„ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები ახალციხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/02/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/03/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 06/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.138.016242
7
29/02/2016
ვებგვერდი, 04/03/2016
010250050.35.138.016242
„ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ახალციხის მუნიციპალიტეტი
 

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება № 7

2016 წლის 29 თებერვალი

ქ. ახალციხე

 

,,ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის   შესაბამისად,  ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 შევიდეს ცვლილება ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების  დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №2 დადგენილებით დამტკიცებულ (www.matsne.gov.ge 17/07/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.138.016129) დანართში:

 

1.  მე-14 მუხლის მე-3 პუნქტში  შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

,,3.  გამგებლის წარმომადგენელი:

ა) აკონტროლებს და გამგებელს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ;

ბ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემების და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;

გ) გამგებლის დავალებით უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას;

დ)უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას;

ე) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს:

ე.ა) მის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საქონლისა და ხემცენარეების ადგილწარმოშობას (გარდა ისეთი ხე-მცენარეებისა, რომლებიც შეტანილია წითელ წიგნსა და წითელ ნუსხაში);

ე.ბ) პირის კონკრეტულ მისამართზე ცხოვრების ფაქტს;

ე.გ) ოჯახის ფაქტობრივ შემადგენლობას;

ე.დ) გამგებლის თანხმობის შემთხვევაში, ადასტურებს/არადასტურებს მიწის ნაკვეთის ურთიერთშესაბამისობას საკადასტრო აზომვით ნახაზებთან.

ვ) ახორციელებს ასევე გამგებლის დავალებით სხვა უფლებამოსილებებს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე