სს „ელმავალმშენებლის“ აქციათა 87%-ის მფლობელი აქციონერის შპს ლოკო ტრანს ჰოლდინგს D(“LOKO TRANS HOLDINGS B.V.”)-ის გადაწყვეტილება

  • Word
სს „ელმავალმშენებლის“ აქციათა 87%-ის მფლობელი აქციონერის შპს ლოკო ტრანს ჰოლდინგს D(“LOKO TRANS HOLDINGS B.V.”)-ის გადაწყვეტილება
დოკუმენტის ნომერი 14/123
დოკუმენტის მიმღები სს „ელმავალმშენებლის“ აქციების 87%-ის მფლობელის შპს „ლოკო ტრანს ჰოლდინგი“
მიღების თარიღი 29/02/2016
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/03/2016
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
14/123
29/02/2016
ვებგვერდი, 02/03/2016
სს „ელმავალმშენებლის“ აქციათა 87%-ის მფლობელი აქციონერის შპს ლოკო ტრანს ჰოლდინგს D(“LOKO TRANS HOLDINGS B.V.”)-ის გადაწყვეტილება
სს „ელმავალმშენებლის“ აქციების 87%-ის მფლობელის შპს „ლოკო ტრანს ჰოლდინგი“

შპს ლოკო ტრანს ჰოლდინგს

„LOKO TRANS HOLDINGS B.V.”

 

სს „ელმავალმშენებლის“ აქციათა 87%-ის  მფლობელი აქციონერის

შპს ლოკო ტრანს ჰოლდინგს D(„LOKO TRANS HOLDINGS B.V.”)-ის

გადაწყვეტილება

 

ორი ათას თექვსმეტი  წელი, ცხრამეტი თებერვალი

 

სს „ელმავალმშენებლის“ წესდების 19.5  პუნქტისა და საქართველოს კანონის „მეწარმეთა შესახებ“ 54.11 პუნქტის შესაბამისად, სს „ელმავალმშენებლის“ საწესდებო კაპიტალში აქციების 87%-ის მფლობელი აქციონერი  შპს ლოკო ტრანს ჰოლდინგს (LOKO TRANS HOLDINGS B.V) (დარეგისტრირებული სავაჭრო რეესტრში ნომრით 34362504, მისამართი: ორლიპლეინის 10, სართული 24, 1043DP, ამსტერდამი), წარმოდგენილი ლიკვიდატორის შპს ლოკო ტრანს კომპანი (LOKO TRANS COMPANY LTD)-ს (დარეგისტრირებული სავაჭრო რეესტრში ნომრით C 46598, მისამართი: პიაცა ტიგნე 5, ტიგნე ფოინთ, ტპ 01 სლიემა, მალტა (5 Pjazza Tigne, Tigne Point, TP 01 Sliema, Malta) სახით, მოქმედებს რა აღნიშნულ წესდებაში არსებული პუნქტების საფუძველზე, განიხილა შემდეგი საკითხი:

 

მიწის  ნაკვეთების  საჯარო აუქციონის  წესით გასხვისების შესახებ:

 

1. სს „ელმავალმშენებლის“ ახალი ადმინისტრაციული კორპუსის მიმდებარე მიწის ნაკვეთი (509კვ.მ.) მასზე განთავსებული ავტოფარეხებით და ყარაულის ჯიხურით (340,46 კვ.მ.);  საკადასტრო კოდი 01.12. 01.003.144.

2. სს „ელმავალმშენებლის“ ახალი ადმინისტრაციული კორპუსის მიმდებარე მიწის ნაკვეთი. ტერიტორიის დაზუსტებული ფართობი -1071კვ.მ.;  საკადასტრო კოდი 01.12.01.003.145.

 

ზემოაღნიშნული საკითხის განხილვის შედეგად მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილებები:

1. დაევალოს სს „ელმავალმშენებლის“ გენერალურ დირექტორს ბ-ნ გ. ბოიარსკიხს  მოახდინოს  მიწის ნაკვეთების და  მასზე განთავსებული დროებითი შენობა-ნაგებობების საჯარო აუქციონის წესით გასხვისება:

1.1. სს „ელმავალმშენებლის“ ახალი ადმინისტრაციული კორპუსის მიმდებარე მიწის ნაკვეთი (509კვ.მ.) მასზე განთავსებული ავტოფარეხებით და ყარაულის ჯიხურით (340,46 კვ.მ.);   საკადასტრო კოდი 01.12. 01.003.144.

1.2. სს „ელმავალმშენებლის“ ახალი ადმინისტრაციული კორპუსის მიმდებარე მიწის ნაკვეთი. ტერიტორიის დაზუსტებული ფართობი -1071კვ.მ.;  საკადასტრო კოდი 01.12.01.003.145.

2. სს „ელმავალმშენებლის“ გენერალურ დირექტორს ბ-ნ გ. ბოიარსკიხს მიეცეს უფლებამოსილება, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და საკუთარი შეხედულებისამებრ, საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით, განსაზღვროს აუქციონის პირობები და  სს „ელმავალმშენებლის“ სახელით გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება საჯარო აუქციონზე გამარჯვებულ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირთან,  უფლებამოსილების მესამე პირზე  გადაცემის გარეშე.

 

3. გადაწყვეტილება ძალაშია 6 (ექვსი) თვის ვადაში.

 

შპს ლოკო ტრანს ჰოლდინგს (LOKO TRANS HOLDINGS B.V) -ის ლიკვიდატორი

შპს ლოკო ტრანს კომპანი (LOKO TRANS COMPANY LTD)

წარმომადგენელი: კარლ მაგრი - ხელმოწერილია