საცხოვრებელი სახლიდან/ბინიდან ან/და სხვა მფლობელობიდან უკანონო მფლობელისა და მასთან მყოფი პირის/პირების გამოსახლების/გამოყვანის წესის დამტკიცების შესახებ

საცხოვრებელი სახლიდან/ბინიდან ან/და სხვა მფლობელობიდან უკანონო მფლობელისა და მასთან მყოფი პირის/პირების გამოსახლების/გამოყვანის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 75
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 01/03/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016506
75
01/03/2016
ვებგვერდი, 01/03/2016
140130000.22.034.016506
საცხოვრებელი სახლიდან/ბინიდან ან/და სხვა მფლობელობიდან უკანონო მფლობელისა და მასთან მყოფი პირის/პირების გამოსახლების/გამოყვანის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №75

2016 წლის 1 მარტი

ქ. თბილისი

 

საცხოვრებელი სახლიდან/ბინიდან ან/და სხვა მფლობელობიდან უკანონო მფლობელისა და მასთან მყოფი პირის/პირების გამოსახლების/გამოყვანის წესის დამტკიცების შესახებ

 


,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, მე-60 მუხლის მე-5 პუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის  2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს საცხოვრებელი სახლიდან/ბინიდან  ან/და სხვა მფლობელობიდან უკანონო მფლობელისა და მასთან მყოფი პირის/პირების გამოსახლების/გამოყვანის წესი.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 24 მაისის №747 ბრძანება.
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი მღებრიშვილი




საცხოვრებელი სახლიდან/ბინიდან  ან/და სხვა მფლობელობიდან უკანონო მფლობელისა და მასთან მყოფი პირის/პირების გამოსახლების/გამოყვანის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

ეს წესი განსაზღვრავს მართლზომიერი მფლობელის მოთხოვნის შემთხვევაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შესახებ დასაბუთებული ვარაუდის არსებობისას საცხოვრებელი სახლიდან/ბინიდან ან/და სხვა მფლობელობიდან უკანონო მფლობელისა და მასთან მყოფი პირის/პირების გამოსახლების/გამოყვანის წესსა და პროცედურებს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტებანი

ამ წესის  მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

) მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტიამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს უძრავ ნივთზე საკუთრების, აღნაგობის, უზუფრუქტის, სერვიტუტის, იპოთეკის (მხოლოდ ბინაში ცხოვრების უფლებით), იჯარის, ქირავნობის ან თხოვების უფლებას, საჯარო რეესტრში არარეგისტრირებული ქირავნობის ან თხოვების ხელშეკრულება, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს (კერძო არბიტრაჟის) გადაწყვეტილება,  „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დოკუმენტი ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;

) საცხოვრებელი სახლის/ბინის ან/და სხვა მფლობელობის მართლზომიერი მფლობელი (შემდგომშიმართლზომიერი მფლობელი) – ფიზიკური ან იურიდიული პირი, ამხანაგობა, აგრეთვე სახელმწიფო ან ავტონომიური რესპუბლიკის ორგანო ან მუნიციპალიტეტი, რომელსაც მართლზომიერ მფლობელობაში აქვს ქონება;

) უკანონო მფლობელიპირი, რომელიც საცხოვრებელ სახლში/ბინაში ან სხვა მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ, უკანონოდ შევიდა, ფლობს ან/და სარგებლობს აღნიშნული ქონებით, ათავსებს მასში მოძრავ ნივთებს ან/და ახორციელებს სხვა ქმედებებს, რაც ხელს უშლის მართლზომიერი მფლობელის მიერ მფლობელობის უფლების განხორციელებას;

) დასაბუთებული ვარაუდი – საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული მტკიცებულებითი სტანდარტი;

) უფლებამოსილი პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენელი, რომელიც ახორციელებს საცხოვრებელი სახლიდან/ბინიდან ან/და სხვა მფლობელობიდან უკანონო მფლობელისა და მასთან მყოფი პირის/პირების გამოსახლებასთან/გამოყვანასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს;

) საცხოვრებელი სახლიდან/ბინიდან ან/და სხვა მფლობელობიდან უკანონო მფლობელისა და მასთან მყოფი პირის/პირების გამოსახლება/გამოყვანათანაზომიერების პრინციპის გათვალისწინებითა და უსაფრთხოების ზომების დაცვით უკანონო მფლობელობაში შეღწევა, უკანონო მფლობელისა და მასთან მყოფი პირების უკანონო მფლობელობიდან ფიზიკურად გამოყვანა და სხვა ღონისძიებების ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს მართლზომიერი მფლობელობის უფლების დაცვას და არ იწვევს პირის წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას;

) განცხადება – საცხოვრებელი სახლიდან/ბინიდან ან/და სხვა მფლობელობიდან უკანონო მფლობელისა და მასთან მყოფი პირის/პირების გამოსახლების/გამოყვანის შესახებ წერილობითი განცხადება;

) განმცხადებელი – მართლზომიერი მფლობელი, რომელიც ამ წესის შესაბამისად წარადგენს სათანადო განცხადებას უფლებამოსილ პირთან.

მუხლი 3. განცხადების წარდგენის წესი

1. საცხოვრებელი სახლის/ბინის  ან/და სხვა მფლობელობის  მართლზომიერი მფლობელობის უფლების დაცვა ხორციელდება განცხადების საფუძველზე. მართლზომიერმა მფლობელმა (წარმომადგენელი) განცხადება უნდა წარუდგინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ ტერიტორიულ ორგანოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც არის განთავსებული თავის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ქონება.

2. განცხადებაში უნდა მიეთითოს:                                 

ა) მართლზომიერი მფლობელის (წარმომადგენელი) გვარი, სახელი და პირადი ნომერი, საკონტაქტო მონაცემები, იურიდიული პირის შემთხვევაში – მისი სახელწოდება, მისამართი, საიდენტიფიკაციო ნომერი, საკონტაქტო მონაცემები, სახელმწიფო ან ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოსა და მუნიციპალიტეტის შემთხვევაში – მისი ზუსტი სახელწოდება, უკანონო მფლობელობაში არსებული ქონების ზუსტი ადგილმდებარეობა, მოთხოვნის შინაარსი;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მონაცემები უკანონო მფლობელის შესახებ, თუ აღნიშნული მონაცემები ცნობილია მართლზომიერი მფლობელისათვის (წარმომადგენელი).

3. განცხადებას უნდა დაერთოს:

ა) მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო უძრავი ქონების შემთხვევაში აგრეთვე – საკადასტრო რუკა, საკადასტრო გეგმა ან/და საინვენტარიზაციო გეგმა, თუ საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, შეუძლებელია უძრავი ქონების ზუსტი მისამართის ან სხვა პარამეტრების დადგენა;

ბ) გამოძიების მწარმოებელი ორგანოს მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო სისხლის სამართლის საქმის გამოძიების დაწყების/მიმდინარეობის თაობაზე.

4. მართლზომიერი მფლობელის წარმომადგენლის მიერ განცხადების წარდგენის შემთხვევაში განცხადებას უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული რწმუნებულება.

5. ყალბი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში განმცხადებელი პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 4. განცხადების განხილვის წესი და ვადები

1. უფლებამოსილი პირი უზრუნველყოფს განცხადების მიღებას და  რეგისტრაციას. მოთხოვნის შემთხვევაში განმცხადებელს ეცნობება განცხადების რეგისტრაციის თარიღი და ნომერი.

2. განცხადების რეგისტრაციიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში უფლებამოსილი პირი ამოწმებს განცხადების შესაბამისობას ამ წესის მე-3 მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან და მასთან შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში განმცხადებელს დაუყოვნებლივ აცნობებს წერილობით პასუხს. უფლებამოსილი პირი ამოწმებს განცხადებაზე თანდართულ დოკუმენტაციას და მის ნამდვილობაში ეჭვის შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოფს გამოძიების დაწყებას.

3. თუ განცხადება აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, უფლებამოსილი პირი ვალდებულია, გამოითხოვოს:

ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის საფუძველზე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია;

ბ) დასაბუთებული ვარაუდის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი (სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ დადგენილება ან გადაწყვეტილება დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებით სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყების შესახებ);

გ) საჯარო რეესტრიდან ან/და შესაბამისი ორგანოდან ინფორმაცია, რომლითაც დადასტურდება განმცხადებლის მართლზომიერი მფლობელობის ფაქტი.

4. ადმინისტრაციული წარმოების ვადა ჩერდება სხვა პირისგან, დაწესებულებისგან ან ორგანიზაციისგან სათანადო ინფორმაციის წერილობითი ფორმით მიღებამდე.

5. საკმარისი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში უფლებამოსილი პირი ვალდებულია უზრუნველყოს საცხოვრებელი სახლიდან/ბინიდან ან/და სხვა მფლობელობიდან უკანონო მფლობელისა და მასთან მყოფი პირის/პირების გამოსახლების/გამოყვანის ღონისძიებების განხორციელება.

6. უკანონო მფლობელისა და მასთან მყოფი პირის/პირების გამოსახლების/გამოყვანის შესახებ შეტყობინება უნდა გამოიცეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტების მოპოვებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.

მუხლი 5. შეტყობინება საცხოვრებელი სახლიდან/ბინიდან ან/და სხვა მფლობელობიდან უკანონო მფლობელისა და მასთან მყოფი პირის/პირების გამოსახლების/გამოყვანის თაობაზე                  

1. უფლებამოსილი პირი უზრუნველყოფს უკანონო მფლობელისა და მასთან მყოფი პირის/პირების გამოსახლების/გამოყვანის თაობაზე ამ წესის №1 დანართით განსაზღვრული შეტყობინების (შემდგომში – შეტყობინება) უკანონო მფლობელისათვის გაცნობას/ჩაბარებას მისი გამოცემიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში.

2. შეტყობინება დგება 2 ეგზემპლარად, რომელთაგანაც ერთი გადაეცემა უკანონო მფლობელს ან მასთან მყოფ სრულწლოვან პირს, ხოლო ერთი ეგზემპლარი რჩება უფლებამოსილ პირთან. შეტყობინების ჩაბარება დასტურდება უფლებამოსილი პირის ეგზემპლარზე მიმღების ხელმოწერით. შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება მაშინაც, თუ უკანონო მფლობელმა ან მასთან მყოფმა პირმა უარი განაცხადა მის მიღებაზე ან ხელმოწერაზე. ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეტყობინებაში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი/აღნიშვნა. შეტყობინება  ძალაში  შედის ასევე უკანონო მფლობელთან მყოფ სხვა პირთა მიმართაც.

3. თუ უკანონო მფლობელს შეტყობინება ვერ ჩაბარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში, იგი ქვეყნდება ბეჭდვით ორგანოში 7 (შვიდი) სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნული შეტყობინება ძალაში შედის ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნებიდან მე-5 დღეს.

4. ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნებული შეტყობინება უნდა შეიცავდეს შეტყობინების რეკვიზიტებს (შეტყობინების თარიღი და ნომერი, უკანონო მფლობელის ვინაობა, უკანონო მფლობელობაში არსებული ქონების ადგილმდებარეობა/მისამართი, უფლებამოსილი ორგანოს დასახელება და მოთხოვნა, რომ უკანონო მფლობელმა 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში შეწყვიტოს უკანონო მფლობელობაში არსებული ქონების ფლობა და გაიტანოს საკუთარი მოძრავი ნივთები, წინააღმდეგ შემთხვევაში მის მიმართ განხორციელდება საცხოვრებელი სახლიდან/ბინიდან ან/და სხვა მფლობელობიდან უკანონო მფლობელისა და მასთან მყოფი პირის/პირების გამოსახლების/გამოყვანის ღონისძიებები).

5.  ბეჭდვით ორგანოში  გამოქვეყნებული შეტყობინება  ძალაში  შედის ასევე უკანონო მფლობელთან მყოფი სხვა პირების მიმართაც. აღნიშნული შეტყობინების გამოქვეყნება დასაშვებია უკანონო მფლობელობაში არსებული ქონების მართლზომიერი მფლობელის ან მისი  წარმომადგენლის ხარჯით, მათი სურვილის შემთხვევაში.

მუხლი 6. საცხოვრებელი სახლიდან/ბინიდან  ან/და სხვა მფლობელობიდან უკანონო მფლობელისა და მასთან მყოფი პირის/პირების გამოსახლების/გამოყვანის ღონისძიებანი

1. უკანონო მფლობელი ვალდებულია შეტყობინების ჩაბარებიდან/გაცნობიდან  5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში ნებაყოფლობით გამოათავისუფლოს სხვის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სახლი/ბინა ან/და სხვა მფლობელობა და გაიტანოს თავისი მოძრავი ნივთები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნის ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში საცხოვრებელი სახლიდან/ბინიდან ან/და სხვა მფლობელობიდან უკანონო მფლობელისა და მასთან მყოფი პირის/პირების გამოსახლება/გამოყვანა განხორციელდება იძულებითი წესით. ამ მიზნით, უფლებამოსილ პირს შეუძლია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებანი, მათ შორის, ფიზიკური ძალა, სპეციალური საშუალებები ან/და ცეცხლსასროლი იარაღი.

3. საცხოვრებელი სახლიდან/ბინიდან  ან/და სხვა მფლობელობიდან უკანონო მფლობელისა და მასთან მყოფი პირის/პირების გამოსახლების/გამოყვანის დროს აკრძალულია ორთაბრძოლის სპეციალური ხერხების, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება ორსულობის, მცირეწლოვნობის, შეზღუდული შესაძლებლობებისა და ხანდაზმულობის აშკარა ნიშნების მქონე პირთა მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი ახდენენ შეიარაღებულ ან ჯგუფურ თავდასხმას ან შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევენ უფლებამოსილ პირს, რაც საფრთხეს უქმნის საცხოვრებელი სახლიდან/ბინიდან ან/და სხვა მფლობელობიდან უკანონო მფლობელისა და მასთან მყოფი პირის/პირების გამოსახლების/გამოყვანის პროცესში მონაწილე პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, თუ სხვა ხერხითა და საშუალებით ასეთი თავდასხმის მოგერიება შეუძლებელია.

4. ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შემთხვევაში უფლებამოსილი პირი მოვალეა, ყველა ღონე იხმაროს სხვა პირთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და დაზარალებულისათვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად.

5. კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, უფლებამოსილი პირის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის აქტიური გამოყენების, აგრეთვე ფიზიკური ძალის ან/და სპეციალური საშუალებების შედეგად პირის დაჭრის ან დაზიანების შემთხვევაში, უფლებამოსილი პირი ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს თავის უშუალო უფროსსა და პროკურორს.

6. საცხოვრებელი სახლიდან/ბინიდან  ან/და სხვა მფლობელობიდან უკანონო მფლობელისა და მასთან მყოფი პირის/პირების გამოსახლების/გამოყვანის თარიღი და დრო უნდა ეცნობოს მართლზომიერ მფლობელს (წარმომადგენელი), რაზეც უფლებამოსილი პირი ადგენს სათანადო ოქმს. მართლზომიერი მფლობელი ან წარმომადგენელი ვალდებულია ადგილზე გამოცხადდეს საცხოვრებელი სახლიდან/ბინიდან  ან/და სხვა მფლობელობიდან უკანონო მფლობელისა და მასთან მყოფი პირის/პირების გამოსახლების/გამოყვანის ღონისძიებების განხორციელების პროცესში.

7. საცხოვრებელი სახლიდან/ბინიდან  ან/და სხვა მფლობელობიდან უკანონო მფლობელისა და მასთან მყოფი პირის/პირების გამოსახლების/გამოყვანის ღონისძიებების აღსრულებისთანავე უფლებამოსილი პირი ადგენს ამ წესის №2 დანართით გათვალისწინებულ ოქმს გამოსახლების/გამოყვანის ღონისძიებების განხორციელების შესახებ.

8. უფლებამოსილი პირის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში უკანონო მფლობელს დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

9. მართლზომიერი მფლობელი ვალდებულია, ხელი შეუწყოს და საჭიროების შემთხვევაში დაეხმაროს უფლებამოსილ პირს გამოსახლებასთან/გამოყვანასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელებაში.

მუხლი 7. საცხოვრებელი სახლიდან/ბინიდან  ან/და სხვა მფლობელობიდან უკანონო მფლობელისა და მასთან მყოფი პირის/პირების გამოსახლების/გამოყვანის ღონისძიებების შეჩერება

1. საცხოვრებელი სახლიდან/ბინიდან  ან/და სხვა მფლობელობიდან უკანონო მფლობელისა და მასთან მყოფი პირის/პირების გამოსახლების/გამოყვანის ღონისძიებები შეჩერდება, თუ:

ა) საცხოვრებელი სახლიდან/ბინიდან  ან/და სხვა მფლობელობიდან უკანონო მფლობელისა და მასთან მყოფი პირის/პირების გამოსახლების/გამოყვანის პროცესში მართლზომიერი მფლობელი ან მისი წარმომადგენილი არ გამოცხადდება უკანონო მფლობელობაში არსებული ქონების ადგილსამყოფელზე – აღნიშნული პირის ადგილზე გამოცხადებამდე, გარდა ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; 

ბ) საცხოვრებელი სახლიდან/ბინიდან ან/და სხვა მფლობელობიდან უკანონო მფლობელისა და მასთან მყოფი პირის/პირების გამოსახლების/გამოყვანის ღონისძიებების განხორციელების პროცესში დადგინდება, რომ აღნიშნული ღონისძიებების გაგრძელებამ შესაძლოა გამოიწვიოს უკანონო მფლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუარესება და  მძიმე შედეგის  დადგომა, რაც დადასტურებული იქნება ექიმის მიერ გაცემული ან დადასტურებული შესაბამისი დოკუმენტით – ამ შემთხვევაში აღნიშნული ღონისძიებების განხორციელების შეჩერება დასაშვებია გონივრული, მაგრამ არაუმეტეს ერთი თვის ვადით.

2. უკანონო მფლობელის მიერ მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში აღნიშნული დოკუმენტები დაუყოვნებლივ ეგზავნება სისხლისსამართლებრივი დევნის განმახორციელებელ ორგანოს. აღნიშნული ორგანოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე და უფლებამოსილი პირისათვის წარდგენამდე გამოსახლების/გამოყვანის ღონისძიებები შეჩერდება.

მუხლი 8. საცხოვრებელი სახლიდან/ბინიდან  ან/და სხვა მფლობელობიდან უკანონო მფლობელისა და მასთან მყოფი პირის/პირების გამოსახლების/გამოყვანის ღონისძიებების  შეწყვეტა

1. საცხოვრებელი სახლიდან/ბინიდან  ან/და სხვა მფლობელობიდან უკანონო მფლობელისა და მასთან მყოფი პირის/პირების გამოსახლების/გამოყვანის ღონისძიებების  შეწყვეტის საფუძველია:

ა) საცხოვრებელი სახლიდან/ბინიდან ან/და სხვა მფლობელობიდან უკანონო მფლობელისა და მასთან მყოფი პირის/პირების გამოსახლების/გამოყვანის ღონისძიებების დასრულებამდე სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების წარმოდგენა;

ბ) ისეთი გარემოების არსებობა, როდესაც საცხოვრებელი სახლიდან/ბინიდან  ან/და სხვა მფლობელობიდან უკანონო მფლობელისა და მასთან მყოფი პირის/პირების გამოსახლების/გამოყვანის ღონისძიებების განხორციელებით შეიძლება დაირღვეს სხვა  მესაკუთრის უფლებები;

გ)  თუ საცხოვრებელი სახლიდან/ბინიდან  ან/და სხვა მფლობელობიდან უკანონო მფლობელისა და მასთან მყოფი პირის/პირების გამოსახლების/გამოყვანის პროცესში მართლზომიერი მფლობელი ან მისი წარმომადგენელი მეორედ არ გამოცხადდება უკანონო მფლობელობაში არსებული ქონების ადგილსამყოფელზე;

დ) მართლზომიერი მფლობელის მიერ განცხადების უკან გახმობა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე დოკუმენტის  წარდგენის ან შესაბამისი გარემოების გამოვლენის შემთხვევაში განმცხადებელს დაუყოვნებლივ ეცნობება გამოსახლების/გამოყვანის ღონისძიებების შეწყვეტის შესახებ.

მუხლი 9. უკანონო მფლობელობაში არსებული ქონების გამოთავისუფლება მოძრავი ნივთებისაგან

უკანონო მფლობელობაში არსებულ ქონებაში განთავსებული მოძრავი ნივთების ბედი წყდება მხარეთა ურთიერთშეთანხმებით. მხარეთა შორის ურთიერთშეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, მართლზომიერ მფლობელს უფლება აქვს, მოძრავი ნივთები საკუთარი ხარჯით გამოათავისუფლოს უკანონო მფლობელობიდან. მოძრავ ნივთებთან დაკავშირებით მხარეთა შორის დავის არსებობის შემთხვევაში საკითხი მოწესრიგდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით.

მუხლი 10. გასაჩივრების წესი

განცხადების დაკმაყოფილებაზე უარყოფითი პასუხი, აგრეთვე  უფლებამოსილი პირის სხვა გადაწყვეტილებები და მოქმედებები შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.


დანართი №1



შეტყობინება 

გამოსახლების/გამოყვანის შესახებ

 

 

1. ––––––––––––––––––––––––––––––

    შეტყობინების თარიღი და დრო

 

2.––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

მონაცემები (სახელი, გვარი)  იმ პირის შესახებ, რომლის მიმართაც არსებობს დასაბუთებული

ვარაუდი, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლით

გათვალისწინებული დანაშაული

 

3. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

უფლებამოსილი ორგანოს დასახელება

 

4. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი და თანამდებობა

 

5. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

უკანონო მფლობელობაში არსებული ქონების ადგილმდებარეობა (მისამართი)

 

 

გაცნობებთ, რომ -------------------------------- (განცხადების თარიღი) განცხადებით მოგვმართა 

---------------------------------- მისამართზე მდებარე ქონების მართლზომიერმა მფლობელმა (მისმა წარმომადგენელმა)

------------------------------------------------------------------------ (გვარი და სახელი / სახელწოდება) და მოითხოვა

თავის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სახლიდან/ბინიდან  ან/და

სხვა მფლობელობიდან უკანონო მფლობელისა და მასთან მყოფი პირის/პირების გამოსახლება/გამოყვანა.

როგორც საკითხის შესწავლისას გაირკვა,

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––-----------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------–

(უკანონო მფლობელობიდან გამოყვანის/გამოსახლების  გარემოებები).

           

მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი  ----------------------------------------------------------

            (დოკუმენტის სახელწოდება, თარიღი და ნომერი)

 

 

ოფიციალური დოკუმენტი სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------                                                                     

(დოკუმენტის სახელწოდება, თარიღი და ნომერი)

 

ოფიციალური დოკუმენტი სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობის შესახებ -----------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(დოკუმენტის სახელწოდება, თარიღი და ნომერი)

 

საქართველოს  კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილი ვარ, გაგაფრთხილოთ:

ა) 5 სამუშაო დღის ვადაში ნებაყოფლობით შეწყვიტოთ საცხოვრებელი სახლის/ბინის ან/და სხვა

მფლობელობის უკანონო ფლობა თანმხლებ პირთან/პირებთან ერთად და გაიტანოთ თქვენი მოძრავი ნივთები;

ბ) საცხოვრებელი სახლიდან/ბინიდან  ან/და სხვა მფლობელობიდან უკანონო მფლობელისა და მასთან

მყოფი პირის/პირების გამოსახლების/გამოყვანის ღონისძიებების დასრულებამდე

წარმოადგინოთ სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის

თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება;

გ) ყალბი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში პასუხს აგებთ სისხლის სამართლის კანონმდებლობით

დადგენილი წესით;

დ) ზემოაღნიშნულ ვადაში ამ შეტყობინებით განსაზღვრული ვალდებულების ნებაყოფლობით

შეუსრულებლობის  შემთხვევაში თქვენ მიმართ იძულებითი წესით განხორციელდება საცხოვრებელი

სახლიდან/ბინიდან ან/და სხვა მფლობელობიდან უკანონო მფლობელისა და მასთან მყოფი პირის/პირების

გამოსახლების/გამოყვანის ღონისძიებები;

ე) უკანონო მფლობელობაში არსებული ქონების ადგილსამყოფელზე გამოუცხადებლობა ვერ

გახდება სხვის საცხოვრებელი სახლიდან/ბინიდან  ან/და სხვა მფლობელობიდან უკანონო მფლობელისა

და მასთან მყოფი პირის/პირების გამოსახლების/გამოყვანის ღონისძიებების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძველი;

ვ) მოძრავი ნივთების გამოტანის თაობაზე ურთიერთშეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში,

მართლზომიერ მფლობელს უფლება აქვს, მოძრავი ნივთები საკუთარი ხარჯით გამოათავისუფლოს

უკანონო მფლობელობიდან.

 

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

შეტყობინების მიმღების ვინაობა, ხელმოწერა ან ხელმოწერაზე უარის აღნიშვნა

–––––––––––––––––––––––––––––––––

უფლებამოსილი პირის ხელმოწერა

 



დანართი №2

ოქმი №

გამოსახლების/გამოყვანის ღონისძიებების განხორციელების შესახებ

 

 

1. ------------------------------------                                             2. ---------------------------------------------

ოქმის შედგენის ადგილი                                                 ოქმის შედგენის თარიღი და დრო

 

 

3. -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

უფლებამოსილი ორგანოს დასახელება

 

4. ------------------------------------------------------------------------------------------------

ოქმის შემდგენლის – უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი და თანამდებობა

 

5. -----------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------

საცხოვრებელი სახლის/ბინის  ან/და სხვა მფლობელობის მართლზომიერი მფლობელის  სახელი,

გვარი/სახელწოდება  და მისამართი

 

6. -------------------------------------------------------------------------------------------------

მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის სახელწოდება, გაცემის თარიღი და ნომერი

 

7. ------------------------------------------------------------------------------------------------

ქონების ადგილმდებარეობა (მისამართი)

 

 

8. -------------------------------------                    9. ---------------------------------------------

განცხადების თარიღი და ნომერი         უკანონო მფლობელის შეტყობინების  თარიღი

 

10. ------------------------------------------------------------------------------------------------

უკანონო მფლობელის  სახელი,  გვარი

 

11. ---------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------

 

საცხოვრებელი სახლიდან/ბინიდან  ან/და სხვა მფლობელობიდან უკანონო მფლობელისა და მასთან

მყოფი პირის/პირების გამოსახლებისთვის/გამოყვანისთვის განხორციელებული  ღონისძიებები

 

---------------------------------------------------

ოქმის შემდგენელის ხელმოწერა და თარიღი