ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/03/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/03/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 20/02/2017
სარეგისტრაციო კოდი 040100000.35.141.016166
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
5
04/03/2016
ვებგვერდი, 09/03/2016
040100000.35.141.016166
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (09/03/2016 - 16/02/2017)

 

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №5

2016 წლის 4 მარტი

ქ. ახალქალაქი

 

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ”  ქვეპუნქტის 61-ე  მუხლის მეორე პუნქტისა,   და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

1) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქალაქ ახალქალაქში – 1 კვადრატულ მეტრზე – 0,84 ლარი;

2) შენობა - ნაგებობაზე ქალაქ ახალქალაქში –1 კვადრატულ მეტრზე – 8.0 ლარი;

 

2. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის დანარჩენ დასახლებებსა და დასახლებათა შორის არეალებში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

1) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე – 1 კვადრატულ მეტრზე – 0,42 ლარი;

2) შენობა-ნაგებობაზე –1 კვადრატულ მეტრზე – 4 ლარი. 

3. ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2015 წლის 26 თებერვლის №10 დადგენილება.
4. დადგენილება ამოქმედდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე. 

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჰამლეტ მოვსესიანი