დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2/39 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო |
| მიღების თარიღი | 23/03/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/03/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს
გენერალური დირექტორის
ბრძანება №2/39
2016 წლის 23 თებერვალი
ქ. თბილისი
კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე
საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 51-ე, 52-ე, 53-ე მუხლების, ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული 2015 წლის 30 ოქტომბრის №02 ადმინისტრაციული ხელშეკრულების პირველი მუხლის „ა“ პუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ:
1. მიენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი ამ ბრძანების დანართში მითითებულ ობიექტებს.
2. დაევალოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს ამ ბრძანების დანართში მითითებული ობიექტების მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში (მისამართი: ქ. თბილისი, სანაპიროს ქუჩა N4).
გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე
დანართი
| N | ფოტო | სახელწოდება
| ადგილმდებარეობა | სახეობა | თარიღი |
| 1. |
|
კოშკი (დავითის კონცხი) |
ტყიბულის მუნიციპალიტეტი, სოფ. გელათი ე. წ დავითის კონცხი |
არქიტექტურის / არქეოლოგიური |
შუა საუკუნეები (განვითარებული და გვიანი) |
| 2. |
|
ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია |
მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ახალუბანი. |
არქიტექტურის |
1692 წელი |
| 3. |
|
ღვთისმშობლის ტაძრის კომპლექსი: 1)ღვთისმშობლის ტაძარი; 2)ციხე-გალავანი. |
მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. წილკანი. |
არქიტექტურის |
IV-V სს. განვითარებული შუა საუკუნეები, XVIII ს. II ნახევარი |
| 4. |
| აბულეთის სამონასტრო კომპლექსი: 1)წმ. გიორგის ეკლესია; 2)მცირე ეკლესია; 3)სათავსი ნაგებობები; 4) სხვა ნაგებობანი. |
მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფელ ხეკორძიას მიმდებარედ (ისტორიული სოფ. სათოვლე). |
არქიტექტურის / არქეოლოგიური |
XI ს. |
| 5. |
|
აგურის საყდარი |
მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. საგურამო. |
არქიტექტურის |
IX-X სს. |
| 6. |
|
ბორას საყდარი, ბოძის საყდარი |
მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ძეგვი |
არქიტექტურის |
X ს. |
|
|
|
კოშკი |
დუშეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ჩინთი |
არქიტექტურის |
XVII ს. II ნახევარი |
| 7. |
|
ქასურის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია |
მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. საგურამო |
არქიტექტურის |
VI ს. |
| 8. |
|
წმ. ნინოს სახელობის ეკლესია და ციხე-გალავანი |
მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. კარსანი |
არქიტექტურის / არქეოლოგიური |
ახ.წ. IV-VIII სს. – ციხე-გალავანი, გვიანი შუა საუკუნეები – ეკლესია.
|
| 9. |
|
ზეგარდის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია |
მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. მუხათგვერდი. |
არქიტექტურის |
XIII-XIV სს. |
უკან დაბრუნება 









დოკუმენტის კომენტარები