ქ.თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიასთან არსებული ტანვარჯიშის სახეობათა ოლიმპიური მზადების ბაზისთვის სპორტულ ტანვარჯიშში პირველი ოლიმპიური ჩემპიონი, დამსახურებული მწვრთნელი მედეა ჯუღელის სახელის მინიჭების შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 54
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 19/02/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/02/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016150
  • Word
54
19/02/2016
ვებგვერდი, 29/02/2016
000000000.00.101.016150
ქ.თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიასთან არსებული ტანვარჯიშის სახეობათა ოლიმპიური მზადების ბაზისთვის სპორტულ ტანვარჯიშში პირველი ოლიმპიური ჩემპიონი, დამსახურებული მწვრთნელი მედეა ჯუღელის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №54

 2016 წლის 19 თებერვალი

ქ. თბილისი

ქ.თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიასთან არსებული ტანვარჯიშის სახეობათა ოლიმპიური მზადების ბაზისთვის სპორტულ ტანვარჯიშში პირველი ოლიმპიური ჩემპიონის, დამსახურებული მწვრთნელის მედეა ჯუღელის სახელის მინიჭების შესახებ

1. საქართველოს ორგანული კანონის “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

ა) მთაწმინდის რაიონში, ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიასთან არსებულ ტანვარჯიშის სახეობათა ოლიმპიური მზადების ბაზას მიენიჭოს სპორტულ ტანვარჯიშში პირველი ოლიმპიური ჩემპიონის, დამსახურებული მწვრთნელის მედეა ჯუღელის სახელი;

ბ) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6).

საკრებულოს თავმჯდომარე                           გიორგი ალიბეგაშვილი