დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქ.თბილისში, სამგორის რაიონში, ცაცა ამირეჯიბის ქუჩის II შესახვევთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის ლოჭინის ხევის სახელის მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 46 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 19/02/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/02/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.101.016142 |
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №46
2016 წლის 19 თებერვალი
ქ. თბილისი
ქ.თბილისში, სამგორის რაიონში, ცაცა ამირეჯიბის ქუჩის II შესახვევთან მდებარეუსახელო ქუჩისთვის ლოჭინის ხევის სახელის მინიჭების შესახებ
1. საქართველოს ორგანული კანონის„ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
ა) სამგორის რაიონში, ცაცა ამირეჯიბის ქუჩის II შესახვევთან მდებარე უსახელო ქუჩას მიენიჭოს ლოჭინის ხევის სახელი, თანდართული რუკის თანახმად;
ბ) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
2. განკარგულება ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე- 12 კმ, № 6).
საკრებულოს თავმჯდომარე გ. ალიბეგაშვილი

უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები