დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „რეფერალური დახმარების ცენტრის“ ფილიალს სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 02-298/ო |
| დოკუმენტის მიმღები | სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი |
| მიღების თარიღი | 23/02/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/03/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის
ბრძანება №02-298/ო
2016 წლის 23 თებერვალი
სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ
საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” მე-9 მუხლის, მე-16 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის, პირველი პუნქტის, „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. მიეცეს შპს „რეფერალური დახმარების ცენტრის“ ფილიალს (ფაქტობრივი მისამართი: ქარელის რაიონი, დაბა აგარა, პუშკინის ქ. №181) „სასწრაფო სამედიცინო დახმარების“ საქმიანობის განხორციელების უფლება.
2. ბრძანების პირველ პუნქტში აღნიშნული ინფორმაცია შეტანილ იქნეს სამედიცინო დაწესებულებათა უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.
3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში (ქ. თბილისი, წერეთლის გამზირი, №144) ან სასამართლოში.
4. ბრძანება ძალაში შედის ხელისმოწერისთანავე.
საფუძველი: შპს „რეფერალური დახმარების ცენტრის“ დირექტორის ნ. მასხარაშვილის განცხადება: №15373, 11.02.2016წ., ადგილზე შემოწმების აქტი №17, 19.02.2016წ.
სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები