„მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილების თაობაზე

„მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები მარნეულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 02/03/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/03/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 24/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.159.016231
7
02/03/2016
ვებგვერდი, 09/03/2016
010250050.35.159.016231
„მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილების თაობაზე
მარნეულის მუნიციპალიტეტი
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7

2016 წლის 2 მარტი

ქ. მარნეული

 

„მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილების თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი  თვითმმართველობის  კოდექსი“  24-ე  მუხლის  პირველი  ნაწილის  „გ.ბ“  პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის  შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის „მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ №18 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 010250050.35.159.016150, 18/07/2014 წ.) დანართი 1-ში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

1. მე-11 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს „კ“ ქვეპუნქტი:

„კ) ანალიზისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური;“.

2. მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს:

 

,,1. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: გამგეობის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, გამგეობის საქმისწარმოების, სამართლებრივი, საკადრო საკითხთა, აგრეთვე გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა და დასახლებების საერთო კრებების განხორციელებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება.“.

 

3. მე-12 მუხლს დაემატოს 91  პუნქტი:

 

„91. ანალიზისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირება, მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებაში მონაწილეობა, ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველყოფა, მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებულ ან განსახორციელებელ ღონისძიებათა თაობაზე მონაცემების შეგროვება, დამუშავება, სტატისტიკის, ანალიზის და ერთიანი ელექტრონული ბაზის წარმოება.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2016 წლის 14 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

 


მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენაბი აბდულაევი