„საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის სწავლების ხელშეწყობის“ პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 იანვრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის სწავლების ხელშეწყობის“ პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 იანვრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 90
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/02/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 430020000.10.003.019154
90
26/02/2016
ვებგვერდი, 01/03/2016
430020000.10.003.019154
„საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის სწავლების ხელშეწყობის“ პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 იანვრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №90

2016 წლის 26 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის სწავლების ხელშეწყობის“ პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 იანვრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე‑20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  „საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის სწავლების ხელშეწყობის“ პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 იანვრის №18 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21/01/2016, 430020000.10.003.019082) შეტანილ იქნეს  ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის სწავლების ხელშეწყობის“ პროგრამის მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გრანტის ოდენობა შეიძლება განისაზღვროს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იმ შემთხვევაში, თუ გრანტის ოდენობა არ არის განსაზღვრული საერთაშორისო შეთანხმებებით, ხელშეკრულებებით, აგრეთვე მემორანდუმებითა და პროგრამებით.“. 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი