ქ.თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის ძმები ჭილაშვილების სახელის მინიჭების შესახებ

  • Word
ქ.თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის ძმები ჭილაშვილების სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 50
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 19/02/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/02/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016146
  • Word
50
19/02/2016
ვებგვერდი, 29/02/2016
000000000.00.101.016146
ქ.თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის ძმები ჭილაშვილების სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №50

2016 წლის 19 თებერვალი

ქ. თბილისი

ქ. თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის ძმები ჭილაშვილების სახელის მინიჭების შესახებ

1. საქართველოს ორგანული კანონის  ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

ა) ნაძალადევის რაიონში, ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას მიენიჭოს ძმები ჭილაშვილების სახელი, თანდართული რუკის თანახმად ;

ბ) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

2. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6).

საკრებულოს თავმჯდომარე                                                     გიორგი ალიბეგაშვილი