დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 85 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 26/02/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/03/2016 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/03/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320000.10.003.019149 |
|
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/09/2014, 010320000.10.003.018196) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის №1 დანართის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7 1. მთავარი საჯარო თანამდებობა: ა) მინისტრის პირველი მოადგილე; ბ) მინისტრის მოადგილე. 2. წამყვანი საჯარო თანამდებობა: ა) დეპარტამენტის უფროსი; ბ) სამსახურის უფროსი; გ) ბიუროს უფროსი; დ) დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; ე) სამმართველოს უფროსი; ვ) მინისტრის მრჩეველი; ზ) მთავარი ბუღალტერი; თ) კონსულტანტი. 3. უფროსი საჯარო თანამდებობა: ა) მინისტრის უფროსი თანაშემწე; ბ) მინისტრის პირველი მოადგილის თანაშემწე; გ) მთავარი სპეციალისტი; დ) მინისტრის მოადგილის თანაშემწე. 4. უმცროსი საჯარო თანამდებობა: ა) უფროსი სპეციალისტი; ბ) დამხმარე მოსამსახურე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 1 მარტიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები