედეგების შეფასების ინდიკატორები: § შემცირებული ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა გზის იმ მონაკვეთებზე, სადაც განხორციელდა ქვეპროგრამა; § დაგებული ბეტონის გზის საფარის რაოდენობა (კვ. მეტრი, ან გრძივი მეტრი); 13.2.5 გარე განათება (პროგრამული კოდი 03 02 05) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ,,მუნიციპალური მომსახურების ცენტრი“ დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნციპალიტეტის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარეგანათების არსებული ქსელის ექსპლუატაცია, ასევე მოეწყობა ახალი სანათი წერტილები. მოსალოდნელიშედეგი: · მუნიციპალიტეტის სოფლების იერსახის გალამაზება და მოსახლეობისათვის სასიამოვნო გარემოს შექმნა; · მოსახლეობისათვისუსაფრთხოგარემოსშექმნა; შედეგების შეფასების ინდიკატორები: · წლის განმავლობაში დამონტაჟებული ახალი ლამპიონების რაოდენობა; · განათებული უბნების რაოდენობა; 13.2.6 წყალსადენის შიდა ქსელის ექსპლოატაცია და რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 06) წლების განმავლობაში მუნიციპალიტეტის სოფლების აბსოლუტურ უმრავლესობაში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფა, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში. მუნიციპალიტეტის ბალანსზე ირიცხება მთისპირი-ასკანის, ლაითურის, ნასაკირალის ლიხაურისა და ჯუმათის წყალმომარეგების სისტემები, რომელთა აღდგენა-რეაბილიტაცია და მოსახლეობისათვის უსაფრთხო სასმელი წყლის მიწოდების ღონისძიებების უზრუნველყოფა ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება. მოსალოდნელი შედეგი: · მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობისათვის უსაფრთხო სასმელი წყლის მიწოდება; · ტექნიკურად გამართული წყალმომარაგების სისტემისშექმნა და არსებულის რეაბილიტაცია, ექსპლოატაციადა განვითარება; · სასმელი წყლის ხარისხის დამტკიცებულ რეგლამენტთან შესაბამისობაში მოყვანის უზრუნველყოფა; შედეგების შეფასების ინდიკატორები: · წლის განმავლობაში რეაბილიტირებული წყალსადენი სისტემის რაოდენობა; · რეაბიტირებული წყალსადენის ექსპლოატაციაში გაშვების შემდეგ სასმელი წყლით მოსარგებლე დარეგისტრირებული აბონენტების რაოდენობა; 13.3 სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები (პროგრამული კოდი 03 03) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ქონების მართვის სამსახური. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოყოფილი თანხებით განხორციელდება მხოლოდ ის პროექტები, რომლებსაც მოსახლეობის უმრავლესობა მიანიჭებს პრიორიტეტს სოფლის საერთო კრებაზე. მოსალოდნელიშედეგი: · სოფლის მოსახლეობის მიერ პრიორიტეტებად მიჩნეული პროექტების განხორციელება; · განვითარებული ინფრასტრუქტურის შექმნა სოფელში; შედეგებისშეფასებისინდიკატორები: · სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტების რაოდენობრივი მაჩვენებელი; · მოსახლეობის დამოკიდებულება განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტის მიმართ; · 13.4 საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოები, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო და ექსპერტიზის თანხა (პროგრამული კოდი 03 04) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ქონების მართვის სამსახური. აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტში სამშენებლო-სამონტაჟო და სარეაბილიტაციო ობიექტების აღრიცხვა-დაპროექტება, საპროექტო ორგანიზაციის მიერ ტექნიკური ნახაზებისა და ხარჯთაღრიცხვების შესრულება. მოსალოდნელი შუალედური შედეგი: · შესრულებული და წარმოდგენილი სახარჯთაღრიცხვო პროექტების მაღალი ხარისხი; · სამშენებლო ნორმებისა და ტექნიკური პირობების შესრულების კონტროლი; შეფასების კრიტერიუმი: · ექსპერტთა შეფასება; · შექმნილი საპროექტო დოკუმენტაციის რაოდენობა; 13.5 კეთილმოწყობის ღონისძიებები(პროგრამული კოდი 03 05) მუნიციპალიტეტის მცხოვრებთა საჭიროებისა და პრობლემების მოსაგვარებლად აუცილებელი, გადაუდებელი კეთილმოწყობითი ღონისძიებების განხორციელება. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სოფლის ცენტრების კეთილმოწყობის სამუშაოები - შეღობვა, გამწვანება, უკაბელო ინტერნეტით უზრუნველყოფა და ახალგაზრდებისათვის მიმზიდველი გარემოს სექმნა. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ქონების მართვის სამსახური. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: · მუნიციპალიტეტის სოფლების ადმინისტრაციულ ცენტრებში მოწესრიგებული ინფრასტრუქტურული სივრცის მოწყობა; · ახალგაზრდებისათვის მიმზიდველი დასვენებისა და გართობის გარემოს შექმნა; · სოფლის მოსახლეობის მომსახურების გაუმჯობესება; შედეგების შეფასების ინდიკატორები: კეთილმოწყობილი და დაცული ობიექტების რაოდენობა წლის განმავლობაში; მოსახლეობის კმაყოფილების დონე; ქვეპროგრამის ღონისძიებებში ჩართული სოფლის ახალგაზრდების რაოდენობა; 13.6 მოქალაქეთა ქონების რეგისტრაციის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 03 06) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ქონების მართვის სამსახური. მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის ქონების რეგისტრაციის პროცედურაში ხელშეწყობა. კერძოდ: სარეგისტრაციო დოკუმენტაციისა და თანამგზავრული აზომვითი ნახაზების მომზადებაში თანამონაწილეობა. მოსალოდნელიშედეგი: · მუნიციპალიტეტის მასშტაბით დარეგისტრირებული (აღრიცხული) ქონების ბაზის შექმნა; · ქვეპროგრამის განხორციელებით მოსახლეობისათვისშეღავათიანი გარემოსშექმნა; შედეგების შეფასების ინდიკატორები: · ქვეპროგრამაში მონაწილე მოსახლეობის რაოდენობა; · ქვეპროგრამაში მონაწილე პირისთვის მიღებული ფინანსური სარგებელი (ეკონომია); 13.7 სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 03 07) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ქონების მართვის სამსახური. მოსალოდნელი სტიქიის შემთხვევაში საქართველოს მთავრობის განკარგულებით გამოყოფილი ასიგნებების ოპერატიულად წარმართვა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ეფექტურად განსახორციელებლად. მოსალოდნელი შედეგი: · მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსალოდნელი სტიქიის შედეგების (ჩახერგილი გზები, კალაპოტიდან ამოვარდნილი მდინარეების, მეწყერული მოვლენების შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების და დაზიანებული კერების სალიკვიდაციო ღონისძიებების ოპერატიულადგანხორციელება; · მოსახლეობისათვისუსაფრთხოგარემოსშექმნა; შედეგების შეფასების ინდიკატორები: · გადარჩენილი და სტიქიას გარიდებული მოსახლეობის რაოდენობა; · ოპერატიულობა (დროის ერთეულში განხორციელებული სალიკვიდაციო სამუშაოების მოცულობა); · პრევენცია (მომავალში ანალოგიური სტიქიური მოვლენებისაგან თავის არიდებისათვის განხორციელებული ღონისძიებების ჩამონათვალი); 13.8 ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ფერმერული მეურნეობის განვითარების ცენტრი (პროგრამული კოდი 03 08) პროგრამის მიზანია სასოფლო სამეურნეო პროდუქციის ზრდა, არსებული სასოფლო სამეურნეო ტექნიკისა და ტექნოლოგიური მოწყობილობების ეფექტური გამოყენება; სასოფლო სამეურნეო ტექნიკის სერვის–ცენტრებში ადგილობრივი და მოწვეული სპეციალისტების მიერ ფერმერებისათვის სწავლების ჩატარება და საკონსულტაციო მომსახურეობა მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე; სასათბურე მეურნეობების განვითარება, სანერგე მეურნეობების შექმნა, მაღალ ხარისხიანი, ჯიშიანი ნერგების გამოყვანა არსებული ამორტიზირებული და არარენტაბელური ბაღების ჩასანაცვლებლად, მოსალოდნელი ეკონომიკური ზიანის მინიმიზირების უზრუნველყოფის მიზნით საკარანტინო მავნებლების გავრცელების წინააღმდეგ ღონისძიებების ჩატარება; მეცხოველეობის გავითარების მიზნით ახალი თანამედროვე საკვები ბაზის შესაქმნელად პროექტების მოზიდვა-განხორციელება; ძირეული ცვლილებები მეღორეობაში-ახალი მეხორცული ჯიშების იორკშირი, ლანდრასის მიღება ხელოვნური განაყოფიერების გზით. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ფერმერული მეურნეობის განვითარების ცენტრი მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: · მოსახლეობაში ფერმერული მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა და სოფლის მეურნეობაში არსებული ახალი ნოვაციების მიწოდება; · შექმნილი სადემონსტრაციო ნაკვეთი ; · ენდემური ვაზის ჯიშების ნერგების გამოყვანა და მოსახლეობისათვის მიწოდება; · მეღორეობაში ხელოვნური განაყოფიერების მეთოდის დანერგვის ხელმისაწვდომობა მოსახლეობისათვის; შედეგების შეფასების ინდიკატორები: ხელოვნური განაყოფიერების გზით მიღებული გოჭების რაოდენობა; ინფორმირებული მოსახლეობის რაოდენობა;
|
მუხლი 14.
განათლება (პროგრამული კოდი 04 00) |
პრიორიტეტის ბიუჯეტი: 1 930 500 ლარი.
მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა და ახალი ბაღების მშენებლობა.სკოლამდელი განათლების გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება ისეთი პროგრამების დაფინანსება, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსახლეობის დასაქმებას. 14.1. ა(ა)ი.პ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრი (პროგრამული კოდი 04 01) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ა(ა)ი.პ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრი პროგრამის მიზანია საბავშვო ბაღებში სრულფასოვანი სააღმზრდელო გარემოს შექმნა, გაიხსნას ბაგა–ბაღები ისეთ სოფლებში, სადაც კონტიგენტის დიდი რაოდენობა არსებობს და უზრუნველყოფილი იქნას მათი კეთილმოწყობა და კვალიფიციური პერსონალით მომსახურეობა. მატერიალურ ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, ძირითადი აქტივების მიმდინარე შეკეთება და მოვლა–შენახვა. მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 34 საბავშვო ბაღი, სადაც დაწყებით განათლებას იღებს 1 600 ბავშვი. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა სხვა ხარჯს, მათ შორის მასწავლებელთა და აღმზრდელთა ხელფასებს და ბაღების სხვა მიმდინარე ხარჯებს. 2016 წელს დასრულდება 2 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა სოფელ ბახვში და სოფელ ცხემლისხიდში. მოსალოდნელი შედეგი: · საბავშვო ბაგა–ბაღებში გაუმჯობესებული სააღმზრდელო პროცესი; · სრულყოფილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა; · ბავშვების სოციალურ-ემოციური და ფიზიკური განვითარების სრულყოფა; · 2 ახალი საბავშვო ბაღი და 3 ახალი ჯგუფი; შეფასების კრიტერიუმი: · საბავშვო ბაგა–ბაღებში მიმდინარე რეფორმის მიმართ დადებითად განწყობილ მშობელთა რაოდენობის ზრდა; · ბაღებში ბავშვების რაოდენობის ზრდა; 14.2 ზოგადი განათლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 02) პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული დაწყებითი, ზოგადი განათლების მქონე დაწესებულებების სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობა. 1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლის მოსწავლე, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე, ჩაირიცხება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და მოიპოვებს სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრულ ოდენობას (100%), ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან წახალისების მიზნით ერთჯერადი გასაცემლის სახით მიიღებს 3000 (სამიათასი) ლარს, სსიპ „შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი“-ს მიერ წარმოდგენილი მასალებისა და ინფორმაციის საფუძველზე. 2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლა, რომელშიც სწავლობდა სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის მფლობელი მოსწავლე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დაფინანსდება 1000 (ათასი) ლარით სკოლის კაპიტალური ხარჯების ანაზღაურების მიზნით. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის განათლების, ახალგაზრდობისა და სოციალური დაცვის სამსახური. მოსალოდნელი შედეგი: · ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორიაზე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო პროცესის მონაწილეთა მოტივაციის ამაღლება; სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან კოორდინირებულ თანამშრომლობა; აღსაზრდელთა და მოზარდთა შემეცნებით-საგანმანათლებლო დონის ამაღლება. · მოსწავლეებში ცოდნის დონის ამაღლება და ყოფითი პირობების გაუმჯობესება · სკოლისათვის აუცილებელი მცირე სარემონტო სამუშაოების დაფინანსება; შეფასების კრიტერიუმი: · პროგრამაში მონაწილე პირთა რაოდენობა; ზოგადი განათლების ხელშეწყობის ფარგლებში დაფინანსდება პროექტი „კიბო განაჩენი არ არის“ ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული გენდერული საკონსულტაციო საბჭო. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ონკოლოგიური დაავადების მქონე პირების ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას, მათ საზოგადოებასთან ინტეგრირებას და ოჯახის წევრების გადამზადებას. პროექტი მიზნად ისახავს სკრინინგ-ჯგუფების ჩამოყვანას არამარტო პროექტით გათვალისწინებული ონკო-პაციენტებისათვის, არამედ ისინი უფასოდ მოემსახურებიან მუნიციპალიტეტსი მცხოვრებ ნებისმიერ მოქალაქეს. განსახორციელებელი ღონისძიებები: ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ონკოპაციენტთა სიების მოკვლევა; ბ) ბენეფიციართა შერჩევა ფსიქოლოგიური დახმარების საჭიროების მიხედვით; გ) საპრეზენრაციო ბანერის, ბუკლეტებისა და ფლაერების დამზადება; დ) სკრინინგ-ჯგუფების ჩამოყვანა და მოსახლეობისათვის უფასო კვლევების ჩატარება; |
მუხლი 15.
კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 00) |
პრიორიტეტის ბიუჯეტი: 915 200 ლარი
მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად აუცილებელია ხელი შეეწყოს მდიდარი კულტურული ტრადიციების დაცვას და ამ ტრადიციებისღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინებას. ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს. 15.1.სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სპორტსმენთა მომზადების ორგანიზაციური და მეთოდური ხელშეწყობა, სპორტულ ასოციაციასთან, კავშირებთან, სპორტულ ფედერაციებთან და სხვადასხვა სპორტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. კლუბების, ნაკრები გუნდების მომზადება და მონაწილეობა ქვეყნის და საერთაშორისო ასპარეზობებში. 2016 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები. 15.1.1. სპორტული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 01 01) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახური პროგრამა მოიცავს ღონისძიებებს, რომლებიც ორიენტირებულია: სპორტის განვითარებაზე, საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე, სპორტის სხვადასხვა სახეობის საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი გუნდების მომზადებასა და საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში (მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში, სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებში) მონაწილეობის ხელშეწყობაზე, საქართველოს ჩემპიონატებისა და პირველობების ჩატარებაზე, სპორტული რეზერვისა და მაღალი კლასის სპორტსმენების მომზადებაზე, ეს ყოველივე მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სპორტის სხვადასხვა სახეობების განვითარებასა და პოპულარიზაციას, ადგილობრივი ან საერთაშორისო მაღალი რანგის შეჯიბრებებზე საპრიზო ადგილების დაკავებას. სპორტის სხვადასხვა სახეობებში პირველობების, ჩემპიონატების, თასების გათამაშებების, მასობრივი სპორტული ღონისძიებების, სახელობითი და საერთაშორისო ტურნირების, სასწავლო-საწვრთნო შეკრებების ჩატარება და სპორტსმენთა მივლინება საერთაშორისო ტურნირებზე; მასობრივი სპორტული ღონისძიებების ორგანიზება. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების, ტურნირების, შეჯიბრებების ორგანიზება, ხელშეწყობა და დაფინანსება, ასევე ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. მათ შორის: · გოდერძი მახარაძის მიერ ახალი რეკორდის მოხსნის ღონისძიების მოწყობა; · გომისმთობა-სპორტული ღონისძიებების ორგანიზება · ნარდის, ჭადრაკის და შაშის ტურნირი სოფლებს შორის · წლის საუკეთესო სპორტსმენის დაჯოლდოვება · შემხვედრი ღონისძიებები: ჩემპიონატი ფრენბურთში მოყვარულთა შორის მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: · ჯანსაღი ცხოვრების წესის, ახალგაზრდებში სპორტისადმი მიდრეკილების დამკვიდრება. შედეგების შეფასების ინდიკატორები: · ჩატარებული სპორტული ღონისძიებების რაოდენობის ზრდა; · ჯანსაღი მომავალი თაობა; 15.2.კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით ფოლკლორული კოლექტივებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მხარდაჭერა და შემოქმედებითი კოლექტივების ხელშეწყობა, თეატრალური მუსიკალური სახვითი, ქორეოგრაფიული, წიგნის ფესტივალების, კონცერტების, მუზეუმებში ახალექსპოზიციათა და მოძრავი გამოფენის მოწყობა, გაგრძელდება სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. 15.2.1. კულტურის ღონისძიებების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 01) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახური ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის ფოლკლორული კოლექტივებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მხარდაჭერა და შემოქმედებითი კოლექტივების ხელშეწყობა, თეატრალური, მუსიკალური სახვითი, ქორეოგრაფიული, წიგნის ფესტივალების, კონცერტების, მუზეუმებში ახალ ექსპოზიციათა და მოძრავი გამოფენის მოწყობა, გაგრძელდება სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. მათ შორის: · ,,კალანდობა გურიაში''; · ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნა; · გურული სიმღერების ფესტივალი; · ,,გომისმთობა''; · პროექტი ,,ჩვენ, მზე და ლურჯი ზღვა''; · ,,ასკანლობა'' სახალხო დღესასწაული; · ,,შემოქმედობა'' სახალხო დღესასწაული; · ,,ექვთიმეობა'' წმინდა ექვთიმე ღვთისკაცისადმი (თაყაიშვილი) მიძღვნილი ღონისძიება; · ,,გაბრიელობა''; · შემხვედრი ღონისძიებები(სხვადასხვა ფესტივალებში მონაწილეობა და ცნობადი სახეების მოწვევა); მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები: · ჩატარებული კულტურული ღონისძიებების რაოდენობა; · მოსახლეობის ინტერესის ზრდა კულტურული ღონისძიებების მიმართ; 15.2.2. ა(ა)ი.პ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრი (პროგრამული კოდი 05 02 02) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ა(ა)იპ ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის სპორტის და ტურიზმის განვითარების ცენტრი“ ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრი, რომელიც განახორციელებს მოსახლეობის კულტურულ საგანმანათლებლო და შემეცნებით მოღვაწეობას; ხალხური ხელოვენების ყველა დარგის განვითარების ხელშეწყობას; ეროვნული ტრადიციების წესჩვეულებების პოპულარიზაციას; ფოლკლორული ანსამბლების ნიჭიერი ინდივიდუალური შემსრულებლების საქმიანობის ხელშეწყობას. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: · ქართული კულტურისა და ხელოვნებისადმი ინტერესის ზრდა და ტრადიციების შენარჩუნება; · სეზონზე მოსალოდნელი ახალი სპექტაკლის რაოდენობის ზრდა. ადგილობრივ და საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობა; · სახვითი ხელოვნების პოპულარიზაცია; · საზოგადოების ფართო ნაწილის მონაწილეობა მუნიციპალიტეტის კულტურულ ცხოვრებაში; · ნიჭიერი ბავშვების შემოქმედების წარმოჩენა, მათი განვითარების პროცესის ხელშეწყობა; · კულტურისა და სპორტის, ასევე ქველმოქმედი ღვაწლმოსილი ადამიანების დაფასება; შედეგების შეფასების ინდიკატორები: · მასობრივი კუტურულ-სანახაობრივი ღონისძიებების რაოდენობა; · საგანმანათლებლო–სამეცნიერო და კულტურული ღონისძიებების რაოდენობა; · გრანტით დაფინანსებული ახალი სპექტაკლების რაოდენობა; · აღდგენილი ექსპონატები და გამოფენათა რაოდენობა; · ქართული კულტურის შედევრების წარმოჩენა და პოპულარიზაცია (გამოფენათა რაოდენობა); · ფესტივალების, კონკურსების და საიუბილეო ღონისძიებების რაოდენობა. · ჩატარებული სპორტული ღონისძიებების რაოდენობა; · წარმატებული სპორტსმენების რაოდენობა; 15.2.3. ა(ა)ი.პ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის კულტურის სახლი (პროგრამული კოდი 05 02 03) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ა(ა)იპ ,, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის კულტურის სახლი“ ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ურეკის კულტურის სახლი, რომელიც ხელს უწყობს ხელოვნების დარგების განვითარებას. სამუსიკო ქორეოგრაფიული და ზეპირსიტყვიერი ფოლკლორის ნიმუშების შეგროვებას შესწავლას და პოპულარიზაციას; მოსწავლე ახალგაზრდობის თავისუფალი დროის სწორად ორგანიზებას მიზნობრივი წრეების, სტუდიების,ფოლკლორული ანსამბლების ჩამოყალიბებას. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: · ტრადიციული ქართული ხელოვნებისადმი ინტერესის გაზრდა; · სახვითი ხელოვნების პოპულარიზაცია; · მოსწავლე ახალგაზრდობისათვის სამუსიკო და ქორეოგრაფიული წრეების ფუნქციონირება და სხვადასხვა ფესტივალში მათი მაქსიმალური ჩართულობა; · საზოგადოების ფართო ნაწილის მონაწილეობა მუნიციპალიტეტის კულტურულ ცხოვრებაში; · ნიჭიერი შემოქმედების წარმოჩენა, შემოქმედებითი პროცესის ინტენსივობა; შედეგების შეფასების ინდიკატორები: · ორგანიზებული კუტურული ღონისძიებების რაოდენობა; · საგანმანათლებლო–სამეცნიერო და კულტურული ღონისძიებების რაოდენობა; · ახალი სპექტაკლების რაოდენობის ზრდა და ხარისხობრივი მაჩვენებელი; · თეატრალურ ხელოვნებით დაინტერესებული ახალგაზრდების რაოდენობის ზრდა; · ქართული კულტურის შედევრების წარმოჩენა და პოპულარიზაცია, გამოფენების რაოდენობა; · ფესტივალების, კონკურსების და საიუბილეო ღონისძიებების რაოდენობა. 15.2.4. ა(ა)ი.პ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო-საბიბლიოთეკო გაერთიანება (პროგრამული კოდი 05 02 04) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ა(ა)იპ ,, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო-საბიბლიოთეკო გაერთიანება“ ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სოფლის ბიბლიოთეკების ტექნიკური აღჭურვა კომპიუტერული და ორგანიზაციული ტექნიკით. წიგნადი ფონდის შევსება თანამედროვე უახლესი ლიტერატურით და მათი დაკომპლექტება ყველა ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: · მოსახლეობისათვის განახლებული სერვისის შეთავაზება და მკითხველის (განსკუთრებით ბავშვებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის) დაინტერესების გზით მომხმარებელთა რაოდენობის ზრდა; · მუზეუმების პოპულარიზაციის გაზრდილი დონე – ექსპოზიციები, გამოფენები, გამოცემული კატალოგები, გზამკვლევები; · მუზეუმის საქმიანობით დაინტერესებულ პირთათვის გაადვილებული სამუშაო პროცედურები; · ნიჭიერი შემოქმედების წარმოჩენა, შემოქმედებითი პროცესის ინტენსივობა; · ღვაწლმოსილი ადამიანების დაფასება; შედეგების შეფასების ინდიკატორები: · ბიბლიოთეკებში მკითხველთა რაოდენობის ზრდა წლის განმავლობაში; · ჩატარებული საგანმანათლებლო–სამეცნიერო და კულტურული ღონისძიებების რაოდენობა; · მუზეუმებში ვიზიტორთა რაოდენობა; · მუზეუმებში მოწყობილი გამოფენების და წარმოდგენილი ექსპოზიციების რაოდენობა; 15.2.5. დრამატული თეატრი (პროგრამული კოდი 05 02 05) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის ა. წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი ქვეპროგრამისფარგლებში გრანტის სახით დაფინანსდებაოზურგეთის ა. წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი. მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრთან შეთანხმებით, რომელიც ახორციელებს მოსახლეობის კულტურულ-საგანმანათლებლო და შემეცნებით მოღვაწეობას, განხორციელდება მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სურვილების შესაბამისად სპექტაკლების დაკვეთა. ჩვენი თანადაფინანსებით დადგმულ სპექტაკლებს მოსახლეობა დაესწრება უფასოდ. ასევე განხორციელდება თეატრალური სპექტაკლებისა და წარმოდგენების ჩვენება მუნიციპალიტეტის იმ სოფლებში, სადაც შესაბამისი პირობები იქნება. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: · ტრადიციული ქართული თეატრალური ხელოვნებისადმი ინტერესის გაზრდა; · სეზონზე ახალი სპექტაკლის რაოდენობის ზრდა. · მუნიციპალიტეტის საზოგადოების ფართო ნაწილის მონაწილეობა თეატრალურ ცხოვრებაში; · ნიჭიერი შემოქმედების წარმოჩენა, შემოქმედებითი პროცესის ინტენსივობა; შედეგების შეფასების ინდიკატორები: · ორგანიზებული კუტურული ღონისძიებების რაოდენობა; · საგანმანათლებლო–სამეცნიერო და კულტურული ღონისძიებების რაოდენობა; · ახალი სპექტაკლების რაოდენობის ზრდა და ხარისხობრივი მაჩვენებელი; · თეატრალურ ხელოვნებით დაინტერესებულ მაყურებელთა ზრდა; 15.2.6. ტურიზმის ხელშეწყობის პროგრამა (ორგანიზაციულიკოდი 05 02 06) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახური აღნიშნული პროგრამა ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას; ტურისტული მარშუტების დაგეგმარებას; ლაშქრობების და სკაუტების ორგანიზებას; ტურისტული დისლოკაციის ადგილების მოწყობას და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას ურეკში, შეკვეთილში ზღვის სეზონთან დაკავშირებული ღონისძიებების ჩატარებას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი მოსახლეობა და დამსვენებლები, სეზონის გახსნას და დახურვას, სხვადასხვა სახის ფესტივალების მოწყობას. კურორტ გომისმთაზე სამთო ექსტრემალური სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა პროექტების ორგანიზებას და ხელშეწყობას. მოსალოდნელი შედეგი: · ტურისტებისათვის ხელსაყრელი და მიმზიდველი გარემოს შექმნა; · მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მაქსიმალური ჩართვა მცირე ტიპის ტურისტულ ბიზნესში; შეფასებისინდიკატორი: · მუნიციპალიტეტის ცნობადობისა და ტურისტების რაოდენობის ზრდა; · ტურისტული ინფრასტრუქტურული ობიექტების რაოდენობის ზრდა; 15.3. ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება (ორგანიზაციულიკოდი 05 03) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახური ქვეპროგრამის მიზანია ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა, ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა, მათი საქმიანობის ხელშეწყობა. ახალგაზრდა თაობის სოციალური დაცვა და მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივ საქმიანობაში მათი ჩართულობის ხელშეწყობა. მოსალოდნელი შედეგი: · ახალგაზდრებისათვის განვითარებისადა საზოგადოებაში ადაპტირებისათვის ხელსაყრელი და მიმზიდველი გარემოს შექმნა; · მუნიციპალიტეტის საქმიანობაში მათი ჩართულობის ზრდა; შეფასებისინდიკატორი: · წლის განმავლობაში ქვეპროექტში მონაწილე ახალგაზრდების რაოდენობა; 15.4. რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამულიკოდი 05 04) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე ზოგიერთ ტაძრისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდება მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები. |
მუხლი 16.
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა
(პროგრამულიკოდი 06 00) |
პრიორიტეტის ბიუჯეტი: 700 500 ლარი
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს. თვითმმართველობა არსებული რესურსებისა და კომპეტენციის ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებითა და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ადგილობრივ დონეზე, სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არამხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. 16.1. ჯანდაცვის პროგრამები (პროგრამული კოდი 06 01). პროგრამის განმახორცილებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახური, პროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში, კანონმდებლობით გათვალისწინებული, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურების ხარჯების ანაზღაურება. მძიმე დაავადებების მქონე პირების მედიკამენტებითა და სამედიცინო დანიშნულების საგნებით დახმარება, დაავადებული გადახდისუუნარო პირებისათვის სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებაში დახმარება. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: · გადამდებ დაავადებათა პრევენციისა და ჯანმრთელობაზე მავნე ფაქტორების ზემოქმედების თაობაზე მოსახლეობის ინფორმირების გზით, ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა; · სადერატიზაციო სამუშაოების ჩატარება საცხოვრებელი სახლების სარდაფებსა და ბუნკერებში (გარდა კერძო სექტორისა) და ამის საფუძველზე მუნიციპალიტეტში ეპიდსიტუაციის გაუმჯობესება; · მედიკამენტებისა და სამედიცინო საგნების ხელმისაწვდომობა; · სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა, სიკვდიალინობისა და ავადობის შემცირება. შედეგების შეფასების ინდიკატორები: · იმუნიზირებული მოსახლეობის რაოდენობა; · საშიში ინფექციური დაავადებით ავადობის მაჩვენებლის შემცირება; · პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციართა რაოდენობა. 16.1.1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“ (პროგრამული კოდი 06 01 01). ქვეპროგრამის განმახორციელებელი: არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“ ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: საქართველოს კანონით „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ გათვალისწინებული ადგილობრივი თვითმმართველობის დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში, ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნის ხელშეწყობა, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობა. განსახორციელებელი ღონისძიებები: · საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა; · მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით დერატიზაციის, დეზინსექციის და დეზინფექციის ღონისძიებათა ორგანიზება; · საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა; · მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარული ნორმების დაცვის ზედამხედველობა; · პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით განსაზღვრული იმუნოპროფილაქტიკისათვის სამინისტროს მიერ მიწოდებული მასალების მიღების, შენახვისა და განაწილების უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებისათვის; · პრევენციული და ეპიდემიოლოგიური კონტროლის ღონისძიებების გატარება ეპიდსაშიშროებისას; · მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველადი ეპიდკვლევის ხელშეწყობა; · გადამდები დაავადებების გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებათა გატარება იმ ცხოველების მიმართ, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საზოგადოებრივ ჯანმრთელობას, მათ შორის, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. 16.2. სოციალური პროგრამები(პროგრამულიკოდი 06 02) პროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახური. პროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება, მძიმე სოციალური მდგომარეობაში მყოფი 18 წლამდე ასაკის მოზარდების მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში, კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო ხარჯების ანაზღაურება, მოსახლეობის სხვადასხვა ფენების სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ხელშეწყობა და სხვა სოციალური ღონისძიებების განხორციელება. მოსალოდნელი შედეგი: · მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური და ყოფითი პირობების გაუმჯობესება; · შეჭირვებული ოჯახების სოციალური მდგომარეობის შემსუბუქება; · შშმ პირთა თანადგომა; · იძულებით გადაადგილებული ოჯახების თანადგომა; · სოციალურად დაუცველი ბავშვების თანადგომა. შედეგების შეფასების ინდიკატორი: · პროგრამებით მოსარგებლე ბენეფიციართა რაოდენობა; · განხორციელებული ღონისძიებები. 16.2.1. მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 01 ) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახური. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამა ითვალისწინებს, მრავალშვილიანი ოჯახების ხელშეწყობის მიზნით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზა“-ში 150 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულით რეგისტირებული მრავალშვილიანი ოჯახებისათვის (4 და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი), რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ყოველთვიური მატერიალური დახმარების გაწევას თითოეულ ბავშვზე 15 ლარის ოდენობით. პროგრამით სარგებლობის მსურველმა ოჯახმა, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელს, განცხადებასთან ერთად უნდა წარუდგინოს: ა) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ დაფიქსირებული ოჯახის სარეიტინგო ქულის ამონაწერი; ბ) ბავშვების დაბადების მოწმობები (ასლი); გ) მშობლების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები (ასლი); დ) ქორწინების მოწმობა ან/და ჯვრისწერის მოწმობა (ასლი); - (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ე) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი; ვ) სხვა საჭირო დოკუმენტი სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად. განსახორციელებელი ღონისძიებები: მოქალაქეთა განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის განხილვა, პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების დადგენა, ბენეფიციართა ელექტრონული ბაზის წარმოება, მატერიალური დახმარების გაცემა. 16.2.2. დღის ცენტრის დაფინანსება პროგრამული კოდი 06 02 02 ქვეპროგრამის განმახორციელებელი: არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „მომავლის სხივი“. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამით გათვალისწინებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 6-დან 18 წლამდე ბავშვების თანადაფინანსება, რომლებიც სარგებლობენ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „მომავლის სხივის“ დღის ცენტრის მომსახურებით. ქვეპროგრამის მიზანია დღის ცენტრის ბენეფიციარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა და მათ სოციალურ რეაბილიტაციაზე ზრუნვა. ასევე, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „მომავლის სხივის“ ადმინისტრირებაში მყოფი „ბავშვთა მცირე საოჯახო ტიპის სახლის“ კომუნალური (ბუნებრივი აირი) გადასახადების თანაგადახდა. განსახორციელებელი ღონისძიებები: არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „მომავლის სხივის“ დაფინანსება ყოველთვიურადერთ ბენეფიციარზე არაუმეტეს 150 ლარისა, პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ ერთ ბენეფიციარზე გათვლილი გაწეული მომსახურების შესახებ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად. სოციალური საცხოვრისის მობინადრეთა მიერ გახარჯული ბუნებრივი აირის თანხის ანაზღაურება, წარმოდგენილი მოხმარებული კომუნალური მომსახურების დამადასტურებელი ქვითრის საფუძველზე, თანხის ჩარიცხვით მომსახურების მიმწოდებელთან, ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით.
16.2.3. მცირე ტიპის ბავშვთა სახლის თანადაფინანსება(პროგრამული კოდი 06 02 03 ) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახური. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის მიზანია ა.(ა).ი.პ. „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ადმინისტრირებაში მყოფი „ბავშვთა მცირე საოჯახო ტიპის სახლის“ მაცხოვრებელთათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, მათ სოციალურ რეაბილიტაციაზე ზრუნვა. განსახორციელებელი ღონისძიებები: სოციალური საცხოვრისის მობინადრეთა მიერ გახარჯული ელექტოენერგიის, წყლისა და ბუნებრივი აირის თანხების ანაზღაურება, წარმოდგენილი მოხმარებული კომუნალური მომსახურების დამადასტურებელი ქვითრის საფუძველზე, თანხის ჩარიცხვით მომსახურების მიმწოდებელთან, ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით. 16.2.4. დედ-მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვთა ერთჯერადი დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 04) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახური. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამით გათვალისწინებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული, დედ-მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვების ერთჯერადი მატერიალური დახმარება. დახმარება გულისხმობს ბენეფიციარებისათვის მესამე კვარტალში თანხის გადარიცხვას 300 ლარის ოდენობით, წინასასკოლო პერიოდში. პროგრამით სარგებლობისათვის უფელბამოსილმა პირმა, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელს, განცხადებასთან ერთად უნდა წარუდგინოს: ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); ბ) ბენეფიციარის დაბადების მოწმობა (ასლი); გ) მშობლების გარდაცვალების მოწმობა (ასლი); დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი; ე) სხვა საჭირო დოკუმენტი სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად. განსახორციელებელი ღონისძიებები: განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის განხილვა, მატერიალური დახმარების გაცემა, ელექტრონული ბაზის წარმოება. 16.2.5. მოქალაქეთა სამედიცინო დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 05). ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახური. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებაში დახმარება. პროგრამით ისარგებლებენ „საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა“-ში ჩართული მოქალაქეები, საბიუჯეტო წლის განმავლობაში ერთჯერადად. პროგრამა გულისხმობს ბენეფიციარებისათვის სამედიცინო დაწესებულებაში თანხის გადარიცხვას ოპერაციული და სხვა სახის მკურნალობის ჩატარების მიზნით, შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით: · სამედიცინო დაწესებულებაში თანხის გადარიცხვა, ასანაზღაურებელი თანხის 50%, არაუმეტეს 500 ლარისა, იმ შემთხვევაში თუ ნოზოლოგია არ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით და რომელთა სარეიტინგო ქულა, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის“ მიხედვით, არ აღემატება 100 001-ს; · სამედიცინო დაწესებულებაში თანხის გადარიცხვა, თანაგადახდის პრინციპით, ასანაზღაურებელი თანხის 50%, არაუმეტეს 300 ლარისა, იმ შემთხვევაში თუ ნოზოლოგია ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით და რომელთა სარეიტინგო ქულა, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის“ მიხედვით, არ აღემატება 100 001-ს; მოქალაქემ განცხადებასთან ერთად, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელს, უნდა წარუდგინოს: ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი); ბ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა N IV – 100/ა; გ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული მკურნალობის კალკულაცია (ანგარიშ-ფაქტურა); დ) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზა“-ში ოჯახისათვის მინიჭებული სარეიტიგო ქულის ამონაწერი; ე) სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ მიერ გაცემული შესაბამისი მიმართვა (ასლი) ან ცნობა; განსახორციელებელი ღონისძიებები: მიღებული დოკუმენტების განხილვა, დახმარების გაწევის საკითხის პროგრამასთან შესაბამისობისა და ოდენობის განსაზღვრა, საგარანტიო წერილის მომზადება, გაცემა, ბენეფიციართა ელექტრონული რეესტრის წარმოება, შესრულებული სამუშაოს დოკუმენტაციის შესაბამისად გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურება. ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა:
16.2.6. მოქალაქეთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 06).
ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახური.
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის მედიკამენტების შეძენის ხარჯების ანაზღაურებაში დახმარება. პროგრამით ისარგებლებენ ის მოქალაქეები, რომელთა სარეიტინგო ქულა, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის“ მიხედვით, არ აღემატება 100 001-ს, საბიუჯეტო წლის განმავლობაში ერთჯერადად. პროგრამა გულისხმობს ბენეფიციარებისათვის სააფთიაქო დაწესებულებაში თანხის გადარიცხვას მედიკამენტებისა და სხვა სახის სამკურნალო საშუალებათა შეძენის მიზნით, შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით: · 0-დან 100 001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე პირისათვის, სააფთიაქო დაწესებულებაში თანხის გადარიცხვა არაუმეტეს 150 ლარისა; მოქალაქემ განცხადებასთან ერთად, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელს, უნდა წარუდგინოს: ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი); ბ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა N IV – 100/ა; გ) სააფთიაქო დაწესებულების მიერ გაცემული კალკულაცია (ანგარიშ-ფაქტურა); დ) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ ოჯახისათვის მინიჭებული სარეიტიგო ქულის ამონაწერი; ე) განსაკუთრებულ შემთხვევაში დამატებითი დოკუმენტი სამსახურის მოთხოვნით. განსახორციელებელი ღონისძიებები: მიღებული დოკუმენტების განხილვა, დახმარების გაწევის საკითხის პროგრამასთან შესაბამისობისა და ოდენობის განსაზღვრა, წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედვით ღირებულების ანაზღაურება, ბენეფიციართა ელექტრონული რეესტრის წარმოება. 16.2.7. ,,C” ჰეპატიტით დაავადებულ პირებში მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისათვის საჭირო კვლევების დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 07). ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახური. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის მიზანია, ,,C” ჰეპატიტით გამოწვეული ავადობის, სიკვდილიანობისა და ინფექციის გავრცელების შემცირება. არსებული რესურსებისა და კომპეტენციის ფარგლებში, ,,C” ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ხელშეწყობის მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების, რომელთა სარეიტინგო ქულა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის“ მიხედვით არ აღემატება 100 001-ს და საჭიროებენ დიაგნოსტიკური კველვების ჩატარებას მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისათვის, დახმარების გაწევა კვლევების ხელმისაწვდომობაში. პროგრამის ფარგლებში დაფინანსება განხორციელდება საბიუჯეტო წლის განმავლობაში ერთჯერადად, სამედიცინო დაწესებულებაში თანხის გადარიცხვით, კვლევების ღირებულების სრული ოდენობა, არაუმეტეს 400 ლარისა. მოქალაქემ განცხადებასთან ერთად, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელს, უნდა წარუდგინოს: ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი); ბ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა N IV – 100/ა; გ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული კალკულაცია (ანგარიშ-ფაქტურა); დ) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ ოჯახისათვის მინიჭებული სარეიტიგო ქულის ამონაწერი; ე) სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ მიერ გაცემული შესაბამისი მიმართვა (ასლი) ან ცნობა; განსახორციელებელი ღონისძიებები: მიღებული დოკუმენტების განხილვა, დახმარების გაწევის საკითხის პროგრამასთან შესაბამისობისა და ოდენობის განსაზღვრა, წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედვით ღირებულების ანაზღაურება, ბენეფიციართა ელექტრონული რეესტრის წარმოება. 16.2.8. თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პირთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 08) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახური. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამით გათვალისწინებულია დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ 150 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე პირების დახმარება სატრანსპორტო ხარჯების შემსუბუქების მიზნით. დახმარება გულისხმობს ბენეფიციარებისათვის ყოველ კვარტალურად თანხის გადარიცხვას 120 ლარის ოდენობით. პროგრამით სარგებლობის მსურველმა პირმა, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელს, განცხადებასთან ერთად უნდა წარუდგინოს: ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); ბ) დილაიზის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი; დ) სხვა საჭირო დოკუმენტი სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად. განსახორციელებელი ღონისძიებები: განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის განხილვა, მატერიალური დახმარების გაცემა, ელექტრონული ბაზის წარმოება. 16.2.9. ლეიკემიით და ონკოლოგიური დაავადების მქონე პირთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 09) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახური. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ლეიკემიით და ონოლოგიური დაავადების მქონე პირებისათვის სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებაში დახმარება. პროგრამით ისარგებლებენ „საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა“-ში ჩართული მოქალაქეები, საბიუჯეტო წლის განმავლობაში ერთჯერადად. პროგრამა გულისხმობს ბენეფიციარებისათვის სამედიცინო დაწესებულებაში თანხის გადარიცხვას ოპერაციული და სხვა სახის მკურნალობის ჩატარების მიზნით, შემდეგი კრიტერიუმის გათვალისწინებით: · სამედიცინო დაწესებულებაში თანხის გადარიცხვა, ასანაზღაურებელი თანხის 50%, არაუმეტეს 500 ლარისა, რომელთა სარეიტინგო ქულა, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის“ მიხედვით, არ აღემატება 150 001-ს; მოქალაქემ განცხადებასთან ერთად, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელს, უნდა წარუდგინოს: ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი); ბ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა N IV – 100/ა; გ) სააფთიაქო დაწესებულების მიერ გაცემული კალკულაცია (ანგარიშ-ფაქტურა); დ) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ ოჯახისათვის მინიჭებული სარეიტიგო ქულის ამონაწერი; ე) სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ მიერ გაცემული შესაბამისი მიმართვა (ასლი) ან ცნობა; განსახორციელებელი ღონისძიებები: მიღებული დოკუმენტების განხილვა, დახმარების გაწევის საკითხის პროგრამასთან შესაბამისობისა და ოდენობის განსაზღვრა, წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედვით ღირებულების ანაზღაურება, ბენეფიციართა ელექტრონული რეესტრის წარმოება. 16.2.10. უსინათლოთა ერთჯერადი დახმარება(პროგრამული კოდი 06 02 10) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახური. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამით გათვალისწინებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული, მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლო პირების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევა 200 ლარის ოდენობით. პროგრამის ბენეფიციარები არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ 150 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლო პირები. პროგრამით სარგებლობისათვის უფელბამოსილმა პირმა, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელს, განცხადებასთან ერთად უნდა წარუდგინოს: ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); ბ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); გ) მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლო პირის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი; ე) სხვა საჭირო დოკუმენტი სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად. განსახორციელებელი ღონისძიებები: განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის განხილვა, მატერიალური დახმარების გაცემა, ელექტრონული ბაზის წარმოება. 16.2.11. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 11) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახური. გურიის რეგიონის ინვალიდთა ასოციაცია. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 18 წელს გადაცილებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაფინანსება, რომლებიც სარგებლობენ გურიის რეგიონის ინვალიდთა ასოციაციის „დღის ცენტრის“ მომსახურებით. პროგრამა ითვალისწინებს: ა) ბენეფიციართა „დღის ცენტრში“ ტრანსპორტირებას; ბ) ბენეფიცირთა ყოველდღიურ მომსახურებას კვებით; გ) ბენეფიციართა სამედიცინო მომსახურებას და მედიკამენტებით უზრუნველყოფას; დ) ბენეფიციართა სანიტარულ-ჰიგიენური და ფსიქოლოგიური მომსახურებით უზრუნველყოფას; ე) სხვა აუცილებელი პირობებით უზრუნველყოფას; ვ) ზაფხულის სეზონზე, ბენეფიციარებისათვი სარეაბილიტაციო კურსის ჩატარებას. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ უსინათლო ინვალიდი პირების ერთჯერადი ფულადი დახმარება 200 ლარის ოდენობით. დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოდგენილი უნდა იყოს: ა) განცხადება; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი); გ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის შუამდგომლობა; დ) ცნობა ინვალიდობის შესახებ (ასლი); ე) თანხის მიმღების საბანკო ანგარიში. განსახორციელებელი ღონისძიებები: გურიის რეგიონის ინვალიდთა ასოციაციის დაფინანსება ყოველთვიურად არაუმეტეს 250 ერთ ბენეფიციარზე, ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად. მოქალაქეთა განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის განხილვა, მატერიალური დახმარების გაცემა, ელექტრონული ბაზის წარმოება. 16.2.12. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარება(პროგრამული კოდი 06 02 12) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახური. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, ზამთრის სეზონთან დაკავშირებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებით რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები, იძულებით გადაადგილებული ოჯახების სათბობით უზრუნველყოფის მიზნით მატერიალური დახმარების გაწევა 200 ლარის ოდენობით. პროგრამით სარგებლობის მსურველმა ოჯახმა, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელს, განცხადებასთან ერთად უნდა წარუდგინოს: ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); ბ) დევნილის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); გ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი; ვ) სხვა საჭირო დოკუმენტი სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად. განსახორციელებელი ღონისძიებები: განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის განხილვა, მატერიალური დახმარების გაცემა, ელექტრონული ბაზის წარმოება. 16.2.13. სარიტუალო დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 13) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახური. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, სამამულო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილე პირის გარდაცვალების შემთხვევაში, დაკრძალვის ხარჯებისათვის, გარდაცვლილის ოჯახის ფინანსური დახმარება 250 ლარის ოდენობით. დახმარებისათვის წარმოდგენილი უნდა იქნას: ა) განცხადება; ბ) გარდაცვლილი ვეტერანის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); გ) ომის მონაწილის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); დ) ვეტერანის გარდაცვალების მოწმობა (ასლი); ე) განმცხადებლის პირადობის მოწმობა (ასლი); ვ) განმცხადებლის გარდაცვლილთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი; ზ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის შუამდგომლობა; თ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებით რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები, იძულებით გადაადგილებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში, სარიტუალო ხარჯებისათვის, გარდაცლვლილის ოჯახის ფინანსური დახმარება 250 ლარის ოდენობით. დახმარებისათვის წარმოდგენილი უნდა იქნას: ა) განცხადება; ბ) გარდაცვლილი დევნილის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); გ) დევნილის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); დ) დევნილის გარდაცვალების მოწმობა (ასლი); ე) განმცხადებლის პირადობის მოწმობა (ასლი); ვ) განმცხადებლის გარდაცვლილთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი; ზ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის შუამდგომლობა; თ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული უჭირისუფლო (უპატრონო) მიცვალებულის, რომელიც იდენტიფიცირებულია, მაგრამ შეუძლებელია გარდაცვლილის ნათესავის, კანონიერი წარმომადგენლის ან მემკვიდრეობის მიღებაზე უფლებამოსილი სხვა პირის დადგენა, სარიტუალო ხარჯების ანაზღაურება არაუმეტეს 250 ლარისა. შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლისა შუამდგომლობას სავალდებულოა დაერთოს, გარდაცვალების მოწმობა. განსახორციელებელი ღონისძიებები: მოქალაქეთა განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის განხილვა, მატერიალური დახმარების გაცემა, ელექტრონული ბაზის წარმოება. ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა:
16.2.14. სოციალური ღონისძიებები (პროგრამული კოდი 06 02 14) ქვეპროგრამის განმახორციელებელი. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახური. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ტრადიციულ დღესასწაულებთან დაკავშირებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ბენეფიციარებისათვის სურსათით და სხვა სახის დახმარების გაწევა, ღირშესანიშნავი დღეებისა და თარიღების აღნიშვნა, ღონისძიებების მოწყობა შესაბამისი კატეგორიის ღვაწლმოსილი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის. განსახორციელებელი ღონისძიებები:
16.2.15. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დახმარება(პროგრამული კოდი 06 02 15). ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახური. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამა ითვალისწინებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი, უსახლკაროდ დარჩენილი ან/და სიცოცხლისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ შენობებში მცხოვრები ოჯახების დახმარებას სამშენებლო მასალებით ან/და ბინის ქირით უზრუნველყოფით. პროგრამით მოსარგებლე ბენეფეციარების დადგენა განხორციელდება ოზურგეთის მუნიციოპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 11 სექტემბრის №197 ბრძანების საფუძველზე შექმნილი დროებითი სამუშოა ჯგუფის მიერ. დ) განსახორციელებელი ღონისძიებები: კომისიის სხდომების გამართვა, განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის განხილვა, მატერიალური დახმარების გაცემის მიზანშეწონილობის დადგენა, ოქმების შედგენა, ელექტრონული ბაზის წარმოება. | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 17.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2016წლის ბიუჯეტის
გადასახდელები: |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელები თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები