„საქართველოში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცებისა და აღნიშნული პროგრამის განხორციელების მიზნით სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 6 ნოემბრის №564 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 87
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/02/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.019151
87
26/02/2016
ვებგვერდი, 01/03/2016
010220020.10.003.019151
„საქართველოში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცებისა და აღნიშნული პროგრამის განხორციელების მიზნით სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 6 ნოემბრის №564 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №87

2016 წლის 26 თებერვალი

ქ. თბილისი

„საქართველოში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცებისა და აღნიშნული პროგრამის განხორციელების მიზნით სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 6 ნოემბრის №564 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „საქართველოში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცებისა და აღნიშნული პროგრამის განხორციელების მიზნით სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2015 წლის 6 ნოემბრის №564 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 09/11/2015, 010220020.10.003.018950) შეტანილ იქნეს ცვლილება  და  მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. ამ დადგენილებით გათვალისწინებული „საქართველოში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის“ განხორციელების მიზნით, შეიქმნას სახელმწიფო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ტარიელ ხეჩიკაშვილი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე;

ნოდარ ხადური საქართველოს ფინანსთა მინისტრი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე, კომისიის წევრი;

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე, კომისიის წევრი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი