დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ინფორმაცია სს „სართიჭალის გაზის” ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2016-3-1/04 |
| დოკუმენტის მიმღები | სს"სოკარ ჯორჯია გაზ დისტრიბუშენ" |
| მიღების თარიღი | 01/03/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/03/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
ს
ს
„
სართიჭალის გაზს
”
ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება
პრესრელიზი
სს „სართიჭალის გაზს“ სს „სოკარ ჯორჯია გაზ დისტრიბუშენის” წინაშე 2016 წლის 1 მარტის მდგომარეობით დაუგროვდა დიდი ოდენობის დავალიანება. ვალის დაგროვება გამოწვეულია სს „სართიჭალის გაზის” მიერ სს „სოკარ ჯორჯია გაზ დისტრიბუშენთან“ გაფორმებული გაზის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებების ანგარიშსწორების პირობების სისტემატური დარღვევით.
დღეის მდგომარეობით სს „სართიჭალის გაზისაგან” კუთვნილი დავალიანების ამოღების შეუძლებლობა კრიტიკულ სიტუაციაში აყენებს არამარტო სს „სოკარ ჯორჯია გაზ დისტრიბუშენს”, არამედ განაწილების არეალში მცხოვრები ბუნებრივი გაზის მომხმარებლების სტაბილურ და უსაფრთხო გაზმომარაგებას.
მიუხედავად არაერთგზის მცდელობისა და გაფრთხილებისა სს „სართიჭალის გაზს” არ მიუიღია არანაირი ზომები დავალიანების დასაფარად. შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის №114 ბრძანებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის ბაზრის წესების” პირობების თანახმად, სს „სართიჭალის გაზს” შეუწყდება ბუნებრივი გაზის მიწოდება და ტრანსპორტირების მომსახურების გაწევა მიმდინარე წლის 14 მარტიდან.
მივმართავთ სს „სართიჭალის გაზის” ყველა კატეგორიის მომხმარებელს გაითვალისწინოს ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტის აღნიშნული გარემოება.
01.03.2016
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები