საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ნომერი 1-1/117
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 02/03/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/03/2016
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 010240070.22.024.016419
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1-1/117
02/03/2016
ვებგვერდი, 04/03/2016
010240070.22.024.016419
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (04/03/2016 - 28/09/2016)

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/117

2016 წლის 2 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

„საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2016  წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ო” ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი  შესაბამისად,  

ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები”.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 1 მარტიდან.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიდიმიტრი ქუმსიშვილი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების  დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო

 მოთხოვნები

მუხლი 1. კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების  დეპარტამენტის ხელმძღვანელობა:

1. კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე  ტექნოლოგიების  დეპარტამენტის  უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი განათლება კავშირგაბმულობის სფეროში;

ბ) კავშირგაბმულობის ან/და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;

გ) ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის, ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის,  ,,ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 4 ივლისის №134 დადგენილების, ,,საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილების,  „საქართველოს საფოსტო საგადახდო ნიშნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 9 ივნისის №351 ბრძანებულების, ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) აქტების, მსოფლიო საფოსტო კავშირის (UPU) აქტებისა და ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ”  საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილების ცოდნა;

დ) ინგლისური ან რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა.

2. კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე  ტექნოლოგიების  დეპარტამენტის  უფროსის მოადგილე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი განათლება კავშირგაბმულობის სფეროში;

ბ) კავშირგაბმულობის/საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის არანაკლებ 4-წლიანი, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;

 გ) ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის, ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის,  ,,ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 4 ივლისის №134 დადგენილების, ,,საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილების,  „საქართველოს საფოსტო საგადახდო ნიშნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 9 ივნისის №351 ბრძანებულების, ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) აქტების, მსოფლიო საფოსტო კავშირის (UPU) აქტებისა და ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ”  საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილების ცოდნა;

დ) ინგლისური ან რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა.

მუხლი 2. ელექტრონული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების  განვითარების სამმართველო

1. ელექტრონული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების  განვითარების სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი განათლება კავშირგაბმულობის სფეროში;

ბ) ელექტრონული კომუნიკაციების ან/და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება. სასურველია ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 6 თვიანი გამოცდილება;

გ) ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის, ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის,  ,,ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 4 ივლისის №134 დადგენილების, ,,საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილების,  „საქართველოს საფოსტო საგადახდო ნიშნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 9 ივნისის №351 ბრძანებულების, ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) აქტების, მსოფლიო საფოსტო კავშირის (UPU) აქტებისა და ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ”  საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილების ცოდნა;

დ) ინგლისური ან რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა.

2. ელექტრონული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების  განვითარების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი განათლება კავშირგაბმულობის სფეროში;

ბ) ელექტრონული კომუნიკაციების ან/და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;

გ) ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის, ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის,  ,,ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 4 ივლისის №134 დადგენილების, ,,საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილების,  „საქართველოს საფოსტო საგადახდო ნიშნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 9 ივნისის №351 ბრძანებულების, ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) აქტების, მსოფლიო საფოსტო კავშირის (UPU) აქტებისა და ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ”  საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილების ცოდნა.

დ) ინგლისური ან რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა.

3. ელექტრონული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების  განვითარების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი განათლება კავშირგაბმულობის სფეროში;

ბ) ელექტრონული კომუნიკაციების/ საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის არანაკლებ ერთ წლიანი გამოცდილება;

გ) ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის, ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის,  ,,ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 4 ივლისის №134 დადგენილების, ,,საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილების,  „საქართველოს საფოსტო საგადახდო ნიშნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 9 ივნისის №351 ბრძანებულების, ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) აქტების, მსოფლიო საფოსტო კავშირის (UPU) აქტებისა და ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ”  საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილების ცოდნა;

დ) ინგლისური ან რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა.

მუხლი 3. საკანონმდებლო ბაზის ანალიზისა და განვითარების სამმართველო

1. საკანონმდებლო ბაზის ანალიზისა და განვითარების სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი განათლება სამართალმცოდნეობისა ან/და საერთაშორისო სამართლის სპეციალობით;

ბ) შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება. სასურველია ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ  6 თვიანი გამოცდილება;

გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის  №70  დადგენილების ცოდნა;

დ) ინგლისური ან რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა.

2. საკანონმდებლო ბაზის ანალიზისა და განვითარების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი განათლება სამართალმცოდნეობის ან/და საერთაშორისო სამართლის სპეციალობით;

ბ) შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;

გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის  №70  დადგენილების ცოდნა;

დ) ინგლისური ან რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა.

მუხლი 4. ფოსტის განვითარების სამმართველო

1. ფოსტის განვითარების სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი განათლება კავშირგაბმულობის სფეროში;

ბ) საფოსტო  სფეროში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება. სასურველია ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 6 თვიანი  გამოცდილება;

გ) ,,ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს საფოსტო საგადახდო ნიშნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 9 ივნისის №351 ბრძანებულების, მსოფლიო საფოსტო კავშირის (UPU) აქტებისა და ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ”  საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილების ცოდნა;

დ) ინგლისური ან რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა.

2. ფოსტის განვითარების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი განათლება კავშირგაბმულობის სფეროში;

ბ) საფოსტო  სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;

გ) ,,ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს საფოსტო საგადახდო ნიშნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 9 ივნისის №351 ბრძანებულებისა და მსოფლიო საფოსტო კავშირის (UPU) აქტების აქტებისა და ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ”  საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილების ცოდნა.