„ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 05 აგვისტოს N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 05 აგვისტოს N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები ასპინძის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/03/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/03/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 11/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.140.016217
14
04/03/2016
ვებგვერდი, 11/03/2016
010260020.35.140.016217
„ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 05 აგვისტოს N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ასპინძის მუნიციპალიტეტი
 

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №14

2016 წლის 4 მარტი

დაბა ასპინძა

 

,,ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 აგვისტოს №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა  და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
შევიდეს ცვლილება  ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2014 წლის 5 აგვისტოს №18 დადგენილების ,,ასპინძის მუნიციპალიტეტის  გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 08/08/2014, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.140.016105) დანართში და დანართის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობაზე ზედამხედველობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვა და ორგანიზება; მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარულ სამგზავრო გადაყვანის ორგანიზებაზე წინადადებების შემუშავება; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება-განხორციელება; მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და მშენებლობის დოკუმენტების შემუშავების, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადების, მშენებლობაზე და არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობის უზრუნველყოფა; მუნიციპალიტეტის დასახლებათა საერთო კრებების მოწვევის შემთხვევაში, საერთო კრების მოწვევის ორგანიზება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა მელიქიძე