დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 96 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 26/02/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/03/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320000.10.003.019160 |
|
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/09/2014, 010320000.10.003.018196) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის“ 391 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. წამყვანი საჯარო თანამდებობა: ა) ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის დეპარტამენტის უფროსი; ბ) ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის სამსახურის უფროსი; გ) ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი; დ) ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის დეპარტამენტის განყოფილების უფროსი; ე) ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მრჩეველი. 3. უფროსი საჯარო თანამდებობა: ა) ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის დეპარტამენტის განყოფილების მთავარი ბუღალტერი (III კატეგორია); ბ) ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის დეპარტამენტის/ დეპარტამენტის განყოფილების/სამსახურის სპეციალისტი (III კატეგორია); გ) საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე; დ) საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; ე) საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი. 4. უმცროსი საჯარო თანამდებობა: ა) ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის დეპარტამენტის /დეპარტამენტის განყოფილების/სამსახურის სპეციალისტი (II კატეგორია); ბ) ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის დეპარტამენტის/ დეპარტამენტის განყოფილების/სამსახურის სპეციალისტი (I კატეგორია); გ) ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტი; დ) ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანაშემწე; ე) ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწე; ვ) ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივნის თანაშემწე; ზ) საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი; თ) ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის დეპარტამენტის განყოფილების დამხმარე მოსამსახურე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები