დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,დედათა და ბავშვთა სიკვდილობის/მკვდრადშობადობის შემთხვევების სავალდებულო შეტყობინების ფორმისა და წესის შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 23 ივლისის №01-30/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-11/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 07/03/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/03/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470140000.22.035.016380 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
,,დედათა და ბავშვთა სიკვდილობის/მკვდრადშობადობის შემთხვევების სავალდებულო შეტყობინების ფორმისა და წესის შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 23 ივლისის №01-30/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 23/07/2013; 470140000.22.035.016214) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და ბრძანების: |
1.
მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) სამედიცინო დოკუმენტაციის მიწოდებას შემთხვევის დაფიქსირებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა: სამედიცინო საქმიანობის ყველა სამართალსუბიექტი ვალდებულია მიაწოდოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტს (შემდგომში - დედათა და ბავშვთა საკოორდინაციო საბჭოს სამდივნო) სამედიცინო დოკუმენტაციის ასლი (მათ შორის, ანტენატალური მეთვალყურეობის ამსახველი დოკუმენტაცია, თუკი აღნიშნული ხორციელდებოდა ამავე სამედიცინო დაწესებულებაში. იმ შემთხვევაში, თუ ანტენატალური მეთვალყურეობა ხორციელდებოდა სხვა სამედიცინო დაწესებულებაში, დედის რეფერალის განმახორციელებლი დაწესებულება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უგზავნის ინფორმაციას აღნიშნული ამბულატორიული დაწესებულების დასახელების და საკონტაქტო ინფორმაციის (მისამართი, ტელეფონი) მითითებით), დანომრილი გვერდებით, ზონარგაყრილი, აკინძული და დამოწმებული ბეჭდით პირველ და ბოლო გვერდზე ისე, რომ არ იფარებოდეს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის ან კლინიკურ-ლაბორატორიული მონაცემების ამსახველი ჩანაწერები: გ.ა) დედის გარდაცვალების შემთხვევაში, როცა გარდაცვალების ფაქტის დამფიქსირებელ დაწესებულებაში პაციენტი გადაყვანილია (განხორციელებულია რეფერალი) სხვა სამედიცინო დაწესებულებიდან, გადმოგზავნას ექვემდებარება ყველა დაწესებულებაში (მათ შორის, ანტენატალური მეთვალყურეობის განმახორციელებელ დაწესებულებაში) მისი მკურნალობის/მეთვალყურეობის ამსახველი სამედიცინო დოკუმენტაცია. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად: გ.ა.ა) დედის რეფერალის მიმღები დაწესებულება ვალდებულია, დედის გარდაცვალების თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობოს რეფერალის განმახორციელებელ დაწესებულებას (ტელეფონით, ელფოსტით, ფოსტით და სხვა) და აღნიშნულის თაობაზე დააფიქსიროს ინფორმაცია დედის სამედიცინო დოკუმენტაციაში (შეტყობინების დრო, სახე და შეტყობინების მიმღები პირის ვინაობა); გ.ა.ბ) დედის რეფერალის განმახორციელებლი დაწესებულება ვალდებულია, გარდაცვალების ფაქტის დადგომის შემთხვევაში, შეტყობინების მიღების შემდეგ, განახორციელოს მასთან არსებული დედის სამედიცინო დოკუმენტაციის გადმოგზავნის ღონისძიებები ამ პუნქტის ,,გ" ქვეპუნქტით განსაზღვრული წესით, მათ შორის, ანტენატალური მეთვალყურეობის ამსახველი დოკუმენტაცია, თუკი აღნიშნული ხორციელდებოდა ამავე სამედიცინო დაწესებულებაში. იმ შემთხვევაში, თუ ანტენატალური მეთვალყურეობა ხორციელდებოდა სხვა სამედიცინო დაწესებულებაში, დედის რეფერალის განმახორციელებლი დაწესებულება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უგზავნის ინფორმაციას აღნიშნული ამბულატორიული დაწესებულების დასახელების და საკონტაქტო ინფორმაციის (მისამართი, ტელეფონი) მითითებით. გ.ბ) 0-დან 5 წლამდე ბავშვთა სიკვდილობის შემთხვევაში, დიდი მოცულობის სამედიცინო ისტორიების (როდესაც პაციენტის დაყოვნება დაწესებულებაში 1 თვეს აღემატება) ქსეროასლის ნაცვლად შესაძლებელია სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით შედგენილი ვრცელი ეპიკრიზის გადმოგზავნა, იმ პირობით, რომ დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს მოთხოვნისას, განხორციელდება სრული დოკუმენტაციის ქსეროასლის დროულად მოწოდება.“. |
2.
მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტი უზრუნველყოფს სასწრაფო სატელეფონო შეტყობინებით მიღებული ინფორმაციის ყოველდღიურად გაგზავნას ელექტრონულ ფოსტაზე mch@moh.gov.ge., რომლის მართვას ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტი, როგორც დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკოორდინაციო საბჭოს სამდივნო (შემდგომში - საბჭოს სამდივნო). აღნიშნულის გარდა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის მიერ ყოველი მომდევნო თვის 5 რიცხვამდე ხორციელდება წინა თვის სრული ინფორმაციის (ბაზის) გადაგზავნა საბჭოს სამდივნოში. 4. სასწრაფო შეტყობინების ფარგლებში შემოსული მონაცემების დამუშავების მიზნით, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკოორდინაციო საბჭოს სამდივნო უზრუნველყოფს შეტყობინებების ყოველდღიურ მონიტორინგსა და მათ შეტანას ერთიან მონაცემთა ბაზაში, მათ რაოდენობრივ ვალიდაციას, სისტემატიზაციას, კლასიფიცირებას (წინასწარი დიაგნოზებისა და სიკვდილის მიზეზების, გესტაციური ასაკის, ბავშვის წონის, სამედიცინო დაწესებულების ადგილმდებარეობის და სხვა მონაცემების მიხედვით), რისთვისაც ის, ასევე, იყენებს წერილობითი შეტყობინებისა და სამედიცინო დოკუმენტაციის ინფორმაციას და ყოველი მომდევნო თვის 10 რიცხვამდე უზრუნველყოფს მონაცემთა ერთიანი ბაზის გადაგზავნას სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტსა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში.“. |
3.
მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:
„41. სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, თავის მხრივ, ახორციელებს მონაცემების შედარებას „ორსულთა და ახალშობილთა ჯანმრთელობის მეთვალყურეობის რეგისტრის“, აგრეთვე დაავადებებზე ზედამხედველობის ერთიანი ინფორმაციული სისტემისა და რუტინული სტატისტიკით მიღებულ მონაცემებთან, შეჯერებული ინფორმაციის შეტანას მონაცემთა ერთიან ბაზაში იმდაგვარად, რომ შესაძლებელი იყოს შეტანილი ცვლილებების იდენტიფიცირება და ამ ფორმატით გადაგზავნას საბჭოს სამდივნოში ყოველი მომდევნო თვის 25 რიცხვამდე.“. |
4.
მე-5 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საბჭოს სამდივნო უზრუნველყოფს მონაცემთა ერთიანი ბაზის საბოლოო დამუშავებას და რაოდენობრივი ანალიზის მომზადებას, ყოველი მომდევნო თვის პირველ რიცხვამდე.“. |
5.
მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) 0-5 წლამდე ასაკის ბავშვის სიკვდილობისა და მკვდრადშობადობის ცალკეულ შემთხვევებს საანგარიშო პერიოდში შემოსული შეტყობინებების არანაკლებ 15%-ს შემთხვევითი შერჩევით.“. |
6.
№1 დანართის (დედათა და ბავშვთა სიკვდილობის/მკვდრადშობადობის შემთხვევების წერილობითი შეტყობინების ფორმა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. შემთხვევის იდენტიფიკაცია: დედის სიკვდილი □; 0-6 დღის ახალშობილის სიკვდილი □; 7-27 დღის ახალშობილის სიკვდილი □; 28 დღიდან - 1 წლამდე ბავშვის სიკვდილი □; 1-დან-5 წლამდე ბავშვის სიკვდილი □; მკვდრადშობადობა □.“. |
7.
ბრძანების N2 დანართის (დედათა და ბავშვთა სიკვდილობის/მკვდრადშობადობის შემთხვევების წერილობითი შეტყობინების ფორმის შევსების წესი) მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) დედის სიკვდილად განიხილება ორსულობის პერიოდში ან მისი დამთავრებიდან 42 დღის განმავლობაში (ორსულობის ხანგრძლივობისა და ლოკალიზაციის მიუხედავად) ორსულობასთან დაკავშირებული ნებისმიერი მიზეზით განპირობებული სიკვდილი, რომელიც მოხდა სამკურნალო ზემოქმედებით ან რომელიმე პათოლოგიით, რომელიც დამძიმდა ორულობის, მშობიარობის ან ლოგინობის პერიოდში, მაგრამ არა უბედური შემთხვევით ან სხვა შემთხვევითი მიზეზით;“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები