დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 4 აპრილის №1-1/90 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/96 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 29/02/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/03/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/06/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.024.016403 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 4 აპრილის №1-1/90 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 4 აპრილის №1-1/90 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 05/04/2014, 040030000.22.024.016320) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი სამინისტროსთან შეთანხმებით. მოადგილეებს შორის უფლებამოსილებებსა და ფუნქციებს ანაწილებს დირექტორი. დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე ხელმძღვანელობს სააგენტოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს.“.
2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი: „6. შემოქმედებითი მეწარმეობის და მომსახურების განვითარების დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია: ა) ქვეყანაში შემოქმედებითი მეწარმეობის და მომსახურების განვითარების საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა/განხორციელება; ბ) შემოქმედებითი მეწარმეობის და მომსახურების განვითარებისათვის საჭირო აქტივობების ხელშეწყობისთვის აუცილებელი მექანიზმების ინიციირება და განხორციელება; გ) ქვეყანაში შემოქმედებითი მეწარმეობისა და მომსახურების კულტურის განვითარების ხელშეწყობა საკონსულტაციო, საგანმანათლებლო და სხვა სახის ტექნიკური მხარდაჭერის აღმოჩენის გზით; დ) ქვეყნისთვის შემოქმედებითი მეწარმეობის და მომსახურების განვითარების კუთხით პრიორიტეტული სფეროების იდენტიფიცირება და მათ მხარდასაჭერად ბაზრის პრინციპებზე მორგებული მექანიზმების შემუშავება; ე) შემოქმედებითი მეწარმეობის და მომსახურების განვითარებისკენ ორიენტირებული სახელმწიფო პროგრამების განხორციელება რელევანტურ მხარეებთან და ინსტიტუტებთან თანამშრომლობის მეშვეობით; ვ) ქვეყანაში შემოქმედებითი მეწარმეობის და მომსახურების განვითარების მიზნით ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობა; ზ) შემოქმედებითი მეწარმეობის და მომსახურების განვითარების მიზნით ფინანსებზე ხელმისაწვდომობის მექანიზმების შემუშავება და დანერგვა; თ) შემოქმედებითი მეწარმეობის და მომსახურების სფეროს წარმომადგენლებთან ყოველდღიური კომუნიკაციის დამყარება და მათი საჭიროებების ანალიზი; ი) შემოქმედებითი მეწარმეობის და მომსახურების პრაქტიკების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, განსაკუთრებით რეგიონის მოსახლეობისთვის; კ) ქვეყნის რეგიონებში შემოქმედებითი მეწარმეობის და მომსახურების განვითარების ხელშემწყობი მექანიზმების იდენტიფიცირება, რეგიონებს შორის განვითარების არათანაბარი დონის აღმოფხვრის მიზნით.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები