,,ქუჩებისა და მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ“ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 17 იანვრის N04 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ქუჩებისა და მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ“ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 17 იანვრის N04 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 05
დოკუმენტის მიმღები ქობულეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/02/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/03/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 04/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 330090020.35.131.016177
05
29/02/2016
ვებგვერდი, 04/03/2016
330090020.35.131.016177
,,ქუჩებისა და მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ“ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 17 იანვრის N04 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქობულეთის მუნიციპალიტეტი
 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №05

2016 წლის 29 თებერვალი

ქ. ქობულეთი

 

,,ქუჩებისა და მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 17 იანვრის №04 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება  ,,ქუჩებისა და მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის წესის დამტკიცების  შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012  წლის 17  იანვრის  №04 დადგენილებით დამტკიცებული წესის  მე-2 თავის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. საკრებულოს კომისიის მიერ დადებითი დასკვნის მიღების შემთხვევაში  ქუჩის/ან და მოედნის სახელდების შესახებ მომართვის ასლი, საკრებულოს შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტი  და საკრებულოს კომისიის დასაბუთებული დასკვნის ასლი), საკრებულოს კომისიის მიერ დასკვნის მიღებიდან 5 დღის ვადაში, საკრებულოს თავმჯდომარის წერილობითი მიმართვით შესათანხმებლად ეგზავნება ,,გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“   საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 აპრილის №178 დადგენილებით შექმნილ სამთავრობო კომისიას (შემდგომში სამთავრობო კომისია).”.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესულხან ოქროპირიძე