„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის და მატერიალური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის N92 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 152
დოკუმენტის მიმღები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 02/03/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.157.016256
152
02/03/2016
ვებგვერდი, 09/03/2016
010250020.35.157.016256
„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის და მატერიალური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის N92 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
 
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №152

2016 წლის 2 მარტი

ქ. თეთრიწყარო

„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის და მატერიალური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის N92 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  24-ე მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის  მე-20 მუხლის საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის და მატერიალური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“  თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2014 წლის 21 ნოემბრის №92 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 27/11/2014წ. 010250020.35.157.016196) დამტკიცებულ „ქონების მართვის და მატერიალური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების“ მესამე მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები

სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების, არამატერიალური ქონებრივი სიკეთის, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების და თვითმმართველობის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებზე და სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნებზე გადაცემული ქონების აღრიცხვას, ინვენტარიზაციას, მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნასა და განახლებას, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაციას;

ბ) წინადადებებისა და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას სახელმწიფო  საკუთრებაში არსებული იმ ქონების მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით, რომლებიც კანონის შესაბამისად ექვემდებარება თვითმმართველ ერთეულზე გადაცემას, გადაცემის პროცესის ორგანიზაციულ საკითხთა გადაწყვეტას;

გ)ზედამხედველობას მუნიციპალური ქონების დაცვაზე, მოვლა-პატრონობაზე, მართლზომიერ სარგებლობასა და განკარგვაზე;

დ) მუნიციპალიტეტის მუნიციპალური ქონების ბაზის შექმნისა და განახლების მიზნით საჭირო ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებასა და ანალიზს, სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;

ე) წინადადებებისა და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას ქონების ბაზის განახლების მიზნით, მუნიციპალიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მონიტორინგის ჩატარებას;

ვ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობის წესებთან დაკავშირებით;

ზ) თვითმმართველი ერთეულის გასასხვისებელი ქონების ნუსხის პროექტის, თვითმმართველი ერთეულის ქონების განკერძოების პროგრამების პროექტისა და დამტკიცებული პროგრამების შესრულების ანგარიშის შედგენას;

თ) თვითმმართველი ერთეულის ქონების აღრიცხვას, ინვენტარიზაციაში მონაწილეობას კომისიასთან ერთად, კონტროლს ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებაზე;

ი) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური  საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების შექმნის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის დროს მუნიციპალური ქონების  რეგულირების მიზნით;

კ) საოფისე ავეჯის, კომპიუტერების და სხვა ტექნიკის მოვლა-პატრონობას, რემონტს;

ლ)  საკრებულოსა და მუნიციპალური სამსახურების  სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-პატრონობას, რემონტს;

მ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებითა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა თედორაძე