დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 ნოემბრის №48 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2 |
დოკუმენტის მიმღები | ქარელის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 26/02/2016 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/03/2016 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.144.016244 |
|
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 ნოემბრის №48 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 63-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 ნოემბრის №48 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/12/2015; 190020020.35.144.016240) „ქარელის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები.
ა) დადგენილების 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
ბ) დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
გ) დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 3. ქარელის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 12085.0 ათასი ლარის ოდენობით:
დ) დადგენილების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 5. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 9549.0 ათასი ლარის ოდენობით
ე) დადგენილების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 6932.9 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ვ) დადგენილების მე-8 მუხლის ,,ა“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 6671.4 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 3171.1 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ზ) დადგენილების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
თ) დადგენილების 17-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ა) საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) რეაბილიტაცია ჩაუტარდება და მოასფალტდება ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, რომელიც ემსახურება ქარელის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დიდ ნაწილს. მოსახლობას აკავშირებს სასოფლო-სამეურნეო სავარგულებთან, განათლებისა და ჯანდაცვის ობიექტებთან, საკოლმეურნეო ბაზართან. გზების პრობლემა აწუხებს როგორც სატრანსპორტო საშუალებების მეპატრონეებს, ისე ქვეითად მოსიარულეებს, სავალ ნაწილზე გაჩენილია ორმოები, მოსახლეობა ითხოვს გზის გაკეთებას. განსაკუთრების ჭირს გადაადგილება ზამთრის პერიოდში. პროექტის მიზანია ადგილობრივი გზების რეაბილიტაცია და მოვლა შენახვა. პროექტი შესაბამისობაშია შიდაქართლის რეგიონულ სტრატეგიასთან; აღნიშნული პროექტის განხორციელების შემდეგ მოსახლეობას გაუუმჯობესდება საგზაო ინფრასტრუქტურა. გაუადვილდება გადაადგილება, მოსახლეობა მარტივად და სწრაფად შეძლებს სხვადასხვა სერვისების მიღება. ამ გზით ბავშვები უფრო მარტივად ივლიან სკოლაში, სკოლისგარეშე დაწესებულებებში. აღნიშნული პროექტი მდგრადია, რადგანაც რეაბილიტაციის შემდგომ გზების მოვლა-პატრონობას უზრუნველყოფს ქარელის მუნიციპალიტეტი. „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 4 თებერვლის N175 განკარგულებით ქარელის მუნიციპალიტეტს გამოეყო 3 496 505 ლარი ბრეძა - ატოცის და ქვემო შაქშაქეთი, ფცა თამარაშენის გზების ასფალტირების სამუშაოების განსახორციელებლად.“ ი) დადგენილების 18-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი18. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები